სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 20.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (91)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (80)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ- მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

დებულება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 – სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

    მუხლი 2​1 . წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

ბ) ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრის სიგანის მერქნიანი მცენარეებით (ხეების ან/და ბუჩქნარის ერთობლიობა), ხეებითა და ბუჩქებით დაფარული ფართობები: თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის, უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის, ასევე რკინიგზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტერიტორიებზე;

ბ​1) საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირებიდან 300 მეტრამდე სიგანის ტერიტორიებზე (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით), გარდა  კლდოვანი/ნახევრად კლდოვანი ქანებით აგებული ფართობებისა,  უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით. ტყის მართვის უფლების მქონე ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული სალიცენზიო ფართობი 3 ჰექტარზე მეტია, საჭიროა ასევე საქართველოს მთავრობის თანხმობა;

გ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;

დ) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, ასევე წიაღის მოპოვება იმ მეთოდებითა და ფორმებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეების სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა;

ე) 20​0 ​​-ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი/ნახევრად კლდოვანი ქანებით აგებული ფერდობებისა. კლდოვანი/ნახევრად კლდოვანი ქანებით აგებულ ფერდობებზე წიაღით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;

ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰაზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი (გარდა ბუჩქნარისა) აღემატება 50 მ​3ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევრებით.

1​1. შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემისას ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება  სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის პერიოდზე. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები არ დაიშვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვის ზონებში.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 – სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329 – სსმIII, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №403 – სსმIII, №172,31.12.2010წ., მუხ.2476

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 13 თებერვლის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №543 - ვებგვერდი, 21.12.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივლისის დადგენილება №328 – ვებგვერდი, 12.07.2019წ.

     მუხლი 2​2. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი

1.  ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შექმნას ან გასცეს, ასევე უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი აწარმოოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

2. ლიცენზიის მფლობელისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც ლიცენზიის გამცემისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ვებგვერდიდან.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულების 3​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, ხოლო თუ აღნიშნული აუქციონის შედეგად არ მოხდა შესაბამისი ლიცენზიის გაცემა, მაშინ დასაშვებია მისი გამოცხადება ელექტრონული ფორმის გარეშე. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ის მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს:

ა) პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ ტერიტორიებზე (დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებში, სადაც დაშვებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა), პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემის ადმინისტრაციული აქტით.

4. ამ მუხლის მე3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

4​1. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.

5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.

6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების  ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე. თანხმობა წარდგენილი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული ფორმით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლებს.

6​1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე სააგენტოს არ გააჩნია  ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის მიღების მიზნით, ავტომატური მართვის საშუალებით – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით  სააგენტოს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს,  გეოინფორმაციული სისტემების (shape)  ფაილებით;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების  ასლებს.

6​2. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.

6​3. (ამოღებულია).

6​4. (ამოღებულია).

6​5. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

7​1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​2. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით მიმართოს სააგენტოს ან აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორებიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​3. ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი.

7​​​4. ამ მუხლის 7​1, 7​2 და 7​3  პუნქტებით გათვალისწინებული გეოსაინფორმაციო პაკეტი/ტოპოგრაფიული რუკა (გარდა კერძო  საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტისა)  ეგზავნება  შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის გამცემთან პოზიციის (დასკვნის) 10 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა შეთანხმებულად.

8. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

8​1. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​1 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​2 . (ამოღებულია).

12. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის 12​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აუქციონის სხვა ვებგვერდის (www.eauction.ge) საშუალებით გამართვის შემთხვევაში, სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

12​1. საწვავი რესურსებისა და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური მოცულობა/წონა  500000  (ხუთასი ათასი) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. აუქციონის სხვა ვებგვერდის (www.eauction.ge) საშუალებით გამართვის შემთხვევაში სავალდებულოა, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი და იმ ვებგვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. აღნიშნული აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვა საშუალებებიც.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლიცენზიის გამცემმა შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

14. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

14​1. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. ლიცენზიის გამცემი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.

16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას;

ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკურმა პირმა – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

18. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

19​1.​ (ამოღებულია – 21.06.2013, №160).

20. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი ბრძანების (ლიცენზიის) გაცემის წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

22. მდინარეებზე არსებული ქვიშახრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.

23. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა, ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა (გარდა მდინარე რიონის ძირითადი კალაპოტისა და მისი შენაკადებისა) ჭალა-კალაპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით. მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია ამ დებულების 7​4 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების (პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ საზღვრებში ინერტული მასალა დასაწყობებულია (ტექნოგენური დანაგროვი) ჰიდროელექტროსადგურისთვის საჭირო სამშენებლო/საექსპლოატაციო სამუშაოების შედეგად.

24. (ამოღებულია - 11.02.2016, №72).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 – სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 – სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 – სსმIII, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174 – სსმIII, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308 – სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356 – სსმIII, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 17 .02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №130 - ვებგვერდი, 1 1.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №250 – ვებგვერდი, 26 .03.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილება №405 – ვებგვერდი, 20.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №544 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23   დეკემბრის დადგენილება №692 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11  თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28  ივლისის  დადგენილება №359 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №559 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №675 – ვებგვერდი, 13.11.2020წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 3​1.​ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შესაძლებელია, პირდაპირი წესით გასცეს:

ა) „ლიცენზიებისა  და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე − მომხმარებელთა წყალმომარაგებით (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად;

ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად (მოპოვებისთვის, შესწავლა-მოპოვებისთვის).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

3. ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეიძლება პირდაპირი წესით გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად, წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებული ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის გამცემს ავტომატური მართვის საშუალებით − ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და მოპოვების მიზნის შესახებ.

5. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში − იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები;

დ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას − კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე ნოტარიულად დამოწმებული ფორმით (გარდა შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის შემთხვევისა შესწავლის ეტაპზე).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  განცხადებას აგრეთვე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გასაცემად ლიცენზიის გამცემი ადგენს:

ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისთვის.

9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის შეტყობინების მიღების შემდგომ გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.

10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის ფასის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №130 - ვებგვერდი, 1 1.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილება №405 – ვებგვერდი, 20.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6  დეკემბრის დადგენილება №608 - ვებგვერდი, 06.12.2019წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 4​1. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობაში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარგებლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ლიცენზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სააგენტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 – სსმIII, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

     მუხლი 6. საწყისი ფასი

1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო.

2. სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილი ფასისგან განსხვავებული ფასის განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 6​1. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზიის მოქმედების ვადას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სარგებლობის ლიცენზიის ყველაზე ოპტიმალური ფასით გაცემის მიზნით, ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე, განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთან, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის თანხმობით,  შესაძლებელია,  აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არაუმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთან, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს. ასევე ლიცენზიის მოქმედების 10 წლამდე ვადით გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით მოწყობილია საჭირო ინფრასტრუქტურა (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.).   ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი  ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი.

3. სააგენტოს, სამინისტროს შუამდგომლობით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე, მხარეთა (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით, შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №397 – ვებგვერდი, 18.08.2016წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) (ამოღებულია – 08.12.2011, №465);

გ) (ამოღებულია - 29.03.2019, №179);

დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ლიცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;

ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;

ვ) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნა გაცემულია პირობით, აღნიშნული პირობა არის ლიცენზიანტის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიაატის მიერ;

ზ) ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გამცემის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისება/გადაცემა;

თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში,  განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებით არა უმეტეს 5 წლამდე ვადის დადგენის თაობაზე. ჯამში შესწავლისთვის გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია, არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

თ ​1) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება  ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე;

თ​2)  ამ პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შესწავლისათვის გამოყოფილი განვლილი პერიოდის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და დამატებით მოთხოვნილი ვადის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების დეტალურ გეგმა-გრაფიკს;

ი) მე-3 მუხლის 6 ​​​2  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;

კ) ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის დამტკიცების თაობაზე სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის კანონმდებლობით დადგენილი  წესით ოფიციალურად გაცნობიდან და განისაზღვრება 15 დღის ვადით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა განახორციელოს განწილვადებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

კ.ა) არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაფაროს თანხის არანაკლებ 35%-ისა;

კ.ბ) არაუგვიანეს 6 თვეში დაფაროს თანხის არანაკლებ 70%-ისა;

კ.გ) არაუგვიანეს ერთ წელიწადში დაფაროს თანხის 100%;

ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან 7​3 მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ;

მ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით ;

ნ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

ო) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ვადის გასვლამდე არაუადრეს ათი და არაუგვიანეს წინა დღისა ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ;

1 ​​​1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს  ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა,  რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

ბ) არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

გ) უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება;

დ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება,  სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

ე) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ვ) ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

1​2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2)მოპოვების შემთხვევაში დამატებითი სალიცენზიო პირობებია :

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის(გაზი CO2) რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით . ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი,საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები,რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო(არასანქცირებული) ჩარევისაგან;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს. მრიცხველზე ლუქის ახსნა-დადება ხორციელდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება განახორციელოს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით . ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა . აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი,მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე ;

დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს . აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰ ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;

ე)  ლუქის ახსნა-დადება და შესაბამისი აქტის შედგენა ხორციელდება:

ე.ა) რეგულირების საფასურის გადამხდელთა სალიცენზიო ობიექტებზე – ლიცენზიის გამცემი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ;

ე.ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − ლიცენზიის მფლობელის მიერ, მისი ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ე​1) ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. დოკუმენტაცია მოიცავს ფოტომასალას ჭაბურღილის, ჭის ან/და წყაროს X და Y კოორდინატების მითითებით, ფოტოზე ასევე დატანილი უნდა იყოს მოქმედების განხორციელების თარიღი;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის ან ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც . ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება.

1​3. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ლიცენზიის მაძიებელს, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიის მფლობელს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.

1​4. ამ მუხლის 1​3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სალიცენზიო პირობები ასევე შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულებას. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრისას ლიცენზიის მაძიებლის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი წინასწარი თანხმობა, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას – ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

1​5. ამ მუხლის 1​3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი სალიცენზიო პირობები შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საინვესტიციო ვალდებულებებს. ამგვარი ვალდებულების განსაზღვრისას, A, B ან/და C1 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის საბადოზე რესურსის მოპოვების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (შემდგომში – საბანკო გარანტია) − არანაკლებ შეთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ისა. სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

1​6.  ამ  მუხლის  1​5   პუნქტით  განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა  არანაკლებ  4 (ოთხი) თვით  უნდა აღემატებოდეს  საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ლიცენზიის გამცემი. 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 – სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 – სსმIII, № 71, 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 13 თებერვლის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №397 - ვებგვერდი, 18.08.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7​1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა

1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე17 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს აღნიშნული და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გამოსცემს ბრძანებას (ლიცენზიას);

გ) (ამოღებულია – 25.06.2012, №225).

1​1. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 30 კალენდარული  დღისა.

1​2. მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

1​3. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღეღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას (ასეთი ცვლილებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას), ლიცენზიის გამცემის მიერ, საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

1​4. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საბადოს ფარგლებში, ერთსა და იმავე იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე გაცემულია ორი ან მეტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და წიაღით სარგებლობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების საშუალებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ლიცენზიების გაერთიანება. ლიცენზიების გაერთიანების თაობაზე, სამინისტროს შუამდგომლობით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

1​5. ამ მუხლის 1​4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსხვავებული სალიცენზიო პირობებისა და ვადების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება ლიცენზიის მოქმედების ვადა და შეცვლილი ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობები.

1​6. ამ მუხლის 1​4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მიზნით, დაინტერესებული მხარე ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს თითოეული ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის − სავარაუდო X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებითა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;“

ბ) ლიცენზიების გაერთიანების აუცილებლობის დასაბუთებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

2​1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით დადგენილია მისი ამოქმედების კონკრეტული თარიღი და იგი ჯერ არ დამდგარა, ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გამცემის მიერ, ლიცენზიაში ერთჯერადად შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილება ლიცენზიის ამოქმედების თარიღის გადაწევასთან დაკავშირებით. ამასთან, ლიცენზიის ამოქმედების თარიღის გადაწევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ გამოიცემა ბრძანება (ლიცენზია), ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას.

4. ლიცენზიის გამცემის მიერ, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია, შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.

 

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციითა და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თანდართული მასალებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გავლის შემდგომ შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებაში (ლიცენზიაში), ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.“;

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას, ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში.

7. სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის 10​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

10​1. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ან/და ფასების ჯამი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.

11. მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) საბადოზე ან გამოვლინებაზე ორი ან მეტი ჭაბურღილის არსებობის შემთხვევაში, რომელიმე მათგანის ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან ამ პუნქტით, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2)  მოპოვება დაიშვება მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევებით დასტურდება, რომ სარეზერვო ჭაბურღილიდან არსებობს იმავე ტიპის რესურსის მოპოვების შესაძლებლობა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილია სამინისტროსა და ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლების მინიჭებაზე, სამინისტროს წინასწარი თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების დაწყებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია, სარეზერვო ჭაბურღილიდან რესურსის მოპოვების პროცესში არ გასცდეს ლიცენზიით გათვალისწინებულ ჯამურად მოსაპოვებელ ოდენობას.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სარეზერვო ჭაბურღილის ფორსმაჟორულ სიტუაციაში (რაც გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიურ მოვლენას (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთ კრიზისულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა) გამოყენების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიცენზიის გამცემს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის ბოლომდე. ფორსმაჟორული სიტუაციის დასრულების შემდგომ ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან მხოლოდ ამ მუხლის მე-11-მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიატზე აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები. 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207 – სსმIII, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 – სსმIII, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 – სსმIII, № 71, 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №330 – ვებგვერდი, 30.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება № 94 – ვებგვერდი, 29 .04.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №602 - ვებგვერდი, 02.12.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №412 – ვებგვერდი, 01.09.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7​2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 – სსმIII, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 – სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 – სსმIII, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

    მუხლი 7​3. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;

გ) ლიცენზირებული ობიექტის (გადასაცემი/დასატოვებელი ფართობის)  X და Y კოორდინატები.

დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გამოსცემს ბრძანებას (ლიცენზიას) (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში ბრძანება (ლიცენზია)  არ გამოიცემა).

3 ​1. მე-3 მუხლის 6 ​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან, მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის  დადგენის  ფორმულით  დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამოკლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით − M =A/B x C, სადაც:

ა) A – არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შეთავაზებული ბოლო ფასი;

ბ) B – არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

გ) C – არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისათვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.

4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 – სსმIII, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, მხოლოდ:

ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად, მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვის და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, აგრეთვე გრანტით დაფინანსებული საგანმანათლებლო მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად;

ბ) დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით;

გ) სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიასა და ამავე ტერიტორიაზე,  ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით;

დ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის საფუძველზე;

ე) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სახსრებით დაფინანსებული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თუკი ასეთი პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

1 ​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ ჩატარებული წარმოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტაციისა და ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“

1​2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

1​3. ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება, მხოლოდ 200 000 (ორასი ათასი) მ​3-მდე მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული ოდენობით.

1​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები (ინფორმაცია):

ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტის შემთხვევაში − სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის შუამდგომლობა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას განსახორციელებელი პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და განმცხადებლის ლიცენზიისგან გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ;

ბ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული (shape) ფაილებით;

გ) ინფორმაცია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობისა და სახეობის შესახებ;

დ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის  თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ხოლო სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კანონიერ სარგებლობაში არსებობისას −მოსარგებლის თანხმობა, მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ე) ამ მუხლის 2​1 და 2​2 პუნქტებით განსაზღვრული განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის განსხვავებული გადასახდელი თანხის დადგენის ეკონომიკური და ფინანსური ეფექტიანობის შესახებ, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტის შემთხვევაში, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის განსხვავებული გადასახდელი თანხის მოთხოვნისას − დასაბუთებული ინფორმაცია განსხვავებული გადასახდელი თანხისა და განსახორციელებელი პროექტისთვის გამოყოფილი სახსრებიდან სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) შეძენისთვის გათვალისწინებული თანხის შესაბამისობის შესახებ.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

2 ​1. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია,  გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა, გარდა ამ მუხლის 2 ​​ ​2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  ამასთან,  ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

2​2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იხდის მოსაპოვებელი რესურსის საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით დაანგარიშებულ საფასურს. საბაზრო ფასის დაანგარიშებისას გამოყენებულ უნდა იქნეს აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გაცემული შესაბამისი დასკვნა. საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის ლიცენზიისგან გათავისუფლებით დაინტერესებული პირი.   ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება, დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საშენი მასალების მოპოვების თაობაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

3​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, მოპოვებული ინერტული მასალა, რომელიც არ სჭირდება ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად დაასაწყობოს სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ღვარცოფული წყალსადინარების (ხევები, მდინარეები) ან/და მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, პირი გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზიისაგან, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, ინფორმაციას, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ავრცელებს საჯაროდ გამოცხადების და/ან ინფორმაციის სხვა ფორმით გავრცელების საშუალებით. ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი განიხილავს შესულ განაცხადებს, შეარჩევს დაინტერესებულ პირს და შესაბამისი დასაბუთებული წინადადებით მიმართავს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღებით დაინტერესებული პირის, გარკვეული ვადით, ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, პირის მიმართ არ ვრცელდება ამ დებულების 7​4 მუხლის 2​1 პუნქტით დადგენილი ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის თანხის გადახდის ვალდებულება და დაინტერესებული პირი იხდის, მხოლოდ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოსაკრებელს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტზე არ ვრცელდება ამ დებულების 7​4 მუხლის 1​3 და 1​4 პუნქტების მოქმედება.

8. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების, სამკურნალო ტალახის, წყლის (ჩამოსასხმელი, მინერალური ან/და თერმული)) მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს საქმიანობის განმახორციელებელი პირი.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის რუკა − X და Y კოორდინატების მითითებით, გეოინფორმაციული სისტემების (shape)  ფაილებით;

ბ) ინფორმაცია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობისა და სახეობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ, ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე.

9​1. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

10. თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის, შესაბამისი ფორმულით, შესაბამის წელზე/წლებზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთან, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს  წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

11. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №655 განკარგულებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, პროექტის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შუამდგომლობით, სამინისტროს წარუდგინოს განცხადება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობისათვის საჭირო მყარი სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მოპოვებისათვის ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას/დოკუმენტაციას:

ა) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის სახეობის, მოცულობის, ადგილმდებარეობის (X და Y კოორდინატების მითითებით − გეოინფორმაციული სისტემების (shape) ფაილებით) შესახებ;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების    სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის  ასლები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნაწილში;

გ) წიაღითსარგებლობის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ (ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში - წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის თანხმობა).

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილ წიაღითსარგებლობისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სააგენტო ამზადებს შესაბამის გეოსაინფორმაციო პაკეტს. სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ვალდებულია, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული საფასური, მაგრამ არანაკლებ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა.

14. ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია, ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213 – სსმIII, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №304 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 08.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №544 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბრის  დადგენილება №602 - ვებგვერდი, 02.12.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 15.02.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 მაისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 24.05.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის დადგენილება №257 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28  ივლისის დადგენილება №359 - ვებგვერდი, 29.07.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №397 - ვებგვერდი, 18.08.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 25.08.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №542 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის დადგენილება №236 – ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7​5. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას აყენებს სააგენტოს სტრუქტურაში არსებული, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ქვედანაყოფი.

1​1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ საკითხის დაყენების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

1​2.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

2. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

3. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერიტორია იმყოფება კერძო საკუთრებაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” – „ლ” ქვეპუნქტებითა და 7​3 მუხლის 3​1 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.

7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ან მატერიალური ფორმით შევსებულ განცხადებასთან ერთად ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 – სსმIII, № 71, 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.  

აქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 21.09.2021წ.

    მუხლი 7​6 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​7. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.  

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №179 – ვებგვერდი, 03.04.2019წ.

   მუხლი 7​8. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება 

1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული პირების შესაბამისი საშენი მასალით (ფიქალის ქვა) უზრუნველსაყოფად, მხოლოდ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან არა უმეტეს 3 წლის ვადით შეიძლება გათავისუფლდეს თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო.                          

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს განცხადების საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტით დადგენილი პირობებით, სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის საფუძველზე ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე არ ვრცელდება ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის თანხის გადახდის ვალდებულება. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი იხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1​1პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

4. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულს, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის განმახორციელებელ პირებზე გასცემს შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (რემონტის შემთხვევაში − შესაბამისი პროექტის) ან  მშენებლობის ნებართვის  საფუძველზე.

5. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო ლიცენზიის გამცემს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების (მათ შორის, მოპოვებული და გაცემული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის) შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №542 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.  

მუხლი 7​9. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

1. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობად ასევე ითვლება ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სამთო მინაკუთვნის საზღვრებს (როგორც მიწის ზედაპირზე, ასევე სიღრმეში) გარეთ.

3. პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან სისხლის სამართლის კოდექსით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 12.02.2019წ.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

1​1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 7​3 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ სააგენტო.

2​1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს სააგენტო ამ დებულების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 16.02.2018, №86).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროებთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.

5​1.    (ამოღებულია - 16.02.2018, №86).

5​2. სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემიდან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება:

ა) ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში − ლიცენზიის გაცემის თაობაზე გამოცემული ბრძანების (ლიცენზიის) ასლი, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონული ვერსია, ტოპოგრაფიული რუკა (კოორდინატების ჩვენებით) და მისი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი);

ბ) ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემის შემთხვევაში - ლიცენზიის გადაცემის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი და ამ დებულების 7​3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები, თითო ეგზემპლარად;

გ) ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში - ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი.

6.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემიდან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება ამ მუხლის 5​2​ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

7. აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონულ ვერსიას, ტოპოგრაფიულ რუკას (კოორდინატების ჩვენებით) და მის ელექტრონულ ვერსიას UTM – WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი).

8. გარდა დებულების 7​4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მონაწილეობით, წერილობითი ფორმით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, 2017 წლის პირველ იანვრამდე, სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი არა უმეტეს ერთი წლის ვადით. ამგვარ შემთხვევაზე არ ვრცელდება 7​4  მუხლის პირველი,  1​3, მე-2 და 2​1   პუნქტების მოქმედება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს  დებულების 7​4  მუხლის 1​2 და 1​4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტით გათვალისწინებული ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  ლიცენზიისაგან გათავისუფლების ფასის გაანგარიშება ხდება დებულების  7​4 მუხლის 2​2 პუნქტით დადგენილი წესით.

„11. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა საგანგებო მდგომარეობის ან პანდემიის გამო შეუძლებელი გახდა ან გართულდა,  შესწავლის ვადის დამატებით განსაზღვრაზე ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის ინიციირებისა და სამინისტროს წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. ამასთან, შესწავლისთვის დამატებით გამოყოფილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.“.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 – სსმIII, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188 – სსმIII, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 – სსმIII, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 მაისის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 14.05.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება № 141 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23   დეკემბრის დადგენილება №692 – ვებგვერდი, 23.12.2014

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის  დადგენილება №324 – ვებგვერდი, 14.07.2016წ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 20.02.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №546 – ვებგვერდი, 26.11.2021წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-80/