სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 20.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (91)

შემდგომი ცვლილებები (52)

წინა ცვლილებები (39)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერმინისტრი    ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169  სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43  სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123  სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150  სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208  სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51  სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120  სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163  სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185  სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194  სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202  სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254  სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80  სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188 სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

19. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207 სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

20. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213 სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

24.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90  სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159  სსმ III, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174  სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308  სსმ III, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329  სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344  სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356  სსმ III, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №403სსმIII,№172,31.12.2010წ., მუხ.2476

32. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

33. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №304 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

34. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №330 ვებგვერდი, 30.08.2011წ.

35. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

36. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №371  ვებგვერდი, 28.09.2011წ.

37. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386  ვებგვერდი, 13.10.2011წ.

38. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №414  ვებგვერდი, 08.11.2011წ.

39. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

დებულება

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43  სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123  სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 2​1 . წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

ბ) ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგან ის მერქნიანი მცენარეებით (ხეების ან/და ბუჩქნარის ერთობლიობა), ხეებითა და ბუჩქებით დაფარული ფართობები: თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის, უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის, ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირებიდან 300 მეტრამდე სიგანის ტერიტორიებზე (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);

გ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;

დ) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“დაცული მერქნიანი მცენარეები;

ე) 20​0ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქანებით დაფარული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით დაფარულ ფერდობებზე წიაღით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინროგეოლოგიური დასკვნის შესაბამისად აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;

ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰაზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი (გარდა ბუჩქნარისა) აღემატება 50 მ​3ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევრებით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329  სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №403სსმIII,№172,31.12.2010წ., მუხ.2476

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას  იღებს  სააგენტო. ელექტრონული  ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.geს მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის წინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის.

3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემის ადმინისტრაციული აქტით.

4. ამ მუხლის მე3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.

6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

6​1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე სააგენტოს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტის და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს,  ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

6​2. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.

6​3. (ამოღებულია).

6​4. (ამოღებულია).

6​5. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

7​1. ამ მუხლის მე6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს გეოსაინფორმაციო პაკეტს, რომელიც მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინროგეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​2. ამ მუხლის მე6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს გეოსაინფორმაციო პაკეტს, რომელიც მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლამოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, – ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინროგეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​3. ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი.

8 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

8​1 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

9. (ამოღებულია).

10 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​1 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​2 . (ამოღებულია).

12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლიცენზიის გამცემმა შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

14. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის  ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. ლიცენზიის გამცემი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.

16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები,  ფიზიკურმა პირმა – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

18 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

20 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

22. მდინარეებზე არსებული ქვიშახრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43  სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150  სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120  სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202  სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90  სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159  სსმ III, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174  სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308  სსმ III, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344  სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356  სსმ III, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169  სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43  სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150  სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 4​1. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარ გებ ლობ აში , წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარ გებ ლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მი წის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაო ბა ზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით იღებს ლი ცენ ზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სსიპ – ბუნებრივი რესურსების საა გენ ტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რე გისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ ი წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის და წესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორ ცი ელ დება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208  სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344  სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386  ვებგვერდი, 13.10.2011წ.

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

     მუხლი 6. საწყისი ფასი

1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 6​1. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზიის მოქმედების ვადას ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშახრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს საქართველოს მთავრობის თანხმობით უფლება აქვს გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი) შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120  სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) (ამოღებულია – 08.12.2011, №465);

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხეტყის მოჭრამდე ხეტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადაბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიის მერქნული რესურსისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა;

დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ლიცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;

ე) ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;

ვ) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნა გაცემულია პირობით, აღნიშნული პირობა არის ლიცენზიანტის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიაატის მიერ;

ზ) ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გამცემის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისება/გადაცემა;

თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ასევე ვალდებულია, შესწავლის ვადის ამოწურვისთანავე კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

ი) მე3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;

კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე11 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;

ლ) ამ დებულების მე3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;

მ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით;

ნ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

1​1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.

1​2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების შემთხვევაში დამატებითი სალიცენ ზიო პირობებია:

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) რაოდენობრივი აღრიცხვა წარ მოებს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალ დებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს , რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი, მინე რალური ან/და თერ მ ული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მო პოვება განახორციელოს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და , შესა ბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (და ნადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქ ცირე ბული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერ მ ული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;

დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰ ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;

ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის ან ჭაბურ ღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაცია ც . ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150  სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120  სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90  სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9   სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344  სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა

1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე17 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს აღნიშნული და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;

გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.

1​1. ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

1​2. მე3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დებულების მე7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის გამცემის მიერ  საჭიროებისას გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას.

4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების უფლებით.

 5. ამ მუხლის მე 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლი ცენ ზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს გან ცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნ და მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიო დის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შეს წავ ლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თან დართული მასალებით და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხს საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარუდგენს საქარ თველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. საქარ თველოს მთავრობის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემ თხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობ ა ს.

 6. ამ მუხლის მე 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარ გებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს, ლიცენ ზიის მოქმედების ვად ის ფარგლებში .

 7. სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).

8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისი ას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე9 პუნქტ ით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, ლიცენზი ის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს განსხვავებული გადასახდელი თანხის ოდენობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150  სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120  სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207 სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9   სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №330 ვებგვერდი, 30.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №371  ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386  ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51  სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185  სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80  სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

    მუხლი 7​3. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;

გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;

დ) ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 დღეში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში ახალი სალიცენზიო მოწმობა არ გაიცემა).

4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163  სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით.

1​1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინროგეოლოგიური დასკვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა.

2​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხ ვ ევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამის ი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. საქართველოს მთავრობ ა უფლებამოსილია ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილები თ პირი გაათავისუფლოს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რო მე ლ იც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენ ზი ის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საშენი მასალების მო პო ვე ბ ი ს თაობაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენ ზია.

4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინროგეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზირებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194  სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213 სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №304 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №414  ვებგვერდი, 08.11.2011წ.

    მუხლი 7​5. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

3. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერიტორია იმყოფება კერძო საკუთრებაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

5. ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9   სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344  სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​6 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63  სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

1​1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 7​3 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ სააგენტო.

 2​1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს სააგენტო ამ დებულების შესაბამისად.

3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმა მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების გათვალისწინებით, დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვეში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43  სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254  სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188 სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465  ვებგვერდი, 12.12.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-39/