სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 20.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (91)

შემდგომი ცვლილებები (61)

წინა ცვლილებები (30)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 - სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180- სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188- სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

19. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207- სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

20. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235- სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169- სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197- სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213- სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

24.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 - სსმ III, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308 - სსმ III, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 - სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356 - სსმ III, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

 

 

 

დებულება

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული   ორგანო

ლიცენზიას გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

    მუხლი 2​1 . წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

ბ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნები;

გ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;

დ) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“დაცული მერქნიანი მცენარეები;

ე) 20​0-ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქანებით დაფარული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით დაფარულ ფერდობებზე წიაღით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;

ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი (გარდა ბუჩქნარისა) აღემატება 50 მ​3-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევრებით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235- სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ესაჭიროება მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.

3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.

6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა ) განცხადებას , რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის , ოდენობის , ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ . განცხადებას თან უნდა დაერთოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაცია , რომელიც შეიცავს : განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას ა და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო -გეოლოგიურ დასკვნას , ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ , თვის ო ბრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით );

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

ბ ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა -მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში :

ბ .ა ) განცხადებას , რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის , სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ ;

ბ .ბ ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ინფორმაცია ს, რომელიც შეიცავს : განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა -მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი ); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას , ხოლო p კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე , როგორიცაა შავი , ფერადი , კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები – ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო -გეოლოგიურ დასკვნას , ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ , თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით );

ბ .გ ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს , ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ , კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს , ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს .

6​1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტის და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს,  ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

6​2. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა – იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.

6​3. (ამოღებულია).

6​4. (ამოღებულია).

6​5. (ამოღებულია).

7. ლიცენზიის მაძიებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზიის მიღების მიზნით წარუდგენს განცხადებას, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს:

ა) წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8 . იმ შემთხვევაში , თუ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაციის შესაბამისად ს ალიცენზიო ფართობი მდებარეობს ტყის ფონდის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში , სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს .

8​1 . ამ მუხლის 6​1 და 6​2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს დაინტერესებულ უწყებებს . ამასთან , ამ მუხლის 6​1 პუნქტით წარდგენილ განცხადებას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს , რომელიც სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მეშვეობით ამზადებს 5 ცალ ფერად ტოპოგრაფიულ რუკას , რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი . აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური .

9. (ამოღებულია).

10 . საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმებისა და 8​1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხს უთანხმებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებს და მათი თანხმობის შემთხვევაში აცხადებს აუქციონს .

11 . საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს აუქციონს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ა .ა ” ან „ბ .ბ ” ქვეპუნქტების შესაბამისად მომზადებული დოკუმენტების წარდგენისა და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმების შემდეგ . აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს ფერადი ტოპოგრაფიული რუკის დამზადებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასური .

11​1 . თუ ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა აუქციონის ჩაშლით, იმავე ობიექტზე აუქციონის ხელმეორედ გამოცხადებისას ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციულ წარმოებაში არ რთავს ამ მუხლითა და 4​1  მუხლით განსაზღვრულ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს.

11​2 . (ამოღებულია).

12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14.     აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, რომ დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. სამინისტრო ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.

16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები,  ფიზიკურმა პირმა – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

18 . იმ შემთხვევაში , თუ აუქციონში ვერ გაიმარჯვა ამ დადგენილების მე -3 მუხლის მე -6 პუნქტის „ა .ა ” და „ბ .ბ ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმდგენმა პირმა , აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე აანაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასური .

 19 . იმ შემთხვევაში , თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო /შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 500 000 ლარს , ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის 8​1 , მე -11 და მე -18 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის ) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში .

20 . იმ შემთხვევაში , თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო /შემოთავაზებული ფასი აღემატება 500 000 ლარს , ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან და ამ მუხლის 8​1 , მე -11 და მე -18 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის ) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში .

21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180- სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235- სსმ III, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169- სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 - სსმ III, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308 - სსმ III, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 - სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356 - სსმ III, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

     მუხლი 4​1. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესება

ლიცენზიის გაცემისას სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისად სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ასევე ქ. თბილისის მერიასთან) შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 - სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 6. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 6​1. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხე-ტყის მოჭრამდე ხე-ტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადაბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისი სამასალე მერქნული რესურსისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის 5-მაგი ოდენობა;

დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;

ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;

ვ) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნა გაცემულია პირობით, აღნიშნული პირობა არის ლიცენზიანტის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიაატის მიერ;

ზ) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისება/გადაცემა;

თ) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების პირველი 5 წლის განმავლობაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და შესწავლის საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად მასალები წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში;

ი)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით მარაგების დამტკიცების შემდეგ ლიცენზიანტი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შემოთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;

კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;

ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;

მ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.

1​1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180- სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169- სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 - სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 - სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

    მუხლი 7​1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა

1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;

გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.

1​1. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

1​2. მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით, სამინისტროს მიერ ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს ლიცენზიანტის მიერ ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიანტის უფლებამონაცვლე პირისათვის ლიცენზიის გადაფორმების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამინისტრო აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემულ სალიცენზიო მოწმობაში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207- სსმ III, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169- სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197- სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 - სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

    მუხლი 7​2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი

1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 2 წლისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე), აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.

4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 - სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

    მუხლი 7​3. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;

გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;

დ) ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 3 დღეში სამინისტროს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.

4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

    მუხლი 7​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით და აღნიშნული სამუშაოების დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

1​1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს სამი თვისა.

3. დაუშვებელია ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც სამინისტროს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზირებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180- სსმ III, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213- სსმ III, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

    მუხლი 7​5. ლიცენზიის გაუქმება

1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე სამინისტროში არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ტერიტორია აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169- სსმ III, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 - სსმ III, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 - სსმ III, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

    მუხლი 7​6 . ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმების ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

1​1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 7​3 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.

2​1. ამ დებულების 71  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.

3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების გათვალისწინებით დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვეში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188- სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197- სსმ III, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-30/