სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (91)
შემდგომი ცვლილებები (83)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119
6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466
7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242
დებულება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
1. ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აუქციონის პირობებს და გამართვის ვადებს ათანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184
მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ. ასევე ამ რესურსით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
51. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით ლიცენზიის გასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
52 . იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.
53 . იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან 7 დღის ვადაში.
6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი განცხადება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის თანხმობის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.
მუხლი 61. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 7. სალიცენზიო პირობები
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
დ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 71 . ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა
1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:
ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;
ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;
გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 7 2 . ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი
1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 6 თვისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე) აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.
4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466
მუხლი 73. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა
1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.
2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;
გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;
დ) ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 3 დღეში სამინისტროს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.
4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242
მუხლი 8. გარდამავალი დებულება
1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
+

მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება🔗
1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის თანხმობის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.
მუხლი 61. ლიცენზიის მოქმედების ვადა🔗
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 7. სალიცენზიო პირობები
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
დ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 71 . ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა🔗
1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:
ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;
ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;
გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 72 . ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი🔗
1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 6 თვისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე) აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.
4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466
მუხლი 73. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა🔗

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398
დებულება
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო🔗
1. ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აუქციონის პირობებს და გამართვის ვადებს ათანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184
მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი🔗
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ. ასევე ამ რესურსით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
51. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით ლიცენზიის გასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
52 . იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.
53 . იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან 7 დღის ვადაში.
6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები🔗
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი განცხადება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
მუხლი 41. მიწის მინაკუთვნის დაწესება🔗
1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის თანხმობის საფუძველზე.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე🔗
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი🔗
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.
მუხლი 61. ლიცენზიის მოქმედების ვადა🔗
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 7. სალიცენზიო პირობები🔗
საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
დ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 71 . ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა🔗
1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:
ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;
ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;
გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890
მუხლი 72 . ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი🔗
1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 6 თვისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე) აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას არა უმეტეს 1 წლისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე), აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.
4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398
მუხლი 73. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა🔗
1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.
2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;
გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;
დ) ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 3 დღეში სამინისტროს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.
4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242
მუხლი 8. გარდამავალი დებულება🔗
1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.
3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-8/