სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 20.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (91)

შემდგომი ცვლილებები (41)

წინა ცვლილებები (50)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ- მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 – სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 – სსმIII, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 – სსმIII, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 – სსმIII, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 – სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 – სსმIII, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 – სსმIII, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188 – სსმIII, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

19. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207 – სსმIII, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

20. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 – სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 – სსმIII, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213 – სსმIII, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

24. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 – სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 – სსმIII, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174 – სსმIII, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308 – სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329 – სსმIII, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356 – სსმIII, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №403 – სსმIII, №172,31.12.2010წ., მუხ.2476

32. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

33. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №304 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

34. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №330 – ვებგვერდი, 30.08.2011წ.

35. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

36. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 28.09.2011წ.

37. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

38. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 08.11.2011წ.

39. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

40. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.

41. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.

42. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

43. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №130 - ვებგვერდი, 11.04.2012წ.

44. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

45. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

46. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

47. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

48. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №94 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.

49. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 მაისის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 14.05.2013წ.

50. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

დებულება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა (შემდგომში ‑ ლიცენზიის გამცემი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში ‑ სააგენტო), ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში ‑ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 – სსმIII, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 2​1 . წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

ბ) ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგან ის მერქნიანი მცენარეებით (ხეების ან/და ბუჩქნარის ერთობლიობა), ხეებითა და ბუჩქებით დაფარული ფართობები: თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის, უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის, ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირებიდან 300 მეტრამდე სიგანის ტერიტორიებზე (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);

გ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;

დ) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“დაცული მერქნიანი მცენარეები;

ე) 20​0ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქანებით დაფარული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით დაფარულ ფერდობებზე წიაღით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინროგეოლოგიური დასკვნის შესაბამისად აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;

ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰაზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი (გარდა ბუჩქნარისა) აღემატება 50 მ​3ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევრებით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 – სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №329 – სსმIII, №146, 10.11.2010წ., მუხ.2069

 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №403 – სსმIII, №172,31.12.2010წ., მუხ.2476

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ან/და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიშვება მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების 3​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდ www.eauction.ge-ს მეშვეობით:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას არ საჭიროებს პირის მიერ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის.

3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემის ადმინისტრაციული აქტით.

4. ამ მუხლის მე3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.

6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტსა და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

6​1. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში, რომლის მარაგების თაობაზე სააგენტოს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) სალიცენზიო ობიექტის და სამთო მინაკუთვნის კონტურის სავარაუდო X და Y კოორდინატებისა და ფართობის მონაცემებს;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.

6​2. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვებისათვის ლიცენზია გაიცემა იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სააგენტოში, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ სააგენტოში დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა.

6​3. (ამოღებულია).

6​4. (ამოღებულია).

6​5. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

7​1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით მიმართოს სააგენტოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (სამთო და მიწის მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​2. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ, ლიცენზიის გამცემი უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადებას. ამასთან, თუ ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, იგი ასევე უფლებამოსილია გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების მიზნით მიმართოს სააგენტოს. გეოსაინფორმაციო პაკეტი მოიცავს: განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღის შესწავლა-მოპოვებისათვის ოპტიმალური ტერიტორიის მონახაზს (გეოლოგიური მინაკუთვნი); შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას, ხოლო P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორებიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ასევე სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო პაკეტს (რომელიც ასევე შეიცავს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით).

7​3. ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების დადგენილი წესით წარდგენის შემდგომ სააგენტო ამზადებს ტოპოგრაფიულ რუკას, რომელზეც დატანილი იქნება სალიცენზიო ობიექტისა და სამთო მინაკუთვნის კონტურის X და Y კოორდინატები და ფართობი.

8. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

8​1. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​1 . (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

11​2 . (ამოღებულია).

12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლიცენზიის გამცემმა შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

14. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. ლიცენზიის გამცემი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.

16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკურმა პირმა – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

18. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში.

19​1.​ (ამოღებულია – 21.06.2013, №160 ).

20. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით სალიცენზიო მოწმობის) გაცემის წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

22. მდინარეებზე არსებული ქვიშახრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სააგენტოში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №235 – სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1778

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 – სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №159 – სსმIII, №71, 18.06.2010წ., მუხ.1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №174 – სსმIII, №80, 06.07.2010წ., მუხ.1168

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №308 – სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1945

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №356 – სსმIII, №155, 29.11.2010წ., მუხ.2194

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 17 .02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №1 30 - ვებგვერდი, 1 1.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

მუხლი 3​1.​ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის ‑ სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების), ლიცენზია, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღების მიზნით სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის მიღების შესახებ:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ა.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ა.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ა.გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის მიღებით დაინტერესების შემთხვევაში:

ბ.ა) მონაცემები მოსაპოვებელი რესურსის სავარაუდო სახეობის, სავარაუდო ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

5. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის სააგენტო ადგენს:

ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ფასი არ იქნება დადგენილი.

7. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაფიქსირებული ლიცენზიის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

8. (ამოღებულია – 21.06.2013, №160).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №1 30 - ვებგვერდი, 1 1.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 4​1. სამთო, გეოლოგიური და მიწის მინაკუთვნის დაწესება

1. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობაში, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს. წიაღით სარგებლობის ობიექტებს უწესდებათ შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნი. გადაწყვეტილებას წიაღით სარგებლობის ობიექტისათვის შესაბამისად სამთო, გეოლოგიური ან მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით იღებს ლიცენზიის გამცემი.

2. დაწესებული მიწის მინაკუთვნი სააგენტოს მიერ შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებული წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ლიცენზიის გამცემის მიმართვისა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 – სსმIII, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

     მუხლი 6. საწყისი ფასი

1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო.

2. სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დადგენილი ფასისგან განსხვავებული ფასის განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 6​1. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ლიცენზიის მოქმედების ვადას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სარგებლობის ლიცენზიის ყველაზე ოპტიმალური ფასით გაცემის მიზნით, ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე, განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით.

3. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე, მხარეთა (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით, შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) (ამოღებულია – 08.12.2011, №465);

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხეტყის მოჭრამდე ხეტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადაბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიის მერქნული რესურსისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის ხუთმაგი ოდენობა;

დ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ლიცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემსა და ლიცენზიის მფლობელს შორის სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც ქვეყნდება აუქციონის გამართვის შესახებ განცხადებაში;

ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს საქმიანობის შესახებ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერას და ტექნოლოგიურ სქემას) სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდეგ;

ვ) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნა გაცემულია პირობით, აღნიშნული პირობა არის ლიცენზიანტის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიაატის მიერ;

ზ) ამ დებულების მე3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გამცემის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გასხვისება/გადაცემა;

თ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ, მაგრამ არაუმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებით არაუმეტეს 5 წლამდე ვადის დადგენის თაობაზე. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

თ​1) სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად, დამატებითი ვადის განსაზღვრისას, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის შემცირების თაობაზე;

ი) მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიატი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე;

კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მარაგების დამტკიცების თაობაზე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმების დღიდან და გადახდისას გამოიყენება „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №11/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე11 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული წესი;

ლ) ამ დებულების მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ, შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ან 7​3 მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ;

მ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით;

ნ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

1​1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.

1​2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების შემთხვევაში დამატებითი სალიცენზიო პირობებია:

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება განახორციელოს ამ პუნქტით დადგენილი წესით დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;

დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰ ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;

ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის ან ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №90 – სსმIII, №33, 31.03.2010წ., მუხ.532

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 – სსმIII, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7​1. ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა

1. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გამცემს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე17 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს აღნიშნული და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;

გ) (ამოღებულია – 25.06.2012, №225).

1​1. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

1​2. მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიაში ცვლილება შეტანილი უნდა იქნეს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ დებულების მე7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

1​3. ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას და იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური, წლიური მინიმალური ან/და მაქსიმალური მოცულობის ან ყოველდღიური (დღეღამური) ან სხვაგვარი მოცულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის საჭიროებას, ან ლიცენზიის მფლობელისთვის წარმოშობს სალიცენზიო პირობით დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის  ან/და მარაგების დამტკიცების ვადებში ცვლილების შეტანის საჭიროებას (ასეთი ცვლილებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას), ლიცენზიის გამცემის მიერ, საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის გამცემის მიერ საჭიროებისას გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას.

4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაძლებელია შეიცვალოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების უფლებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციით და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თანდართული მასალებით და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხს განსახილველად წარუდგენს სამინისტროს. სამინისტროს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში და გასცემს ახალ სალიცენზიო მოწმობას, ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას, ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში.

7. სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ერთად განახორციელოს წიაღის შესწავლა. ლიცენზიის მფლობელი შესწავლის შედეგად გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესწავლის მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას.

9. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სტადიაზე, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის გაზრდა სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების ფარგლებში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 – სსმIII, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 – სსმIII, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №207 – სსმIII, №152, 17.10.2008წ., მუხ.1507

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 – სსმIII, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 – სსმIII, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №330 – ვებგვერდი, 30.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №371 – ვებგვერდი, 28.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №386 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება № 9 4 – ვებგვერდი, 29 .04.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7 ​2 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 – სსმIII, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 – სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 – სსმIII, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

    მუხლი 7​3. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;

გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;

დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 დღეში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში ახალი სალიცენზიო მოწმობა არ გაიცემა).

3​1. მე-3 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელის მიერ მარაგების დამტკიცებამდე ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებელი (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს რჩება) და ლიცენზიის ნაწილის მიმღები (ლიცენზიის იმ ნაწილის ფარგლებში, რომელიც ამ უკანასკნელს გადაეცემა) ვალდებულნი არიან მარაგების დამტკიცების შემდეგ გადაიხადონ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამს გამოკლებული M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა, თუ M კოეფიციენტის გამოანგარიშების შედეგად მიღებული თანხა ნაკლებია ამავე პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამზე. M კოეფიციენტი გამოიანგარიშება ფორმულით - M =A/B x C, სადაც:

 ა) A - არის ლიცენზიის გაცემისას აუქციონზე შემოთავაზებული ბოლო ფასი;

 ბ) B - არის აუქციონზე გატანილი სალიცენზიო ფართობი;

 გ) C - არის ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შედეგად ლიცენზიის ნაწილის გამსხვისებლისთვის ან ლიცენზიის ნაწილის მიმღებისათვის განკუთვნილი სალიცენზიო ფართობი.

4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 – სსმIII, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

    მუხლი 7​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და/ან მდინარეთა რეგულირების მიზნით, მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიაზე მოიპოვებს საშენ მასალებს. 

1​1. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საშენი მასალების სხვა ტერიტორიაზე (სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ფარგლებს გარეთ) მოპოვებაზე ლიცენზიისგან განთავისუფლების საკითხზე, სამინისტროს შუამდგომლობით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

1​2. ამ მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებული პირის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

2. ლიცენზიისაგან განთავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვისა.

2​1. პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, ვალდებულია გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის შესაბამისი ფორმულით ერთ წელზე დაანგარიშებული თანხის ოდენობის ტოლფასი თანხა. ამასთან, სამინისტროს შუამდგომლობითა და  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.

3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საშენი მასალების მოპოვების თაობაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

4. ღვარცოფებისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, რაც განპირობებულია მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, სამინისტრო უფლებამოსილია, სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება, გარკვეული ვადით, გაათავისუფლოს ლიცენზირებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 – სსმIII, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №180 – სსმIII, №130, 04.09.2008წ., მუხ.1309

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №213 – სსმIII, №143, 20.11.2009წ., მუხ.1660

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №304 – ვებგვერდი, 09.08.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №350– ვებგვერდი,15.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №414 – ვებგვერდი, 08.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7​5. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

1​1.  „ლიცენზიებისა  და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევის არსებობისას, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

1​2.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

2. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

3. (ამოღებულია – 08.12.2011, №465).

4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე ლიცენზიის გამცემთან არ წარუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ლიცენზიის მაძიებელს ასეთი ვალდებულება გააჩნდა ლიცენზიის მიღებისას), და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ლიცენზიის გაცემის მომენტამდე ტერიტორია იმყოფება კერძო საკუთრებაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

5. ამ დებულების მე-3 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელმა წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელზეც სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიანტი დაარღვევს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” – „ლ” ქვეპუნქტებითა და 7​3 მუხლის 3​1 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე.

7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97 – სსმIII, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128 – სსმIII, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №169 – სსმIII, №114, 18.09.2009წ., მუხ.1292

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 ივნისის დადგენილება №15 9 – სსმIII, № 71 , 18 .06.2010წ., მუხ. 1032

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №344 – სსმIII, №148, 12.11.2010წ., მუხ.2104

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 04.10.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება № 31 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 7 ​6 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 – სსმIII, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

    მუხლი 7​7. შუამდგომლობის მოთხოვნის განცხადების განხილვის ვადა

სამინისტრო, ლიცენზიის მფლობელის მოტივირებულ განცხადებას ამ დადგენილების 3​1 მუხლის მე-6, მე-6 მუხლის მე-2, 7​1 მუხლის მე-7 და მე-10, 7​4 მუხლის 1​1 და 2​1 პუნქტებით გათვალისწინებული შუამდგომლობის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების თაობაზე, იხილავს და ლიცენზიის მფლობელს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას (განცხადების დაკმაყოფილების ან  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ)  აცნობებს განცხადების რეგისტრაციიდან  30 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

1​1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 7​3 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ სააგენტო.

2​1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს სააგენტო ამ დებულების შესაბამისად.

3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმა მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც,  ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროებთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.

5​1. ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემისთვის წარდგენილი ანგარიში, აგრეთვე, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა დამტკიცებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

5​2. სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემიდან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება:

ა) ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში - ლიცენზიის გაცემის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი, სალიცენზიო მოწმობის ასლი, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონული ვერსია, ტოპოგრაფიული რუკა (კოორდინატების ჩვენებით) და მისი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი);

ბ) ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემის შემთხვევაში - ლიცენზიის გადაცემის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი და ამ დებულების 7​3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები, თითო ეგზემპლარად;

გ) ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში - ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი.

6.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემიდან, ლიცენზიის გადაცემიდან ან ლიცენზიის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეგზავნება ამ მუხლის 5​2​ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 – სსმIII, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 – სსმIII, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №188 – სსმIII, №133, 09.09.2008წ., მუხ.1331

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №197 – სსმIII, №135, 02.11.2009წ., მუხ.1543

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №465 – ვებგვერდი, 12.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 მაისის დადგენილება №108 – ვებგვერდი, 14.05.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №160 – ვებგვერდი, 25.06.2013წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-50/