1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება:
ა) (ამოღებულია – 19.04.2011, №4547);
ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით;
გ) თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;
გ1) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით;
დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით);
ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;
ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;
ვ1) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;
ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.
თ) ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით.
11. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4547 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის
11 დეკემბრის კანონი №2874
- ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2014 წლის
12 დეკემბრის კანონი №2949
- ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის კანონი
№5445
- ვებგვერდი, 29.06.2016წ
.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის
კანონი №1378 - ვებგვერდი, 17.11.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5075 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2882 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1477 – ვებგვერდი, 01.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 12-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1477
- 16.05.2023 კანონი №2882
- 14.07.2020 კანონი №6817
- 12.06.2020 კანონი №6343
- 16.10.2019 კანონი №5129
- 02.10.2019 კანონი №5075
- 15.11.2017 კანონი №1378
- 30.06.2017 კანონი №1182
- 22.06.2016 კანონი №5445
- 12.12.2014 კანონი №2949
- 11.12.2014 კანონი №2874
- 19.04.2011 კანონი №4547
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 185. დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა 1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება: ა) (ამოღებულია – 19.04.2011, №4547); ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით; გ) თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით; გ1) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით; დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით); ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით; ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით; ვ1) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით; ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით. თ) ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით. 11. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა. .
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-781(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.04.2023
აღნიშნული პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 185.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრებოდა მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება