1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;
გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;
დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;
დ1 (ამოღებულია - 12.06.2020, №6343);
ე) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი;
ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.
2. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2014 წლის
11 დეკემბრის კანონი №2874
- ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22
ივნისის კანონი
№5445
- ვებგვერდი, 29.06.2016წ
.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5129 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6343 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4022
- 12.06.2020 კანონი №6343
- 16.10.2019 კანონი №5129
- 30.06.2017 კანონი №1182
- 22.06.2016 კანონი №5445
- 11.12.2014 კანონი №2874
- 20.12.2011 კანონი №5556
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-171(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამიჯნა ერთმანეთისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 და 184-ე მუხლებში გამოყენებული ტერმინი - მიწოდება, კერძოდ, 184-ე მუხლის მიხედვით, ოპერაცია აქციზით დაბეგვრას ექვემდებარება, როდესაც ხორციელდება ბუნებრივი აიროვანი…
- საქმე №330310018002508405 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე და 188-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირი დაექვემდებარა აქციზის გადასახადით დაბეგვრას (ს.ფ.
- საქმე №330310018002508405 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.02.2019
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე და 188-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირი დაექვემდებარა აქციზის გადასახადით დაბეგვრას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება