საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 478 მითითება 59 მუხლზე , ასევე 3 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 17 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება — 126 გადაწყვეტილება

    …სახელმწიფო პენსია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, 12.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე,…
    საქმე №ბს-219(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
  2. მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა — 62 გადაწყვეტილება

    საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის N227 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი იუსტიციის…
    საქმე №ბს-289(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
  3. მუხლი 3. უფლებაუნარიანობა — 50 გადაწყვეტილება

    …პუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი. კანონის მე-3 მუხლით დადგინდა, რომ ეს კანონი ამოქმედებულიყო 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
    საქმე №ბს-970(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
  4. მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა — 35 გადაწყვეტილება

    …დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის...ის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან სსიპ საქართველოს პარლამენტის...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაევალა სსიპ…
    საქმე №ბს-1172(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
  5. მუხლი 4. სტრუქტურა — 28 გადაწყვეტილება

    2025 წლის 6 თებერვალს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2025 წლის 10 მარტიდან) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო…
    საქმე №ბს-1324(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
  6. მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი — 19 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
    საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
  7. მუხლი 9. საქმიანობა — 13 გადაწყვეტილება

    …სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის (საქმიანობა) პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.
  8. მუხლი 12. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას — 9 გადაწყვეტილება

    …ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის…
    საქმე №ას-1167-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
  9. მუხლი 13. დაფინანსება — 6 გადაწყვეტილება

    მიმდინარე წელს, ცენტრმა,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სსიპ,,აღსრულების ეროვნული ბიუროსგან’’ მიიღო 318 000 ლარი, რომელიც სრულად დახარჯა შესაბამისი მიზნობრიობით (ოფისის რემონტი, ავეჯის შესყიდვა).
  10. მუხლი 7. ქონება — 4 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის კანონიერი გადაწყვეტისათვის, რადგან თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაშინ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, კერძოდ, ამ კანონის მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-18 მუხლები. საყურადღებოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ამასთან, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა საჯარო სამართლის იურიდიული პირს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებული ორგანოს თანხმობით შეუძლია.
  11. მუხლი 16. საქმიანობის შეწყვეტის აქტი — 4 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ აპელანტთა (მოსარჩელეები) მიერ სადავო აქტების არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემულად მიჩნევის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დანაწესი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე.
    საქმე №ბს-970(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
  12. მუხლი 17. ლიკვიდაცია — 4 გადაწყვეტილება

    …მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის №470 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე“ დადგენილების 1.1 მუხლით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი).
    საქმე №ბს-1091(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2026
  13. მუხლი 6. წესდების (დებულების) შინაარსი — 3 გადაწყვეტილება

    …„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები, 2011 წლის 16 თებერვლის №85 მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლის „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტი, მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც უნდა გამოყენებინა და…
  14. მუხლი 15. საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები — 2 გადაწყვეტილება

    მოსარჩელეთა მტკიცებით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტდა არსებობას დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში.
  15. მუხლი 18. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება — 2 გადაწყვეტილება

    …კვლევის ცენტრი დაფუძნებული იყო აჭარის ა/რ მთავრობის არა 02.09.04წ. ¹24, არამედ 05.07.05წ. ¹67 დადგენილებით, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის ნორმატიული აქტით არ გაუქმებულა. “აჭარის ა.რ. ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ა.რ. კანონის მე-18 მუხლის,,ა" ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან.
  16. მუხლი 8. წევრების უფლებამოსილება — 1 გადაწყვეტილება

    ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით და ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი.
    საქმე №ბს-107(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
  17. მუხლი 19. კანონის მოქმედება დროში — 1 გადაწყვეტილება

    კანონის მე-18 მუხლის,,ა" ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან.