გადაწყვეტილება №20725/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20725/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20725/2/2023).
დავის საგანი:
დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21-11/53377 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის საქონლით ვაჭრობა/დისტრიბუცია.
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის საქონლით ვაჭრობა/დისტრიბუცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21- 11/53377 გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახვა არ განხორციელდა ხანდაზმულობის გამო.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21- 11/53377 გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახვა არ განხორციელდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 61-ე, მე-4 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას ჰყავს მრავალი კონტრაქტორი, რომლებზეც საქონელი იყიდება გარკვეული პირობებით. ერთ-ერთ ასეთ კონტრაჰენტს წარმოადგენს შპს „----------“, რომელსაც შპს „----------“ პროდუქციას აწვდიდა კონსიგნაციის წესით, შემდგომი გადახდის პირობით. სავაჭრო ურთიერთობების არსებობის პერიოდში რასაკვირველია ფორმდებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ისეთები როგორიცაა სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, ხორციელდებოდა ჩათვლის ოპერაციებიც. 2019 წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „----------“ მიერ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (1. ეა----------; 2. ეა----------; 3. ეა----------; 4. ეა----------; 5. ეა----------) არ იქნა დადასტურებული შპს „----------“ მხრიდან, ვინაიდან მომჩივანი არ ეთანხმებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა(ებ)ში მითითებული დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას. მიუხედავად აღნიშნულისა, პროდუქციის მიწოდება ხორციელდებოდა რა კონსიგნაციის წესით, აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული როგორც მომსახურების, ასევე დღგ-ის თანხა შპს „----------“ მიერ დაკავებული და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა შპს „----------“ გადასახდელი პროდუქციის ღირებულების თანხიდან.
აღნიშნული სადავო საკითხი ვერ მოგვარდა რა მხარეთა შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით, დავა სხვა სადავო და გაურკვეველ საკითხებთან ერთად გადავიდა სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა გაგრძელდა დაახლოებით 3 წელი. დავა დასრულდა მორიგებით. მორიგების პირობა შეეხო რა 2019 წელს შესრულებულ ოპერაციებსაც, საჭირო გახდა დეკლარაციების დაზუსტება, გამოიწერა ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წინა, სადავო პერიოდებზე. შპს „----------“ შპს „----------“ მიერ 2023 წლის თებერვალში 2019 წლის პერიოდზე ხელახლა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (1. ეა----------; 2. ეა----------; 3. ეა----------; 4. ეა----------; 5. ეა----------) დაადასტურა და შესაბამისად, 2023 წლის 28 ივნისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია შპს „----------“ პირად ბარათზე ასახვის მიზნით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონით დადგენილ ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარუდგენლობა და შესაბამისად, 2023 წლის 28 ივნისს მისი წარდგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს „----------“ არ ეთანხმებოდა დასაბეგრ ოპერაციას და შედეგად არ ადასტურებდა დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს). შპს „----------“ 2019 წლიდან წარმოშობილი დავა მიწოდებული საქონლის და გასაწევი მარკეტინგული მომსახურების საფასურის ოდენობასთან და მის გადახდასთან დაკავშირებით გაგრძელდა წლები და მხარეთა მორიგებით დასრულდა. სწორედ აღნიშნული დავა გახდა მიზეზი იმისა, რომ შპს „----------“ კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა 2019 წლის დეკლარაციის დაზუსტება და პირველივე შესაძლებლობისთანავე, როდესაც მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მოახდინა მათი დადასტურება და უზრუნველყო 2019 წლის დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „----------“ ხსენებულ ოპერაციაზე დღგ გადახდილი აქვს ბიუჯეტში შპს „----------“ კუთვნილი თანხიდან და შპს „----------“ სწორედ მის ჩათვლას ითხოვს.
მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №53377-21-11-2-202306301625 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა 2019 წლის პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციის პირად აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე იმის გამო, რომ 2019 წელი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ამ პერიოდის დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა შეუძლებელია.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახდო კოდექსის 41-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, მე-3, მე-4, მე-2, 130-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შპს „----------“ მოთხოვნა წარმოეშვა 2019 წლისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული შპს „----------“ და შპს „----------“ შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომელიც დაიწყო 2020 წელს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შპს „----------“ მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციაში მითითებული პერიოდი არ იყო ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა კანონის მოთხოვნები, კერძოდ კი ის გარემოება, რომ სარჩელის შეტანით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან.
აღნიშნული საკითხის გარშემო ასევე მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის ფაქტი, კერძოდ კი ის, რომ შპს „----------“ აღიარა რა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხა მის ერთობლივ შემოსავალში და ვადაში წარადგინა რა დღგ-ის საგადასახადო დეკლარაცია, სადავო ანგარიშფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხა ჩამოჭრა შპს „----------“ გადასახდელი პროდუქციის ღირებულებიდან და ფაქტიურად შპს „----------“ კუთვნილი თანხა მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში.
მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საინტერესოა თუ რატომ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა სამოქალაქო კოდექსის ნორმების იგნორირება, რომელნიც არეგულირებენ ხანდაზმულობის ვადებს (ვადის დინების შეწყვეტა, შეჩერება და ა.შ.); საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საგადასახადო კოდექსი - ორივე წარმოადგენს საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
სამოქალაქო კოდექსის 1519-ე მუხლის, რომელიც ეხება ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფას, თანახმად სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სხვა სამართლებრივ აქტში.
შემოსავლების სამსახური, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ვალდებული იყო გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ხოლო თუ არ იყენებდა მათ, სულ მცირე მათი გამოუყენებლობის მიზეზები და არგუმენტები უნდა მიეთითებინა მის მიერ მიღებულ ბრძანებაში.
საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, დაშვებულია უზუსტობები, რამაც გამოიწვია მათი მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევა.
სადავო გადაწყვეტილებით საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გადამხდელის მიმართ მოქმედებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანება სრულიად დაუსაბუთებელია, საგადასახდო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია და რადგანაც გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, არის სრულიად საფუძვლიანი, აკმაყოფილებს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ პირობებს და რადგანაც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია განხორციელებული დასაბეგრი და ჩასათვლელი ოპერაცია და დღგის გადახდილი თანხა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა საქართველოში, მომჩივანი სარგებლობს საგადასახადო კანონმდებლობით მონიჭებული უფლებებით და ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანება და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №53377-21-11-2-202306301625 გადაწყვეტილება და აისახოს გადამხდელის პირად ბარათზე საწარმოს მიერ წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რასაც შედეგად მოჰყვება გადახდილი დღგ-ის თანხის ზედმეტად გადახდილი თანხის სახით ასახვა პირად ბარათზე და გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 28 ივნისს წარადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს უარი ეთქვა დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს საწარმოს წარმომადგენლის მონაწილეობით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 274,