ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 419 მითითება 64 მუხლზე , ასევე 11 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 50 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 3. გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: — 68 გადაწყვეტილება, 7 საგადასახადო დავა

    …პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (1-ლი მუხლი). მითითებული კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    საქმე №ბს-51(3კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
  2. მუხლი 19. 1. სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით — 45 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-5, მე-19 მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის…
    საქმე №ბს-17(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
  3. მუხლი 21. სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცე — 44 გადაწყვეტილება

    …სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. 10. ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აწესრიგებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
    საქმე №ბს-832(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
  4. მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: — 27 გადაწყვეტილება

    …რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების ჩამონათვალშია - მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების…
    საქმე №ბს-1137(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  5. მუხლი 5. საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიც — 25 გადაწყვეტილება

    …სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით…
    საქმე №ბს-216(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2026
  6. მუხლი 43. 1. ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან: — 15 გადაწყვეტილება

    …მიერ განმახორციელებელთან წარდგენილ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში - „კალკულაციაში“ დაფიქსირებულია Ro, სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დასკვნა ისტორიაში არ არის მითითებული. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულნი არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში.
  7. მუხლი 15. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რო — 11 გადაწყვეტილება

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-2 თავის.
    საქმე №ბს-132(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
  8. მუხლი 28. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლე — 9 გადაწყვეტილება

    …რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად“ ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 13. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე…
    საქმე №2კ-1335აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
  9. მუხლი 103. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისათვის ან სიკვდილისათვის, ან პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური — 9 გადაწყვეტილება

    …მოთხოვნილ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მიუთითებს, რომლის მიხედვითაც განცდილი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის საკომპენსაციოდ 100 000 ლარი მოითხოვა და დაუკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით. 37. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლი მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური…
    საქმე №ას-228-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
  10. მუხლი 16. 1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია: — 8 გადაწყვეტილება

    …მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიურად შეადგენდა 0.86 ლარს (860 ლარის 0.1%), 2014 წლის 2 მაისიდან სარჩელის შეტანამდე, 2015 წლის 9 თებერვლამდე კი _ 243.38 ლარს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და #177 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში მოპასუხე კომპანიაში დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა უკვე განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ.
    საქმე №ას-170-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2019
  11. მუხლი 33. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების — 8 გადაწყვეტილება

    …სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.
    საქმე №ბს-51(3კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
  12. მუხლი 154. 1. სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალს 2001 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე. ცალკეული სპეცი — 7 გადაწყვეტილება

    ჩ-ს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე.
    საქმე №ას-266-596-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2007
  13. მუხლი 13. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში. სამედიცინო დახმარება გაიწევა ამ — 6 გადაწყვეტილება

    ხსენებული წესის მე-13, მე-14 მუხლებში მითითებულია თანხმობის მონაცემები, ფორმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტ ლ. მ-ის მიერ ოპერაციულ მკურნალობაზე თანხმობა იყო დოკუმენტურად დადასტურებული, თუმცა ფორმა არ პასუხობდა მინისტრის 19.03.09წ.
  14. მუხლი 89. სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა შორის და — 6 გადაწყვეტილება

    …(სუსგ №ბს-228(კ-21), 26.01.2023წ.). „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მითითებული კანონის 89-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშესაწყობად.
    საქმე №ბს-920(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
  15. მუხლი 12. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო — 5 გადაწყვეტილება

    …რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა“, რაც არ განხორციელებულა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების მიერ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის…
    საქმე №ბს-446(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
  16. მუხლი 27. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვი — 5 გადაწყვეტილება

    კასატორის განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.
    საქმე №ბს-329(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
  17. მუხლი 143. 1. ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: — 5 გადაწყვეტილება

    სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან…
    საქმე №ას-1162-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2021
  18. მუხლი 8. 1. სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევ — 4 გადაწყვეტილება

    ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა…
    საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
  19. მუხლი 38. 1. ექიმი ვალდებულია აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ: — 4 გადაწყვეტილება

    საქალაქო სასამართლომ მიუთითა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 38-ე და 53-ე მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტი - გ.ბ-ე წარმოადგენდა სამედიცინო შემთხვევების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სუბიექტს.
    საქმე №ბს-335(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
  20. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ა — 3 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3, მე-5, მე-7,…
    საქმე №ბს-469(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2025
  21. მუხლი 9. პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე, უფლება აქვს უარი თქვას სამეცნიერო კვლ — 3 გადაწყვეტილება

    …აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა), მე-9 მუხლს (პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა..)…
    საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
  22. მუხლი 23. 1. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან — 3 გადაწყვეტილება

    „სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად“ ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 13. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი…
    საქმე №2კ-1335აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2024
  23. მუხლი 24. 1. სერტიფიცირება არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდ — 3 გადაწყვეტილება

    ამასთან, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 24-ე მუხლი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას განსაზღვრული პერიოდულობით ითვალისწინებს.
    საქმე №ას-266-596-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2007
  24. მუხლი 41. ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საექიმო — 3 გადაწყვეტილება

    ხოლო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 41- ე მუხლის საფუძველზე ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
    საქმე №ას-688-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
  25. მუხლი 54. 1. სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (ლიცენზიას ან/და ნებართვას) გასცემს სამინისტრო — 3 გადაწყვეტილება

    საავადმყოფოს” გარკვეული სამედიცინო დარგების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებისათვის ასევე არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რადგანაც ასეთი ლიცენზიის გაცემის უფლება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლით გააჩნია მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
  26. მუხლი 59. 1. სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად — 3 გადაწყვეტილება

    უფრო მეტიც, კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების შესაბამისად.
  27. მუხლი 76. განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადების არსებობაზე დასაბუთებული ეჭვის დასადასტურებლად მოქალაქეთა შემოწმების საჭიროებისას ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან ჩაიტარონ ყველა სათანადო გამოკვლევა; გამოკვლე — 3 გადაწყვეტილება

    …მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა), მე-9 მუხლს (პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა..) მე-11 მუხლს (მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო…
    საქმე №ას-605-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
  28. მუხლი 6. 1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივ — 2 გადაწყვეტილება

    მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის…
    საქმე №2კ-900აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2021
  29. მუხლი 10. ყველა ქმედუნარიან პირს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკ — 2 გადაწყვეტილება

    …მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. პაციენტთა დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრი-ი საფუძვლები ასევე მოწესრიგებულია „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრი-ი და არაქონებრი-ი ზიანისა, რომელიც გამოწვეულია ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით, ა.ბ)მცდარი სამედიცინო ქმედებით;
  30. მუხლი 11. მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის სამედიცინო ჩარევის ჩატარება, სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში მისი ჩართვა დასაშვებია მხოლოდ პა — 2 გადაწყვეტილება

    პალატამ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის…
    საქმე №ას-970-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
  31. მუხლი 26. სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად — 2 გადაწყვეტილება

    …შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო…
  32. მუხლი 29. 1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც განათლება ან დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება საზღვარგარეთ მიიღო, საქართველოში საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ — 2 გადაწყვეტილება

    ეს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის…
  33. მუხლი 32. 1. სამინისტრო განსაზღვრავს: — 2 გადაწყვეტილება

    მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის გამო, სახეზე იყო ვითარება, რაც კლინიკას უქმნიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.2 მუხლის შესაბამისად მოქმედების წინაპირობას. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სჭირდება გადაუდებელი…
    საქმე №ბს-63(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
  34. მუხლი 45. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია შესაბამის დაწესებულებებს დადგენილი წესით გადასცეს ინფორმაცია: — 2 გადაწყვეტილება

    მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის №-- ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთა და…
    საქმე №2კ-900აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2021
  35. მუხლი 53. 1. სამედიცინო დაწესებულება არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. სამედიცინო დაწესებულე — 2 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    საქალაქო სასამართლომ მიუთითა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 38-ე და 53-ე მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტი - გ.ბ-ე წარმოადგენდა სამედიცინო შემთხვევების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების სუბიექტს.
    საქმე №ბს-335(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
  36. მუხლი 70. 1. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო — 2 გადაწყვეტილება

    ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა [ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1 მუხლი ]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს.
    საქმე №ას-148-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
  37. მუხლი 139. 1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა — 2 გადაწყვეტილება

    ამასთან, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიით (ექოსკოპიის დასკვნა) დასტურდება, რომ პაციენტი იყო 22 კვირაზე მეტი ორსული, როდესაც მოხდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლისა და „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის,…
    საქმე №ბს-15-15(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
  38. მუხლი 7. საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე, მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამ კანონის 41-ე — 1 გადაწყვეტილება

    …გაწევის აუცილებელი პირობა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 22.1 მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, მე-7, მე-8, 41-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.03.09წ. №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ 2.9 მუხლის თანახმად, სამედიცინო ჩარევის აუცილებელი და გარდაუვალი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.
  39. მუხლი 20. 1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მართებულობას, სიზუსტეს, დროულობას და საჯაროობას კანონმდებლობის შესაბამისად — 1 გადაწყვეტილება

    …კი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
  40. მუხლი 30. 1. სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრ — 1 გადაწყვეტილება

    …არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და…
    საქმე №ბს-1526(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2019
  41. მუხლი 31. იმ სამედიცინო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღება დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით, ერთობლივად შეიმუშავებენ სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინი — 1 გადაწყვეტილება

    საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, 31-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
  42. მუხლი 42. მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვ — 1 გადაწყვეტილება

    …დაცვის რეჟიმში გადაზრდას, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მიმართვა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის კანონიერების შემოწმების შესახებ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის თანახმად, მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი მოვალეა დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლოება.
    საქმე №ბს-962(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
  43. მუხლი 44. ექიმი ვალდებულია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, რ — 1 გადაწყვეტილება

    …რაც დაადასტურებდა, რომ სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა იქ მყოფი პაციენტის დისკრიმინაციას სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ასევე მ.------–--ის ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს სადაც აღნიშნულია, „ექიმი ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო.
  44. მუხლი 56. სამედიცინო დაწესებულების მიერ ისეთი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ლიცენზიის ან /და ნებართვის მიღებას, არ შეიძლება განხორციელდეს სათანადო ლიცენზ — 1 გადაწყვეტილება

    სადავო პერიოდში მოქმედი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს ეკრძალებოდა სამედიცინო საქმიანობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო…
  45. მუხლი 74. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, — 1 გადაწყვეტილება

    …კერძოდ, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონი, რომელიც ქმნის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სუბიექტთა საქმიანობისა და ამ სფეროში მართლზომიერი პრაქტიკის სახელმწიფო გარანტიების სამართლებრივ საფუძვლებს. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 74-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გადამდებ და განსაკუთრებით გავრცელებულ დაავადებათა ნუსხას, შეიმუშავებს მათი ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფართომასშტაბიან პროგრამებს.
  46. მუხლი 80. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებას. ამ საქმიანობას სახელმწიფო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზანია ფიზ — 1 გადაწყვეტილება

    …სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება. ამავე კანონის მე-80 მუხლის თანახმად სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას მონაცემების გამორჩენის ან არასრულად მითითების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია შეიტანოს დამატება ამ აქტის ჩანაწერში.
  47. მუხლი 96. საამისოდ უფლებამოსილ სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში საექიმო, ფარმაცევტულ, საექთნო და სხვა სამედიცინო სპეციალობებზე სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების ფორმით, სახელმწი — 1 გადაწყვეტილება

    გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით; დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მიხედვით საამისოდ უფლებამოსილ სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებში საექიმო, ფარმაცევტულ, საექთნო და სხვა სამედიცინო სპეციალობებზე სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლების ფორმით, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად;
    საქმე №ას-808-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
  48. მუხლი 104. პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მარ — 1 გადაწყვეტილება

    …საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.“ ამავე კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, „მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ დასახელებული კანონის 104-ე მუხლი კი ადგენს პაციენტის/მისი ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის უფლებას, გაასაჩივროს მცდარი სამედიცინო საქმიანობით მისთვის მიყენებული…
    საქმე №ბს-682(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2022
  49. მუხლი 144. ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენი — 1 გადაწყვეტილება

    …თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. ამავე კანონის 144-ე მუხლის შესაბამისად, ხელოვნური განაყოფიერების მიზნით შესაძლებელია გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენება.
  50. მუხლი 145. ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის – სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია: — 1 გადაწყვეტილება

    ჩატარებულ იქნა ქირურგიული სტერილიზაცია, თუმცა, საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 145-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის- სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია: გ) თუ პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამდე გასულია ერთი თვის მოსაფიქრებელი ვადა” (ექიმი: ს.გ–ი);