წყლის შესახებ

წყლის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 240 მითითება 45 მუხლზე , ასევე 1 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 25 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 7. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი — 34 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
    საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
  2. მუხლი 8. წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა — 28 გადაწყვეტილება

    …საკუთრების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა,…
    საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
  3. მუხლი 25. ფიზიკური და იურიდიული პირების მოვალეობა წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებასა და მისი შედეგების ლიკვიდაციაზე — 28 გადაწყვეტილება

    ზემოთ დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    საქმე №ბს-88(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
  4. მუხლი 20. მდინარის წყალდაცვითი ზოლი — 27 გადაწყვეტილება

    …კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
    საქმე №ბს-248(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
  5. მუხლი 19. წყალდაცვითი ზოლი — 20 გადაწყვეტილება

    …გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობით. ხსენებული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
    საქმე №ბს-853(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
  6. მუხლი 6. საქართველოს წყლის სტატუსი — 18 გადაწყვეტილება

    …სამუშაოებზე ვალდებული პირი და უნდა დადგინდეს, მოქმედებდა თუ არა მოსარჩელე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისათვის, რამაც შესაძლოა წარმოშვას მოპასუხის ვალდებულება აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები. 16.2. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის.
    საქმე №ას-1138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
  7. მუხლი 22. წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების მოთხოვნები — 9 გადაწყვეტილება

    …კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. მითითებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, (1) წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით;
    საქმე №ბს-763(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
  8. მუხლი 32. საერთო წყალსარგებლობა — 7 გადაწყვეტილება

    ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო…
    საქმე №ას-1138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
  9. მუხლი 21. სანიტარიული დაცვის ზონები — 5 გადაწყვეტილება

    …აღნიშნული კვლევების შედეგები და არ იყო დადგენილი სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლები, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, „იმ წყლის დაცვის მიზნით, რომელსაც იყენებენ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით…
    საქმე №ბს-66(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2022
  10. მუხლი 14. წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა — 3 გადაწყვეტილება

    …რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. აღნიშნული კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების…
    საქმე №ბს-961(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
  11. მუხლი 2. ტერმინების განმარტებანი — 2 გადაწყვეტილება

    კანონში მითითებული სიტყვა განთავსებულია გულისხმობს სტაციონალურ ნაგებობას, რომელიც მიწის ზედაპირზეა, შესაბამისად იგი არ ვრცელდება მიწისქვეშა წყლის მილებზე. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კომუნიკაციის ობიექტი და კომუნიკაციის ქსელი. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, თანახმად, ობიექტი განმარტებულია, როგორც სტაციონალური ნაგებობა და არა როგორც მილების ქსელი.
    საქმე №ბს-33(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
  12. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა წყლის შესახებ — 2 გადაწყვეტილება

    …93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა განიმარტება, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი…
    საქმე №ბს-570(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2026
  13. მუხლი 5. წყლის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი — 2 გადაწყვეტილება

    …შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შპს „ე...ს“ მიერ მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირობები; კერძოდ, არსებული ღია სივრცეები სრულად არ არის შემოღობილი მოაჯირებით;
    საქმე №ბს-670(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
  14. მუხლი 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა — 2 გადაწყვეტილება

    ზემო ხსენებული კოდექსის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებად მითითებულია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო…
    საქმე №ბს-729(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2025
  15. მუხლი 33. სპეციალური წყალსარგებლობა — 2 გადაწყვეტილება

    ამავე კანონის 32-ე და 33-ე მუხლებში მითითებულია სამართლებრივი მოწესრიგება თითოეული ფორმის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შპს „...ას“ სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს N...
    საქმე №ბს-1523(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
  16. მუხლი 39. წყალმოსარგებლის უფლებები — 2 გადაწყვეტილება

    …თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთნება ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსაცავები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. იმავე კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიწის მესაკუთრეს და მიწით მოსარგებლეს უფლებას ანიჭებს გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული წყლის ობიექტები ლიცენზიის გარეშე მხოლოდ საერთო წყალსარგებლობის ფორმით, თუ ამით არ ზარალდებიან სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები და არ არის მოსალოდნელი წყლის მახასიათებლების არასასურველი ცვლილება.
  17. მუხლი 41. წყალმოსარგებლის ვალდებულებანი — 2 გადაწყვეტილება

    კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს მის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებით დასუფთავებული ე.წ. კ.ტ–ის წყალმოსარგებლეს. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმოსარგებლე ვალდებულია: უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს…
    საქმე №ას-1138-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2023
  18. მუხლი 93. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — 2 გადაწყვეტილება

    თუმცა, ამავე კანონის პირველი მუხლის 46-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლს (ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები) დაემატა „ჰ.ე“ ქვეპუნქტი.
    საქმე №ბს-1523(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
  19. მუხლი 10. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — 1 გადაწყვეტილება

    …წესებსა და სპეციალური წყალსარგებლობისა ან/და წყალმოსარგებლის უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს ორი მოქმედი კანონის - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წყლის შესახებ“ ურთიერთშეჯერების საფუძველზე. „წყლის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:…
  20. მუხლი 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში — 1 გადაწყვეტილება

    …ორგანოების გადაწყვეტილებით“, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მესამე სარტყელი მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური დაბინძურება. „წყლის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „გ“ პუნქტის თანახმად, „წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში მუნიციპალიტეტები…
    საქმე №ბს-66(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2022
  21. მუხლი 26. წყალდიდობის სახეები და მათი შედეგები — 1 გადაწყვეტილება

    …ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით. იმავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
  22. მუხლი 31. წყალსარგებლობის სახეობები — 1 გადაწყვეტილება

    ამასთან, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წყალსარგებლობა ხორციელდება საერთო და სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით.
    საქმე №ბს-1523(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
  23. მუხლი 38. წყალმოსარგებლე — 1 გადაწყვეტილება

    …წყლის მდგომარეობაზე და 2. სპეციალურ წყალსარგებლობას, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე წყლის ობიექტით სარგებლობა ნაგებობათა და ტექნიკურ მოწყობილობათა გამოუყენებლად, თუ ეს გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე. კანონის 38-ე მუხლში საუბარია, ვინ შეიძლება იყოს წყალმოსარგებლე, ხოლო კანონის 39-ე მუხლი ადგენს წყალმოსარგებლის უფლებებს.
  24. მუხლი 53. სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები — 1 გადაწყვეტილება

    …ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე. კანონი ადგენს წყალმოსარგებლის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე სპეციალური წყალსარგებლობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს (39-ე; 41-ე; 53-ე მუხლები). იგივე კანონი ადგენს წყლის დაცვასა და გამოყენებას სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით (74-ე მუხლი).
  25. მუხლი 80. წყლის სახელმწიფო მონიტორინგი (მდგომარეობაზე დაკვირების და ანალიზის სისტემა) — 1 გადაწყვეტილება

    კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 80.4 მუხლის თანახმად, წყლის სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო.