გადაწყვეტილება №25044/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25044/2/2025
05 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 9.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25044/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 763 711,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 452 799
დღგ - 37 419
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 351)
საშემოსავლო გადასახადი - 413 303
ქონების გადასახადი - 2 428
ჯარიმა - 168 070
საურავი - 142 842,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №053-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით:
- საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მითითებული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ნაწილში ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.07.2024 წლის №23050/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით:
- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებიდან, კერძოდ შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია „------ -ის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის (1 ჰექტარ მიწაზე მოყვანილი ტონა სიმინდი) შესახებ 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში“. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში ("-------" მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი დეპარტამენტი (ააიპ "-------" )/"-------") არ ინახება. ასევე გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისთვის. შედეგად შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის კორექტირება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილ იქნა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ სესხის პროცენტები და საკომისიო გადასახადები, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვით ხარჯებში, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ების ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ების შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება;
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო (წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები არ ჩამოსცდა 100 000 ლარიან ზღვარს) ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა;
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები (დამატებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლებში გათვალისწინებას).
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-9, მე16, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლებზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ "-------"-ის რეგიონში გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით. გადამხდელის განმარტებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა "-------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,7 ტონას, 2021 წელს 3,9 ტონას, 2022 წელს 3,2 ტონას, ხოლო 2022 წლის წინასწარი მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,1 ტონას, 2021 წელს 3 ტონას, 2022 წელს 2,1 ტონას.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებში, კერძოდ, "-------" -ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებულ ფორმებში, მოცემულია ინფორმაცია ი/მ "-------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ, ხოლო, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N58174/09/23 დასკვნის მიხედვით ერთი კილოგრამი სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხი წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8694 ბრძანების აღსრულების მიზნით, განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%- იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე, სმფ-ების ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ების შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ჯამურად ზემოაღნიშნული საკითხის მიხედვით შემცირებულია 44 462 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 709 ლარი, ხოლო ჯარიმა 16 753 ლარი.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საკითხის ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით, შემოწმების მიერ ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ ახლავს საგადასახადო შემოწმების აქტს, რის საფუძველზე გაიანგარიშეს შემოსავლები, მათ შორის მოსავლიანობა, გამოყენებული მიწის ფართობი, საქონლის სარეალიზაციო ფასი. ასევე არ არის დოკუმენტური ხარჯები სრულად გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე.
ნაწარმოებია აღრიცხვა და წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების დროს, რაც არ გაითვალისწინეს, ასევე შემოწმების დროს არ გაითვალისწინეს ის ფაქტები, რომ "-------"-ის რეგიონში, გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით, კერძოდ: 2020 წლიდან "-------"-ის რეგიონში აღინიშნება სიმინდის ღეროს ფარვანას და სიმინდის ხვატარის მასობრივი გავრცელება, აღნიშნული მავნებლები ხასიათდებიან პერიოდული აფუთქარებით და შეუძლიათ სიმინდის მოსავლის განადგურება. მავნებლების მატლის ფაზის გამოჩენა ემთხვევა სიმინდის მარცვლის რძისებრ სიმწიფეს, რა დროსაც სიმინდი აღწევს 2 მეტრამდე სიმაღლეს, რის გამოც გართულებულია ფართობში სპეციალური ტექნიკის გადაადგილება და შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება.
2021 წელს სიმინდის "--------"-ს ფართობებში, სიმინდის "--------"-ის განსაკუთრებით მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა "-------"-ის მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში.სიმინდის ნათესებში 1 ტაროზე აღინიშნებოდა 1-5 მატლი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა სააგენტოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება მოხდა დასავლეთ საქართველოში არსებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრიდან. ბოლო პერიოდში "--------"-ის მუნიციპალიტეტში ასევე აღინიშნება აზიური ფაროსანას გავრცელება, აღნიშნული მავნებლისათვის სიმინდი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მასპინძელ მცენარეს, მავნებელი აზიანებს სიმინდის მარცვლებს. მავნებლის მონიტორინგის მიზნით ყოველწლიურად ხდება 300 ერთეულამდე ფერომონიანი დამჭერის განთავსება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba) სიმინდის მოსავლიანობა "-------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,7 ტონას, 2021 წელს 3,9 ტონას, 2022 წელს 3,2 ტონას. ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (2022 წლის წინასწარი მონაცემები მემცენარეობის შესახებ) სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,1 ტონას, 2021 წელს 3 ტონას, 2022 წელს 2,1 ტონას.
წინა პერიოდებშიც შემოწმებული არის აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მიმდინარე შემოწმების შედეგები და ფაქტები აცდენილია რეალობას და წინა შემოწმების შედეგებს. ანალოგიურ საკითზე არსებობს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21784 ბრძანება, რომლის მიხედვითაც არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8694 ბრძანების შესაბამისად დამატებით წარდგენილი იქნა "-------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული ფორმები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას"-------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, წარდგენილი იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა 58174/09/23, რომლის მიხედვითაც ერთი კილო სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს, ინვენტარიზაციის შედეგებზე სამართალდარღვევის ოქმი, შედგენილია 2023 წელს 2 მარტს, შესაბამისად დანაკლისის თანხა ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში, შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრული 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას, ასევე დასაკორექტირებელია 2022 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები.
ინვენტარიზაცია დაიწყო 2022 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდა 2023 წლის 2 მარტს, ინვენტარიზაციით გამოყვანილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთმა შეადგინა 348 737,19 ლარი, საიდანაც ინვენტარიზაციამ დათვალა ფაქტობრივი ნაშთი 173 218,9 ლარი, ხოლო დანაკლისი გამოიყვანა თვითღირებულებით 175 518,29 ლარი, რადგან ინვენტარიზაციის დაწყების, 2022 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ არ იყო დათესვის სეზონი და დანაკლისის ოქმი შედგა 2023 წლის 2 მარტს. აღნიშნული თანხა სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების თვითღირებულებაში, ასევე გაურკვეველია აღნიშნულ ნაწილში დასკვნის მიხედვით დარიცხული დღგის თანხა, რომლის მიხედვითაც ხდება უკვე შემოწმებულ პერიოდზე დარიცხული გადასახადის დამძიმება, რაც დაუშვებელია, თუმცა დარიცხვის შინაარსიც გაურკვეველია.
რაც შეეხება №3 სადავო საკითხს, პირველი და მეორე სადავო საკითხების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მესამე საკითხში დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მითითებული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ნაწილში ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებიდან, კერძოდ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია „"-------"-ის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის (1 ჰექტარ მიწაზე მოყვანილი ტონა სიმინდი) შესახებ 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში“. მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში ("-------"-ის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი დეპარტამენტი (ააიპ "-------"/"-------") არ ინახება. ასევე გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისთვის. შედეგად შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის კორექტირება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილ იქნა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ სესხის პროცენტები და საკომისიო გადასახადები, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვით ხარჯებში, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ების ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ების შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო (წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები არ ჩამოსცდა 100 000 ლარიან ზღვარს) ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები (დამატებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლებში გათვალისწინებას).
მომჩივნის განმარტებით, სადავო არის ხარჯებისა და ინვენტარიზაციის შედეგები, ასევე გადაანგარიშების შედეგებში არის უზუსტობები, რომლებიც საჭიროებს გასწორებას და იწვევს საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების მიხედვით სადავო საკითხების შესწავლის დროს განხორციელებული გადაანგარიშების ეტაპზე შესაძლოა დაშვებული იყოს გარკვეული უზუსტობები, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების დროს დაშვებული შესაძლო უზუსტობების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების დროს დაშვებული შესაძლო უზუსტობების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმებით განსაზღვრული 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას, ასევე დასაკორექტირებელია 2022 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები.
ასევე,მიიჩნევს რომ უნდა მოხდეს ქონების გადასახადის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით, გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ;
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მითითებული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის კორექტირება.
დღგ-ის ნაწილში გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების დროს დაშვებული შესაძლო უზუსტობების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),201.