არბიტრაჟის შესახებ · რედაქცია 18.09.2019

არბიტრაჟის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 378 მითითება 40 მუხლზე , ასევე 8 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 23 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები — 80 გადაწყვეტილება

    …სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საჩივრის ფარგლებში, განხილვის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება. 12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
    საქმე №ას-890-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2026
  2. მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება — 64 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან…
    საქმე №ას-774-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
  3. მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა — 49 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. 9. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“)…
  4. მუხლი 6. არბიტრაჟის დამოუკიდებლობა და სასამართლოს ჩარევის შემთხვევები — 43 გადაწყვეტილება

    …დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა თავისი შინაარსით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავებით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
    საქმე №ას-774-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
  5. მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება — 26 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    მხარე განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ განცხადებას მხარს უჭერს, ითხოვს სასამართლომ განცხადება განიხილოს როგორც შესაგებელი, თუმცა იგი განცხადებებში საჩივრის ავტორად არის მითითებული და იქვე მოითხოვს სასამართლომ გააუქმოს უკანონოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება კი შესაძლებელია მხოლოდ საჩივრის წარდგენის გზით ( „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი)), შესაბამისად, სასამართლოსთვის ბუნდოვანია აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საჩივარს, რომლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, თუ შესაგებელს.
    საქმე №ას-1513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
  6. მუხლი 8. საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა — 18 გადაწყვეტილება

    რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მხარეების ზოგადი შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ განხილვასთან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებად. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხვედით, დგინდება,…
    საქმე №ბს-161(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
  7. მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა საარბიტრაჟო წარმოებისას — 8 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35622 მუხლით.
  8. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება — 5 გადაწყვეტილება

    ხსენებული კანონის მე-2 და 42-ე მუხლების მიხედვით, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი…
  9. მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია — 5 გადაწყვეტილება

    მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს არბიტრაჟს, საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა და მის მიერ მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მხარემ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.
    საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
  10. მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე სარჩელის შეტანა სასამართლოში — 4 გადაწყვეტილება

    აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე.
    საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
  11. მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება — 4 გადაწყვეტილება

    …რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის. 11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს…
  12. მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი — 4 გადაწყვეტილება

    „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი დღეისათვის გაუქმებულია, ხოლო, მოქმედი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე (ამ კანონის ამოქმედებამდე…
    საქმე №ას-1490-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
  13. მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება — 3 გადაწყვეტილება

    სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ( „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.4 მუხლი).
  14. მუხლი 19. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება — 3 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, ასევე სსსკ-ის 35613-ე, 35618-ე, 35617-ე მუხლები და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის…
  15. მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები — 3 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ…
  16. მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — 2 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
  17. მუხლი 31. უარი შეპასუხებაზე — 2 გადაწყვეტილება

    …საარბიტრაჟო განხილვისას გაეხადა სადავოდ პროცედურული დარღვევები, ასევე გაუშვა შესაძლებლობა იგივე საკითხზე პრეტენზიის დაყენებისა ცნობა-აღსრულების ეტაპზე (იხ. იქვე, გვ. 216, პარ. 52) (იხ. სუსგ #ა-3947-შ-93-2020, 02.03.2021 წ.). 33. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო…
  18. მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო განხილვისას — 2 გადაწყვეტილება

    ეს მსჯელობა შეესატყვისება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვით, მხარეთა ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე, გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.
    საქმე №ას-1665-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2020
  19. მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა — 1 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    ასეთ ვითარებაში მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს არბიტრის დანიშვნის მოთხოვნით და სასამართლო დანიშნავს არბიტრს მიმართვიდან 30 დღის განმავლობაში ( “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის შინაარსი ასევე გამორიცხავს აუცილებლობას, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტულ არბიტრაჟზე.
  20. მუხლი 12. არბიტრის აცილების საფუძვლები — 1 გადაწყვეტილება

    …მოწინააღმდეგე მხარის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაირღვა; 9.4. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა დიდი ოდენობის საჯარიმო სანქციები, რომელთა მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობაა; 9.5. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში;
  21. მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი — 1 გადაწყვეტილება

    …გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა, ამასთან სამართალწარმოება ემყარება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და საქმის განმხილველი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაცულ იქნა “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა წარდგენა და მხარის ინტერესების დაცვა წარმოადგენს თავად მოდავე მხარის უფლებას და არბიტრაჟის მიერ ამ მტკიცებულებათა გამოთხოვა არის კერძო არბიტრაჟის უფლებამოსილება და არა ვალდებულება.
    საქმე №ას-843-1129-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2009
  22. მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება — 1 გადაწყვეტილება

    …განხილვა არბიტრაჟში სრულიად უკანონოა, ვინაიდან „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საარბიტაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მაქსიმუმ 360 დღის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე კი, საქმის წარმოება დაიწყო 2019 წლის 25 აპრილს, საიდანაც გასულია 4 წელზე მეტი, რაც პირდაპირ ადასტურებს საარბიტრაჟო განხილვის უკანონობას/შეუძლებლობას.
    საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
  23. მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების განხილვის შეჩერება — 1 გადაწყვეტილება

    ყოველივე აღნიშნული, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მხარის უფლებას ქ.ქუთაისში,....