საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი · რედაქცია 04.03.2026
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო
თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3…
-
მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შსს საპატრულო…
-
მუხლი 32. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული…
-
მუხლი 22. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
-
მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს.
-
მუხლი 16. მესამე პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ პროცესში
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაებნენ რ.თ-ე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
-
მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა
გამონაკლისის სახით, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
-
მუხლი 17. მტკიცების ტვირთი
…აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება,…
-
მუხლი 23. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვა შესაძლებელია სხვა სახის (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული) სარჩელის წარდგენით, პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები დაიცვას სწორედ ამ საპროცესო მექანიზმის გამოყენებით.
-
მუხლი 4. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის…
-
მუხლი 33. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით
რაც შეეხება კასატორის შედავებას განჩინების იმ ნაწილზე რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილს, საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე აპელირებით მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან…
-
მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი
…ქონებასთან დაკავშირებით. ვინაიდან შ. შ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
-
მუხლი 10. პროცესის ხარჯების ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
-
მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების" მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი.
-
მუხლი 24. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე
იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვა შესაძლებელია სხვა სახის (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული) სარჩელის წარდგენით, პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები დაიცვას სწორედ ამ საპროცესო მექანიზმის გამოყენებით.
-
მუხლი 26. სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე,…
-
მუხლი 19. მტკიცებულებების შეგროვება სასამართლოს მიერ
კასატორების განმარტებით,სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სპეციალურ კანონს და დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, 17-ე და 19-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებანი, კერძოდ კი, განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებისა, სადაც მთლიანად პროცესი…
-
მუხლი 13. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა
…პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად.
-
მუხლი 25. აღიარებითი სარჩელი
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი, რომლის აღძვრის შესაძლებლობასაც ადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლებების პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს, მაგრამ მითითებული მუხლის საფუძველზე, აღძრული სარჩელი საჭიროებს სამართლებრივი დაცვის ინტერესების არსებობის განსაკუთრებულ დასაბუთებულობას.
-
მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები
…საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
-
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
-
მუხლი 29. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
2020 წლის 11 ივნისს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა გასაჩივრებული აქტის - სსიპ…
-
მუხლი 31. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების…
-
მუხლი 14. ადმინისტრაციული პროცესის მონაწილეები
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე, მიუთითა,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების პირველ, მე-4 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს…
-
მუხლი 2126. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა
განჩინების თანახმად, მოცემულ განცხადებაზე ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესები, ამდენად, განცხადება წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
-
მუხლი 11. საპროცესო ხარჯების განაწილება საქმის მორიგებით დამთავრებისას
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველ, მე-3, 24-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5, მე-7, მე-11, 27-ე, 41-ე, 85-ე მუხლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, მე-5, 25-ე, 26-ე მუხლებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზა
-
მუხლი 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი…
-
მუხლი 15. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით
საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ბ“ ბლოკის მშენებლობისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, 2019 წლის 29 ივლისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „...-ს“ მიმართ შედგა №000506 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ.
-
მუხლი 7. საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობა
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველ, მე-3, 24-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5, მე-7, მე-11, 27-ე, 41-ე, 85-ე მუხლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, მე-5, 25-ე,
-
მუხლი 21. სასამართლო აქტების გაცნობის უფლება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 2 ოქტომბრის №MOD 7 19 00004694 ბრძანებით,,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალებიდან.
-
მუხლი 20. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ინფორმაციის სასამართლოში წარდგენის თაობაზე
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა პროცესუალური შესაძლებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19, მე-20 მუხლების შესაბამისად თავად გამოეთხოვა, გამოერკვია და დაედგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
-
მუხლი 27. გამარტივებული სამართალწარმოება
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პირველ, მე-3, 24-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5, მე-7, მე-11, 27-ე, 41-ე, 85-ე მუხლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, მე-5, 25-ე, 26-ე მუხლებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული…
-
მუხლი 35. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ადმინისტრ
…მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, გარდა განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა და განსაკუთრებული რეგულირების ზონისა.
-
მუხლი 28. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლი, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი და 24-ე მუხლი, ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი.
-
მუხლი 36. კოდექსის ამოქმედება
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის განხორციელება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით…
-
მუხლი 132. საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმის გამოყენებით მიიჩნია, რომ „შენობა - ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“. აქვე მიუთითა, რომ „სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.