სასაქონლო ნიშნების შესახებ

სასაქონლო ნიშნების შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 432 მითითება 34 მუხლზე , ასევე 10 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 25 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი — 88 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მატარებელს და რამდენად შესაძლებელია მისი ცალკე ობიექტად რეგისტრაცია. 25. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან;
    საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
  2. მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება — 79 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ - საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია „ს–ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 18. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
    საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
  3. მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები — 45 გადაწყვეტილება

    იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი…
    საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
  4. მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა — 38 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    ვ3) არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა; ზ) კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა.
    საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
  5. მუხლი 45. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა — 38 გადაწყვეტილება

    „რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლებისა და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე“ (იხ.
    საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
  6. მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები — 33 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში განმარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნად არ დარეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას.
    საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
  7. მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება — 19 გადაწყვეტილება

    …ასევე, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში საჯაროდ გავრცელებულია უწყვეტად, რომ მსგავსი პროდუქცია საყოველთაოდ ცნობილია და სხვადასხვა პირების მიერაც ხდება მისი გავრცელება. 29. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი დეტალურად განსაზღვრავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც ნიშნის გამოყენებად კვალიფიცირდება.
    საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
  8. მუხლი 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები — 14 გადაწყვეტილება

    კასატორი უთითებს, "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სრულად უგულებელყო და "პროფ.
    საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
  9. მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები — 13 გადაწყვეტილება

    კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, თუ რატომ არ იქნა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეფასებული, აზარტული თამაშების გარდა 41-ე და 43-ე კლასებში სხვა მომსახურებისათვის და რატომ არ იქნა გამოყენებული „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 27.4 მუხლი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც წერილობით, ისე ზეპირი სხდომების დროს მრავალჯერ გაესვა ხაზი ზემოხსენებულ ნორმას.
    საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
  10. მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — 11 გადაწყვეტილება

    …საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ “ შეთანხმების 1. 2-ე, მე-15 მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერით მას გადაეცა სადავო სასაქონლო ნიშანი.
    საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
  11. მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა — 8 გადაწყვეტილება

    სასამართლომ მიუთითა,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
  12. მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა — 4 გადაწყვეტილება

    …ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე. ამავე კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას, ხოლო კანონის 14.2 მუხლით, არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
    საქმე №ას-37-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
  13. მუხლი 8. სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება საცნობარო ლიტერატურაში — 3 გადაწყვეტილება

    განსახილველ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „ინტელექტუალურ საუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით, რადგან მოპასუხის მიერ შესყიდული საქონელი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეჩერებულია საქონლის გაფორმების პროცედურები.
  14. მუხლი 17. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია — 3 გადაწყვეტილება

    …ნიშნის „y“-ის მფლობელი, ნიცის საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-19 და 35-ე კლასებში არსებული საქონლისათვის ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში: სპეციალური კანონი, მე-17 მუხლი,; ტ. 1, ს.ფ 16-17). 2. პირველმა საწარმომ 2013 წლის 22 ნოემბერს შპს „ქ“-ს (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან პირველი კასატორი) გაუგზავნა…
  15. მუხლი 25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა — 3 გადაწყვეტილება

    …გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    საქმე №ას-100-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
  16. მუხლი 26. სალიცენზიო ხელშეკრულება — 3 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქპატენტის 2021 წლის 21 იანვრის №72 წერილზე, რომლითაც სააგენტოს განემარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიატმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიანტს) სალიცენზიო ხელშეკრულებით.
    საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  17. მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა — 2 გადაწყვეტილება

    [17] „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი [18] იქვე, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი [19] იქვე, მე-14 მუხლი
  18. მუხლი 14. არსობრივი ექსპერტიზა — 2 გადაწყვეტილება

    …შემოწმების დროს კი დგინდება მოცემული ნიშნის სამართლებრივი დამოკიდებულება სხვა რეგისტრირებულ ნიშნებთან. მითითებული კრიტერიუმებით სასაქონლო ნიშნის შემოწმება ხდება არსობრივი ექსპერტიზის დროს და წარმოადგენს მის ორ სახეს (იხ. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი), რაც ქმნის სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ წინაპირობას.
  19. მუხლი 15. გამოქვეყნება — 2 გადაწყვეტილება

    2-ე, მე-15 მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერით მას გადაეცა სადავო სასაქონლო ნიშანი.
    საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
  20. მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში — 2 გადაწყვეტილება

    სასამართლომ მიუთითა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე, ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან…
  21. მუხლი 18. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე — 2 გადაწყვეტილება

    ამდენად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს შპს „ო.მ–ის“ მიერ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების ფაქტი.
    საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
  22. მუხლი 30. უფლებები კოლექტიურ ნიშანზე — 2 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული გარემოებები, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე, 30-ე მუხლებზე, სპეციალური კანონის მე-3 მუხლზე, სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციაზე (შემდეგში: პარიზის კონვენცია) და განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს.
    საქმე №ას-1330-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
  23. მუხლი 11. პრიორიტეტი — 1 გადაწყვეტილება

    კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქ--------–ოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-4, მე-5, მე-11 მუხლები, 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 28-ე მუხლის პირველი პუნქტი. საქ--------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები.
  24. მუხლი 22. საფასური — 1 გადაწყვეტილება

    კასატორი, «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-8, მე-11, 42-ე მუხლების, «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 28.06.98წ. ¹392 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქპატენტის» დებულების II თავის ნორმების…
    საქმე №3გ/ად-47-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.08.2001
  25. მუხლი 29. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები — 1 გადაწყვეტილება

    ვინაიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან ( კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი), რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღებისას რელევანტურია აწმყოში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ვინაიდან რეგისტრაციის…