საქართველოს მოქალაქეობის შესახებ · რედაქცია 26.06.2025

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 681 მითითება 49 მუხლზე , ასევე 8 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 29 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა — 124 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
    საქმე №ბს-7(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
  2. მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — 114 გადაწყვეტილება

    …№43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30). 12. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  3. მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვა — 54 გადაწყვეტილება

    სააგენტომ ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დააკმაყოფილა 07.02.2025 წლის N1001014078 განცხადება/წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  4. მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება — 46 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  5. მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები — 34 გადაწყვეტილება

    …კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით;
    საქმე №ბს-296(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
  6. მუხლი 21. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა — 34 გადაწყვეტილება

    …’ ორგანული კანონის მე-19 მუხლით, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  7. მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები — 30 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ…
    საქმე №ბს-296(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
  8. მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა — 24 გადაწყვეტილება

    …სადავოდ არ გაუხდია. 5.5. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.2025 წლის ბრძანებულებით მოსარჩელეს,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ ’ ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  9. მუხლი 19. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები — 22 გადაწყვეტილება

    …დაკმაყოფილებულიყო 16.08.2023 წლის №1000903553 განცხადება/წარდგინება და მოსარჩელეს შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. 3.7. საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
    საქმე №ბს-119(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2026
  10. მუხლი 22. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენა — 21 გადაწყვეტილება

    „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-17, 22-ე და 24-ე მუხლებზე, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლზე მითითებით კასატორმა განმარტა, რომ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ს.შ-ის (დაბ.:.........წ.
    საქმე №ბს-124(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2026
  11. მუხლი 32. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი — 15 გადაწყვეტილება

    სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარატმენტმა,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად, განიხილა გ. მ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე და საკითხის წინასწარი განხილვით დაადგინა, რომ გ.
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  12. მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტი — 12 გადაწყვეტილება

    მოცემულ სასამართლო დავაში მხარე არ ასაჩივრებს პრეზიდენტის ბრძანებულებას, თუმცა „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
    საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
  13. მუხლი 33. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება — 8 გადაწყვეტილება

    N434 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლისა და 33-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ. მ-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 09.11.1998წ.
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  14. მუხლი 11. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა — 7 გადაწყვეტილება

    გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  15. მუხლი 23. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინება — 7 გადაწყვეტილება

    …ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.
    საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
  16. მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი — 6 გადაწყვეტილება

    …საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ…
    საქმე №ბს-252(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  17. მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება — 5 გადაწყვეტილება

    ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები, მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი საფუძველია დაბადება, ხოლო 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  18. მუხლი 5. მოქალაქეობის შენარჩუნება — 4 გადაწყვეტილება

    …როგორც პირის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური,…
    საქმე №ბს-858(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
  19. მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება — 4 გადაწყვეტილება

    …მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ნატურალიზაციის სახეა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, (1) საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად;
    საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
  20. მუხლი 20. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა — 4 გადაწყვეტილება

    საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-10, 211, 22-ე, 24-ე, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, მე-40 მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინა რიგი საკითხები, თუმცა გამოკვლევისა…
    საქმე №ბს-1227(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
  21. მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობა1. საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებები — 3 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-4, მე-9, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია, ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდა მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას, კანონში…
    საქმე №ბს-1284(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
  22. მუხლი 7. საქართველოს საპატიო მოქალაქეობა — 3 გადაწყვეტილება

    …ფაქტი, რის შემდეგაც მასზე გავრცელდებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტი. 6.1.6. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება, გარდაცვალება და გარდაცვალების მოწმობის სააქტო ჩანაწერის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
  23. მუხლი 6. არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა — 2 გადაწყვეტილება

    …„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა ( კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილებულ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს,…
  24. მუხლი 8. საქართველოს მოქალაქის ფიცი — 2 გადაწყვეტილება

    Latvia“ [GC], 2007, §51), ამასთან პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევაზე დასაბუთებული პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 მუხლთან ერთად, მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა დაინტერესებულ პირს მისცენ ბინადრობაზე უარის თქმის ბრძანების გასაჩივრების ეფექტური შესაძლებლობა, ამასთანავე შესაბამისი…
    საქმე №ბს-342(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
  25. მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება — 2 გადაწყვეტილება

    მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად;
    საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
  26. მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება — 2 გადაწყვეტილება

    მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის თანახმად, (1) კანონის მე-12, მე-14, მე-17 და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად;
    საქმე №ბს-226(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2026
  27. მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება — 2 გადაწყვეტილება

    …მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.
    საქმე №ბს-95(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
  28. მუხლი 26. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა — 2 გადაწყვეტილება

    კასატორის განმარტებით,,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონი მკაფიოდ ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ გაცემულია უარყოფითი დასკვნა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა წყდება. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ უარყოფითი დასკვნა არის აბსოლუტური დამაბრკოლებელი გარემოება და არა რელატიური, რომელიც შეიძლება სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში შეფასდეს.
    საქმე №ბს-863(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
  29. მუხლი 27. მომსახურების საფასური — 1 გადაწყვეტილება

    …შესაბამისად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობითა და წესით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.