უმაღლესი განათლების შესახებ · რედაქცია 04.02.2026

უმაღლესი განათლების შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 1 131 მითითება 82 მუხლზე , ასევე 10 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 57 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — 191 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 52-ე, 88-ე, 89-ე მუხლებზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3,
    საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
  2. მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება — 169 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 52-ე, 88-ე, 89-ე მუხლებზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების…
    საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
  3. მუხლი 89. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა — 113 გადაწყვეტილება

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 52-ე, 88-ე, 89-ე მუხლებზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის…
    საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
  4. მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი — 42 გადაწყვეტილება

    ამასთან, მან სწავლა განაგრძო არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გამორიცხავდა შპს,,მ...ის“ მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ცნობას.
    საქმე №ბს-1205(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
  5. მუხლი 79. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება — 41 გადაწყვეტილება

    იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
  6. მუხლი 43. სტუდენტის უფლებები — 40 გადაწყვეტილება

    საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის 1-ელ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება აუცილებელია იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.
    საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  7. მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — 35 გადაწყვეტილება

    კერძოდ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების…
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  8. მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები — 34 გადაწყვეტილება

    სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იგი ფაქტობრივად არღვევს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი (სუსგ №ბს-275(გ-23), 22.06.2023წ.).
    საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  9. მუხლი 34. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი — 33 გადაწყვეტილება

    ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის,…
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  10. მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი — 33 გადაწყვეტილება

    …საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3 მუხლებზე, „უმაღლესი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე, 661 მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ა.ჯ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება.
    საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
  11. მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები — 22 გადაწყვეტილება

    საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ ღირებულ საჯარო მიზნებს საფუძვლად უდევს უმაღლესი განათლების აბსტრაქტული საკონსტიტუციო იდეალის - საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული განათლების მიღების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლებების ადეკვატური უზრუნველყოფა.
    საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
  12. მუხლი 50. უცხოეთში — 19 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის…
    საქმე №ბს-383(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
  13. მუხლი 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) — 15 გადაწყვეტილება

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 19 დეკემბრის №1636/01-04 ბრძანებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის…
    საქმე №ბს-1023(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2022
  14. მუხლი 7. სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში — 14 გადაწყვეტილება

    …უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ნორმატიული აქტების შესახებ“…
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  15. მუხლი 4. უმაღლესი განათლების ენა — 11 გადაწყვეტილება

    …გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 მუხლებზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით…
    საქმე №ბს-722(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
  16. მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში — 11 გადაწყვეტილება

    …საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად (მუხლი 2. ჰ10). „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და…
    საქმე №ბს-544(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2025
  17. მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი — 10 გადაწყვეტილება

    …ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  18. მუხლი 36. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები — 10 გადაწყვეტილება

    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით ასევე აღნიშნა, რომ აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
    საქმე №ბს-321(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
  19. მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა — 9 გადაწყვეტილება

    …მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენებას, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შეჩერებისა და გარიცხვის ჩათვლით, სასწავლო დაწესებულების შიდა რეგულირების პატივისცემის მიზნით (სუსგ №ბს-275(გ-23), 2023 წლის 22 ივნისი). „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უშუალოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებას შეიმუშაოს წესდება, დაწესებულების შინაგანაწესი, ასევე ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების მომწესრიგებელი ნორმატიული ჩარჩო.
    საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  20. მუხლი 18. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება — 9 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ან უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მოწვევისა და მისი ჩატარების, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესის დარღვევა.
    საქმე №ბს-1125(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
  21. მუხლი 66. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება — 9 გადაწყვეტილება

    თუმცა, იმ დროისთვის მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
    საქმე №ბს-1205(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
  22. მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — 8 გადაწყვეტილება

    ს-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით: რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 13.1, 15.1 მუხლები, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2, მე-5 მუხლები, ზაკ-ის 1-ლი მუხლი, 2.1 მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ლ” ქვეპუნქტები, 3
  23. მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები — 8 გადაწყვეტილება

    …განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირჩევდა დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს. ამავე კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს, რომლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
    საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
  24. მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა — 8 გადაწყვეტილება

    …მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა…
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  25. მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — 8 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
    საქმე №ბს-1125(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
  26. მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა — 8 გადაწყვეტილება

    საქალაქო სასამართლომ მიუთითა,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის,,ე1”,,,ვ“,,,მ“,,,ნ“,,,ო“,,,ჰ15“,,,ჰ34“ ქვეპუნქტებზე, 46-ე, 48-ე მუხლებზე, 89-ე მუხლის 82 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
    საქმე №ბს-1266(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
  27. მუხლი 14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა — 7 გადაწყვეტილება

    სასამართლოს განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
    საქმე №ბს-362(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2026
  28. მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური — 7 გადაწყვეტილება

    …შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
    საქმე №ბს-394(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
  29. მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა — 7 გადაწყვეტილება

    …შესაბამისი სპეციალობები, კანომდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისათვის – პროფესიული კვალიფიკაციები. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული…
  30. მუხლი 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება — 6 გადაწყვეტილება

    …შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს ან წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
    საქმე №ბს-1125(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
  31. მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები — 6 გადაწყვეტილება

    შორის შრომითი ურთიერთობის რეგლამენტაციის საფუძველია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 35-ე მუხლი. 47. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:…
    საქმე №ას-552-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2023
  32. მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები — 5 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა: სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლების ადეკვატური უზრუნველყოფის პრინციპს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, უმაღლესი განათლების დაწესებულების პარადიგმულ გამოვლინებას წარმოადგენს უნივერსიტეტი.
    საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  33. მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები — 5 გადაწყვეტილება

    საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და 27-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე,,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე, 53-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და…
    საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
  34. მუხლი 68. ინსტიტუციური აკრედიტაცია — 5 გადაწყვეტილება

    …ან/და საგანმანათლებლო სტატუსის დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობის დადგენით. ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის…
  35. მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში — 4 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „წ2“, „ჰ10“, „ჰ14“ ქვეპუნქტებზე, 472, 542, 82-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის“ მე-3, მე-5 მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო…
    საქმე №ბს-722(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
  36. მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა — 3 გადაწყვეტილება

    …პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
    საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
  37. მუხლი 31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური — 3 გადაწყვეტილება

    ამასთან, მითითებული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში.
    საქმე №ბს-602(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2025
  38. მუხლი 49. დოქტორანტურა — 3 გადაწყვეტილება

    სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ცვლილებით კანონმდებელმა პირები, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილნი იყვნენ სწავლა გაეგრძელებინათ ასპირანტურაში, გარკვეულწილად მიიჩნია მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებად, რამდენადაც,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
  39. მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი — 3 გადაწყვეტილება

    საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და 27-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე,,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე, 53-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 05 თებერვლის №93 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და…
    საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
  40. მუხლი 11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — 2 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    …პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების მე-3 მუხლზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-2, მე-11, 24-ე, 27-ე, 301-ე, 302-ე, 306-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გ. მ-ამ მათემატიკაში მიიღო 11 ქულა (ზღვარი 11.80 ქულა, ვარიანტი 2) და გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა.
    საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
  41. მუხლი 21. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი — 2 გადაწყვეტილება

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლსა და 43-ე მუხლის მე-12 პუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რეგულაციის თანახმად,…
    საქმე №ბს-1023(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2022
  42. მუხლი 27. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო — 2 გადაწყვეტილება

    …და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების მე-3 მუხლზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-2, მე-11, 24-ე, 27-ე, 301-ე, 302-ე, 306-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გ. მ-ამ მათემატიკაში მიიღო 11 ქულა (ზღვარი 11.80 ქულა, ვარიანტი 2) და გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა.
    საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
  43. მუხლი 29. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი — 2 გადაწყვეტილება

    …და წესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს აწესრიგებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა.
    საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
  44. მუხლი 37. აკადემიური პერსონალის უფლებები — 2 გადაწყვეტილება

    …შესაბამისობა და გ) ის, თუ რამდენად არსებობდა სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, რომელიც აღწევდა კანონიერ მიზანს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 37.2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები, ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები.
    საქმე №ბს-267(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
  45. მუხლი 39. აკადემიური წოდებები — 2 გადაწყვეტილება

    მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის სტატუსი.
  46. მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი — 1 გადაწყვეტილება

    კასატორი მიუთითებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება უნდა მოხდეს ობიექტური შეფასების პრინციპის დაცვით, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, ხოლო ამ ორივეს ერთად - შეფასების სქემა.
    საქმე №ბს-559(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
  47. მუხლი 19. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი — 1 გადაწყვეტილება

    მოსარჩელე სადავოდ ხდის აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას.
  48. მუხლი 25. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფა — 1 გადაწყვეტილება

    …564-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს,,თ---–-------------–------------------ს" გაუუქმდა ავტორიზაცია.
  49. მუხლი 28. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება — 1 გადაწყვეტილება

    …რასაც ახორციელებდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი). ამავე კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს.
    საქმე №ბს-67-66(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
  50. მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო — 1 გადაწყვეტილება

    …წლის 23 დეკემბრის ¹264 ბრძანებით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ქ» ქვეპუნქტი, თუმცა თვითონ იურიდიული ფაკულტეტის ახალი სადისერტაციო საბჭო არ არსებობდა. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავდა აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
  51. მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი — 1 გადაწყვეტილება

    კერძოდ,,,უმაღლესი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
  52. მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი — 1 გადაწყვეტილება

    აშკარაა, რომ აფილირება ეხება მხოლოდ აკადემიურ თანამდებობას და არავითარი კავშირი მას იურიდიული განყოფილების საქმიანობასთან არ აქვს, ამავდროულად, მოპასუხე უნივერსიტეტთნ აფილირების წესი და ხელშეკრულებაში შესატანი პროექტები მოსარჩელემ მოამზადა მხოლოდ აკადემიური თანამდებობის პერსონალის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობზე (რასაც „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეკუთვნება იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაც) აფილირების პირობა არ გავრცელებულა, მათ შორის, არც ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
    საქმე №ას-1167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
  53. მუხლი 41. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება — 1 გადაწყვეტილება

    მოსარჩელე სადავოდ ხდის აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
  54. მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები — 1 გადაწყვეტილება

    …რომელთაც ადგილი ჰქონდათ აღნიშნულ პერიოდებში. ამას გარდა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 43.1 მუხლის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს თავისუფლად გაწევრიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად. ამავე კანონის 45.4 მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
    საქმე №ბს-267(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
  55. მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები — 1 გადაწყვეტილება

    ამასთან, იმავე კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დოქტორანტურაში მიღების წესები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
    საქმე №ბს-936(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
  56. მუხლი 67. აკრედიტაციის სახეები — 1 გადაწყვეტილება

    …ისინი და არ მინიჭებოდათ აკრედიტაცია, აღნიშნულიც კი დადებითი სამართლებრივი შედეგების მომტანი იყო დაწესებულებისა და მასში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, თუ დაწესებულებას უარი ეთქმებოდა აკრედიტაციის მინიჭებაზე, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისას მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წელი ჩაითვლებოდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულად.
  57. მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა — 1 გადაწყვეტილება

    რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მოსარჩელე შო--- სი---------ის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭებოდა ემერიტუსის წოდება, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მითითებული ნორმა ამოქმედდებოდა 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.