კულტურული მემკვიდრეობის შესახებ · რედაქცია 12.12.2024

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 322 მითითება 207 მუხლზე , ასევე 175 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 34 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 25. ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები — 38 გადაწყვეტილება

    …ურთიერთობების მოწესრიგება (1-ლი მუხლი). ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები – სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული…
    საქმე №ბს-620(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
  2. მუხლი 47. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები, ნებართვების გაცემის წესი — 31 გადაწყვეტილება

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, 25-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 47-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“…
    საქმე №ბს-289(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  3. მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინები — 24 გადაწყვეტილება

    …ისევე როგორც დღეის მდგომარეობით, რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი („ი.ა“ ქვეპუნქტი).
    საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  4. მუხლი 15. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება — 18 გადაწყვეტილება

    …რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. ამ გარემოებების შეფასება საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და დარგის ექსპერტის დასკვნას, რომლის საფუძველზეც მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. მითითებული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანიჭებდა, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო საბჭოს წარდგინება.
    საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  5. მუხლი 22. ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპი — 14 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  6. მუხლი 36. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის, მისი შემადგენელი არეალებისა და რეჟიმის დადგენა — 13 გადაწყვეტილება

    დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მითითებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 34-ე და 36-ე მუხლებით დადგენილ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, მართებულად იქნა აღნიშნული, რომ საპროექტო კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოხსენიების მიუხედავად, იგი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საზღვრებში და მასზე მაინც ვრცელდება დამცავი ზონა.
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  7. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — 12 გადაწყვეტილება

    კასატორმა მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
    საქმე №ბს-935(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
  8. მუხლი 23. ძეგლის დასაშვები გამოყენება — 12 გადაწყვეტილება

    ხოლო, ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას.
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  9. მუხლი 26. ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება — 12 გადაწყვეტილება

    აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ - კულტურული ღირებულების შემცირებას.
    საქმე №ბს-809(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
  10. მუხლი 48. განცხადების წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად — 11 გადაწყვეტილება

    საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის დაინტერესებაში მყოფი სახეობისა და მოცულობის სამუშაოების ზუსტად მითითების ვალდებულებას.
    საქმე №ბს-887(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  11. მუხლი 34. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები — 10 გადაწყვეტილება

    დამატებით, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მითითებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 34-ე და 36-ე მუხლებით დადგენილ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, მართებულად იქნა აღნიშნული, რომ საპროექტო კედლის სააღრიცხვო ბარათში სახელდებით მოხსენიების მიუხედავად, იგი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საზღვრებში და მასზე მაინც ვრცელდება დამცავი ზონა.
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  12. მუხლი 28. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი — 9 გადაწყვეტილება

    ამასთან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი მესაკუთრის ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ხელშეკრულება არ იყო წარმოდგენილი.
    საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  13. მუხლი 41. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი — 9 გადაწყვეტილება

    …გადაწყვეტილებასაც.,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’ ’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 52-ე მუხლზე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 35-ე და 41-ე მუხლებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის…
    საქმე №ბს-139(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
  14. მუხლი 49. ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა — 9 გადაწყვეტილება

    ნ-ას მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც სრულყოფილად მოიცავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, გამორიცხავს სახელმწიფოს/საზოგადოების ინტერესების შელახვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების კუთხით.
    საქმე №ბს-887(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  15. მუხლი 35. დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები — 8 გადაწყვეტილება

    …ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების…
    საქმე №ბს-353(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
  16. მუხლი 54. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის — 8 გადაწყვეტილება

    მითითებული ბრძანების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, 45-ე მუხლებს, ასევე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 52-ე და 54-ე მუხლებს. ბრძანებით განიმარტა, რომ როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ნებისმიერ, მცირე მნიშვნელობის გადაცდომასაც კი, კანონმდებლობა არ მიიჩნევს დასაშვებად.
    საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
  17. მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — 6 გადაწყვეტილება

    …რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი განასახიერებს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებით დეკლარირებული კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის უფლების უზრუნველყოფის პოზიტიურ საკანონმდებლო ზომებს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირების უფლება-მოვალეობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომლის 1-ელი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირები ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას.
    საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  18. მუხლი 37. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა — 6 გადაწყვეტილება

    დავის გადაწყვეტა საჭიროებდა მოსარჩელეთა კუთვნილი ნაკვეთების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 37-ე, 39-ე მუხლებით განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების და ლანდშაფტის დაცვის ზონის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის გარკვევას.
    საქმე №ბს-794(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2024
  19. მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში — 5 გადაწყვეტილება

    მითითებული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანიჭებდა, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო საბჭოს წარდგინება. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი იყო, რომ სამინისტროში იქმნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით კომპლექტდებოდა.
    საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  20. მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი — 3 გადაწყვეტილება

    მუზეუმ-ნაკრძალის განმარტება მოცემულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში. კასატორები თვლიან, რომ მუზეუმ-ნაკრძალი არ მიეკუთვნება "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო დაწესებულებების ჩამონათვალს.
    საქმე №ბს-1176(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
  21. მუხლი 30. ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა — 3 გადაწყვეტილება

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 30-ე მუხლებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14, 25-ე მუხლებზე, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ.
    საქმე №ბს-583(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
  22. მუხლი 40. არქეოლოგიური დაცვის ზონა და რეჟიმის დადგენა — 3 გადაწყვეტილება

    …მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე კანონის 34.3. მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთი ზოგადი დამცავი ზონაა არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამავე კანონის 40.3 მუხლის თანახმად, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.
  23. მუხლი 52. ნებართვის მფლობელის მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ანგარიშების წარდგენა, სახელმწიფო კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე — 3 გადაწყვეტილება

    მითითებული ბრძანების მიხედვით, გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, 45-ე მუხლებს, ასევე,,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 47-ე, 52-ე და 54-ე მუხლებს. ბრძანებით განიმარტა, რომ როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ნებისმიერ, მცირე მნიშვნელობის გადაცდომასაც კი, კანონმდებლობა არ მიიჩნევს დასაშვებად.
    საქმე №ბს-1175(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
  24. მუხლი 4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები — 2 გადაწყვეტილება

    …სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 და მე-9 მუხლებზე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-3 მუხლის „ი.ა“, „კ“, „ლ.ა“, „რ“, „ქ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლით მე-4, მე-15, 22-ე, 2--ე მუხლებზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ს----------–--- კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის…
  25. მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — 2 გადაწყვეტილება

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ „ს----------–--- სახელმწიფოსა და ს----------–--- ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, ამავე კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და…
  26. მუხლი 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია — 2 გადაწყვეტილება

    სააპელაციო პალატამ არ გაიზარა მოპასუხის მოსაზრებები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და მინისტრის 2007 წლის №3/175 ბრძანების საფუძველზე განმარტა, რომ სააღრიცხვო ბარათი იყო…
    საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  27. მუხლი 39. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა — 2 გადაწყვეტილება

    დავის გადაწყვეტა საჭიროებდა მოსარჩელეთა კუთვნილი ნაკვეთების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 37-ე, 39-ე მუხლებით განსაზღვრული ისტორიული განაშენიანების და ლანდშაფტის დაცვის ზონის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის გარკვევას.
    საქმე №ბს-794(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2024
  28. მუხლი 13. უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება (დაშლა) — 1 გადაწყვეტილება

    …არქეოლოგიურ ობიექტს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს დირექტორის 12.12.2014წ. N2/271 ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 08.05.2007წ. კანონის მე-13 მუხლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 08.04.2014წ.
  29. მუხლი 17. ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა — 1 გადაწყვეტილება

    …„...ი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს“ მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“ (ტ. I, ს.ფ. 338). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 08.05.2007წ. კანონის მე-17 მუხლის, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 12.12.2014წ. გადაწყვეტილებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 08.04.2014წ.
  30. მუხლი 32. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით — 1 გადაწყვეტილება

    ამასთან, არათუ უძრავი ძეგლის სტატუსი, დაბეჯითებით იმის თქმაც კი არ შეიძლება, რომ სადავო ტერიტორია კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიას წარმოადგენდა და ასეც რომ იყოს, მასზე ვერ გავრცელდება ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ნორმით დადგენილი პირობა, ეხება კულტურის ძეგლს და არა - უძრავი ძეგლის ტერიტორიას.
    საქმე №2კ-936აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2021
  31. მუხლი 33. მოძრავ არქეოლოგიურ ობიექტებზე საკუთრების უფლების წარმოშობა — 1 გადაწყვეტილება

    …შესახებ“ (შემდგომ - სპეციალური კანონი) საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, 1. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა.
    საქმე №ას-795-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
  32. მუხლი 38. განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა — 1 გადაწყვეტილება

    თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად, კომპანია,,ს...’’ გადაცემული ქონების შესახებ მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია: 1.
  33. მუხლი 43. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა — 1 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის სამართლებრივი შემოწმების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა საჭიროებდა ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის განხორციელებას. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა სავალდებულო არ არის ისეთი ობიექტებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის, როგორიცაა არსებული შენობების მცირე ცვლილებები საერთო ფართობით არა უმეტეს 50 მ2-ისა, კერძოდ კარის გაჭრა ან ამოშენება.
    საქმე №ბს-1010(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2021
  34. მუხლი 53. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილება — 1 გადაწყვეტილება

    …ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამუშაოების მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. მითითებული კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას…