უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ · რედაქცია 02.07.2025
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
…შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს…
-
მუხლი 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
-
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
-
მუხლი 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა
…ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
-
მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები
…სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - დ. ქ-ას (D. K-A; დაბადების თარიღი:...წ.) მიმართ მოპოვებული მასალებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის…
-
მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, არ იმსჯელა საქართველოში კანონიერ ქორწინებაში მყოფ აპელანტის ოჯახის წევრის - მეუღლის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შესახებ, რომელსაც აქვს ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობს საქართველოში.
-
მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
აღნიშნული აქტით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.07.2023 წლის №1000890116 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს.
-
მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-11 მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ პირველ, 26-ე და 28-ე მუხლებზე.
-
მუხლი 11. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები
…ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ), სადაც მითითებულია უარის თქმის მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 21 დეკემბერს ეგვიპტის მოქალაქეს M.A.A.A.R-N-ს (ს/ნ...) ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
-
მუხლი 3. ზოგადი პრინციპები
ოჯახის ერთიანობა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია ( „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.).
-
მუხლი 7. საქართველოს ვიზის კატეგორიები
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ და მე-8 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე და მე-11 მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ პირველ, 26-ე და 28-ე მუხლებზე.
-
მუხლი 25. უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში. უცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები
…ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
-
მუხლი 12. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება
…შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის…
-
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-3 მუხლის „ი“…
-
მუხლი 13. გადამყვანი კომპანიის ვალდებულება
…მე-17 მუხლის მე-10 პუნქტზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით…
-
მუხლი 51. უცხოელის საქართველოდან გაძევება
…დგინდებოდა, რომ აღნიშნული პირი ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს, ხოლო ზემოაღნიშნული კანონის 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი.
-
მუხლი 48. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოდან გასვლის გადავადება არის უცხოელის შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ისარგებლოს შეღავათით მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეძლოს საქართველოში ყოფნის აუცილებლობის განმაპირობებელი გარემოებების აღმოფხვრა იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს იმ ინტერესებს, რომლებსაც ხსენებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს.
-
მუხლი 4. საქართველოში შემოსვლა
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და…
-
მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: სასამართლომ მიუთითა, 2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით…
-
მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა
სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ.
-
მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
-
მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
№520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ პირველ, მე-10, მე-13, მე-15 მუხლებზე, სზაკ-ის მე-6 მუხლზე, „კონტრადაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რაც არცერთი მხარის მიერ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის.
-
მუხლი 23. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
2019 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა, რაზედაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №1000684755 გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა უარი.
-
მუხლი 52. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება
…მიგრაციის დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 59.3 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს…
-
მუხლი 53. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი
…დეპარტამენტმა 2018 წლის 05 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 52.1, 52.2, 53.1 მუხლების, 59.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 59.3 მუხლის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.3 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო…
-
მუხლი 54. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე
შუამდგომლობის ავტორმა, ასევე ითხოვა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.
-
მუხლი 59. სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება
…ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება;
-
მუხლი 63. საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
მ-ის საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად განესაზღვროს 10 (ათი) კალენდარული დღე, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ.
-
მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები
კასატორი განმარტავს, რომ მისთვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების აშკარა დარღვევაზე, აგრეთვე საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ პროტოკოლის გაუთვალისწინებლობაზე, რომლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
-
მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
…შეტანილ იქნა როგორც კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში, ისე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ 100 000 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ლარში) განისაზღვრა. კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს.
-
მუხლი 22. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
…და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს.
-
მუხლი 33. განათლების მიღების უფლება
კასატორის მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 33-ე მუხლებზე, ასევე აღნიშნავს, რომ ირღვევა ა. ქ-ის შრომის თავისუფლება. კასატორი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებზე.
-
მუხლი 36. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები
კასატორი ასევე უთითებს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-
მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება,…
-
მუხლი 28. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება
…მუხლის პირველ პუნქტზე და მე-11 მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ პირველ, 26-ე და 28-ე მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად, უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია.
-
მუხლი 31. სოციალური უზრუნველყოფის უფლება
ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც –საქართველოს მოქალაქეს.
-
მუხლი 41. უცხოელის უფლებების დაცვა
…შესაბამისობაში იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტთან, ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 33-ე მუხლთან, 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის…
-
მუხლი 50. უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი
…არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
-
მუხლი 58. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო
…და საფუძვლიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გათვალისწინებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
-
მუხლი 61. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს:
ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია…
-
მუხლი 71. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“ (პირველი მუხლი).