საქართველოს კონსტიტუცია · რედაქცია 29.06.2020

საქართველოს კონსტიტუცია სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 14 776 მითითება 107 მუხლზე , ასევე 244 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 60 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 31. საპროცესო უფლებები — 4380 გადაწყვეტილება, 37 საგადასახადო დავა

    …საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
    საქმე №ბს-872(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.08.2026
  2. მუხლი 21. შეკრების თავისუფლება — 2241 გადაწყვეტილება, 16 საგადასახადო დავა

    კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით.
    საქმე №ბს-218(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2026
  3. მუხლი 19. საკუთრების უფლება — 1253 გადაწყვეტილება, 24 საგადასახადო დავა

    შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია არ დაადგინოს იმგვარი პრაქტიკა, რაც სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (ჯერ კიდევ გაუუქმებელი) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებულ/დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო ასევე ვალდებულია მხედველობაში მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებული საკუთრების უფლება, გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ უფლების მხოლოდ ილუზორულ მიკუთვნებას, შესაბამისად ავალდებულებს სახელმწიფოს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება იყოს აღიარებული და უზრუნველყოფილი.
    საქმე №ას-414-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
  4. მუხლი 30. ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები — 968 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო…
    საქმე №ბს-922(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
  5. მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები — 522 გადაწყვეტილება, 5 საგადასახადო დავა

    …მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოხატვის თავისუფლების ფარგლებზე და მისი შეზღუდვის სტანდარტზე უნდა იმსჯელოს, რამდენადაც სწორედ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერებას. 27. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
    საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
  6. მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები — 494 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული თვალსაზრისით განხორციელებული საკანონმდებლო ზომები აუცილებელია შეფასდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში, რომელიც სათავეს იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების დაცული სფეროდან, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად იზღუდება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
    საქმე №ბს-539(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  7. მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები — 486 გადაწყვეტილება, 22 საგადასახადო დავა

    პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №23/630 და 07.12.2009წ.
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  8. მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება — 455 გადაწყვეტილება, 5 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, შრომის კოდექსის პირველ, მე-2 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა,…
    საქმე №ას-529-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
  9. მუხლი 62. სამართალწარმოება — 392 გადაწყვეტილება, 7 საგადასახადო დავა

    სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-4 ნაწილს, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
    საქმე №2კ-32-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2026
  10. მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება — 275 გადაწყვეტილება, 6 საგადასახადო დავა

    აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლიდან და პირის მიერ შესაბამისი ნების გამოვლენას უკავშირდება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრიდან…
    საქმე №ბს-201(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
  11. მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო — 243 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    რაც შეეხება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობას მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიდან და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკიდან, რომელთაც კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად უზენაესი იურიდიული ძალა აქვთ გამომდინარეობს, რომ პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარმა დარღვევამ, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც გახდეს.
    საქმე №ას-1254-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
  12. მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები — 235 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. 28. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
    საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
  13. მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება — 215 გადაწყვეტილება

    …და №15343/02, 20.03.2008, §174-175), თუმცა სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს საკანონმდებლო ზომები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად (გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭო, №A/HRC/52/28, 23.12.2022, 67-ე პუნქტი). 11. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, ყველას აქვს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება.
    საქმე №ბს-1349(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
  14. მუხლი 42. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები — 195 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    დანაშაული უმოქმედობით (მოცემულ შემთხვევაში, გამოუცხადებლობა) ხორციელდება და დამთავრებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის მომენტიდან. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. 14.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის (2025 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 2003-2012…
    საქმე №2კ-915აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
  15. მუხლი 11. თანასწორობის უფლება — 179 გადაწყვეტილება, 8 საგადასახადო დავა

    ფ-ების მოსაზრებას, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი განხორციელდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.
    საქმე №ბს-184(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
  16. მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო — 172 გადაწყვეტილება

    …სამართალს. 8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, დევნილი ოჯახისთვის, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება. 9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე;
    საქმე №ბს-486(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2026
  17. მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება — 167 გადაწყვეტილება

    …უკვე გამოცემულია აკადემიურ თაღლითობაზე წერილობითი გაფრთხილება) ი. ბ-ეის მიმართ გამოყენებულ იქნა სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის 4.2, 4.10 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა: სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლების ადეკვატური უზრუნველყოფის პრინციპს.
    საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
  18. მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება — 124 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
    საქმე №ბს-550(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
  19. მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა — 112 გადაწყვეტილება

    …დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები. 8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
    საქმე №2კ-44-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2026
  20. მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები — 93 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება…
    საქმე №ბს-190(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
  21. მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება — 90 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება ( საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
    საქმე №ბს-1212(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
  22. მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება — 89 გადაწყვეტილება

    …ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 6.1 მუხლის და ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებას შეადგენს შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის…
    საქმე №ბს-159(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
  23. მუხლი 44. პარლამენტის სესია და სხდომა — 89 გადაწყვეტილება

    სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის…
    საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
  24. მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა — 84 გადაწყვეტილება, 6 საგადასახადო დავა

    აღნიშნულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირის ერთადგილიან საკანში მოთავსების მარეგულირებელი სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში არსებული ნორმატიული შინაარსის ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში „რომელიც…
    საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
  25. მუხლი 24. საარჩევნო უფლება — 76 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-127 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან (ძვ. რედაქცია) მიმართებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს…
    საქმე №ბს-39(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
  26. მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები — 52 გადაწყვეტილება

    პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცული…
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  27. მუხლი 63. მოსამართლე — 42 გადაწყვეტილება

    ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს და რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია.
    საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
  28. მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება — 30 გადაწყვეტილება

    მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით ( კონსტიტუციის 28.1 მუხლი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები - დ.ქ-ე, რ.ი-ი, გ.გ-ი, ნ.ი-ი, კ.ა-ე, დ.მ-ი, ნ.გ-ი, ლ.გ-ა, ნ.ა-ი,…
    საქმე №ბს-144(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
  29. მუხლი 20. შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა — 25 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …და მომსახურების ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 44-ე კლასის მომსახურებისათვის, კერძოდ, სამედიცინო მომსახურებისათვის. მოპასუხე ორგანიზაცია სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს როგორც ინტერნეტით, ისე სხვადასხვა საშუალებით. 12. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
    საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
  30. მუხლი 70. თავდაცვის ძალები — 23 გადაწყვეტილება

    სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება კანონით.
  31. მუხლი 49. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი — 22 გადაწყვეტილება

    ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
    საქმე №ბს-184(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
  32. მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები — 17 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციის მე-2 მუხლი და შრომის კოდექსის მე-6 მუხლი. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული. შრომის კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს: „წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე“.
    საქმე №ას-1440-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
  33. მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება — 17 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით, უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება.
    საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
  34. მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები — 15 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საქმეთა პალატის 29.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ ი. თ-ი არაეთიკური ქმედების ჩადენის გზით ზიანს აყენებდა ადმინისტრაციის რეპუტაციასა და საჯარო ინტერესს. საქართველოს კონსტიტუციის 34.2 მუხლის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
    საქმე №ბს-65(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
  35. მუხლი 67. გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა — 15 გადაწყვეტილება, 31 საგადასახადო დავა

    საკასაციო პალატის განმარტებით, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასა და მის ზოგად ჩარჩოს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
    საქმე №ბს-1208(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
  36. მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება — 13 გადაწყვეტილება

    …II-27). 5.7. ამასთან, „ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებად დასახელებულია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების ყოველივე გარეშე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად განხორციელების რეალური შესაძლებლობა.
    საქმე №2კ-441აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2025
  37. მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები — 13 გადაწყვეტილება

    …სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან. საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხლი) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია ( საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხლი), თუმცა მუნიციპალური ბიუჯეტი ახდენს ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არსობრივ მსგავსებაზე მიუთითებს.
    საქმე №ას-685-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2025
  38. მუხლი 39. საქართველოს პარლამენტის წევრი — 12 გადაწყვეტილება

    …საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 39.5 მუხლის, ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 19.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 6.1 მუხლის მიხედვით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
  39. მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება — 11 გადაწყვეტილება

    …არამედ იმასაც, რომ არც სასამართლო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში და მართლმსაჯულება, მხოლოდ, კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა განახორციელოს. 35. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში საკანონმდებლო ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.
    საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
  40. მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები — 11 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …შენარჩუნებაზე უარის თქმის, არამედ მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერება. 16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს.
    საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
  41. მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი — 10 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    …საზღვრების კონტროლთან. „სახელმწიფოს უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ“ მონტევიდეოს 1933 წლის კონვენციის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს აქვს განსაზღვრული ტერიტორია. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.
    საქმე №ბს-814(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2025
  42. მუხლი 3. დემოკრატია — 9 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    წერილში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე და იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ეთნიკურ უმცირესობასთან კომუნიკაცია განახორციელოს შესაბამისი ენის მცოდნე მოხელის დახმარებით.
    საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
  43. მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები — 8 გადაწყვეტილება

    …ვარ?“ თ. ბ–მა უპასუხა -,,ეგ იმათ მოკითხე ვინც გაგიჩალიჩა“. ამოღებულ ფულად თანხასთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმე ნ. ნ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ეს თანხა იყო ავტომანქანის გაყიდვით მიღებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
    საქმე №2კ-1310აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
  44. მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები — 7 გადაწყვეტილება

    …ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მის მიერ დადასტურდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაცემის საფუძველი, შესაბამისად, უარის თქმის საფუძვლების კანონიერება მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
    საქმე №ბს-781(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2025
  45. მუხლი 60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო — 7 გადაწყვეტილება, 17 საგადასახადო დავა

    მოსარჩელის სურვილს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად ცნობილი აქტის საერთო სასამართლოს მხრიდან არარად აღიარებას მიაღწიოს, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლით დადგენილ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში მოქმედებას და ასკ-ით დადგენილ საქმეთა უწყებრივად ქვემდებარეობის წესს.
    საქმე №ბს-494(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2025
  46. მუხლი 74. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები — 6 გადაწყვეტილება

    N515 დადგენილებით) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 75-ე მუხლის მე-2 პუნქტზე,,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის…
    საქმე №ბს-977(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
  47. მუხლი 76. ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები — 6 გადაწყვეტილება

    …იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან. კონსტიტუციის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები. პალატამ ყურადღება გაამახვილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“…
    საქმე №ბს-784(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2021
  48. მუხლი 65. პროკურატურა — 5 გადაწყვეტილება

    პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 და მე-16 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 და მე-6 მუხლებზე, და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების…
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  49. მუხლი 73. ეროვნული თავდაცვის საბჭო — 4 გადაწყვეტილება

    საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №02/10/01 განკარგულების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ა.
    საქმე №ბს-58(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
  50. მუხლი 41. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები — 3 გადაწყვეტილება

    საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნტზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის,,...
  51. მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა — 3 გადაწყვეტილება

    …შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,…
    საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
  52. მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია — 3 გადაწყვეტილება

    52557/14, § 48, 13 ოქტომბერი 2015)“ - (იხ. CASE OF ZELIKHA MAGOMADOVA v. RUSSIA (Application no. 58724/14), § 98). მამისა და შვილის ურთიერთობის თაობაზე იხ. აგრეთვე - AFFAIRE ZAVŘEL c. RÉPUBLIQUE TCHÈQUE (Requête no 14044/05). 8. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
    საქმე №ას-163-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
  53. მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა — 2 გადაწყვეტილება

    დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
    საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
  54. მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება — 2 გადაწყვეტილება

    სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
  55. მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა — 1 გადაწყვეტილება

    კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
  56. მუხლი 43. პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია — 1 გადაწყვეტილება

    …მე-6 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს.
  57. მუხლი 48. იმპიჩმენტი — 1 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი, დაფინანსების წყაროდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, ხოლო მასში შრომითი საქმიანობა - სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობას.
    საქმე №ბს-1128(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2021
  58. მუხლი 54. მთავრობა — 1 გადაწყვეტილება

    …დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას (სადავო ნორმატიული აქტის მიღებისას - 78-ე მუხლი).
    საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
  59. მუხლი 64. იუსტიციის უმაღლესი საბჭო — 1 გადაწყვეტილება

    ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლი. კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმები განმტკიცებულია საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“, კერძოდ, 42-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
  60. მუხლი 77. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი — 1 გადაწყვეტილება

    სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.