საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
№ას-759-2024, 15.10.2024წ.). 26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
-
მუხლი 102. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებათა დასაშვებობა
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
-
მუხლი 391. საკასაციო საჩივრის შეტანა
…ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 6. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
-
მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. 14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული…
-
მუხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
-
მუხლი 257. გადაწყვეტილების გამოტანა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
-
მუხლი 408. საქმის ზეპირი განხილვა
თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გიზო უბილავა, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო…
-
მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან სადავო უძრავი ქონების მფლობელები, რომელთაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
-
მუხლი 396. საკასაციო საჩივრის შინაარსი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას.
-
მუხლი 407. შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი
…მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
-
მუხლი 249. გადაწყვეტილების შინაარსი
ყოველივე აღნიშნულით კი, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.
-
მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 91-ე, 364-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს.
-
მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
-
მუხლი 105. მტკიცებულებათა შეფასება
…და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
-
მუხლი 284. განჩინების გამოტანა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ბ.გ–ის, თ.გ–ის, ა.გ–ის, ს.გ–ისა და ი.ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
-
მუხლი 393. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს განმარტებით, მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო სსსკ-ის 217-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას საქმის განხილვის შედეგზე არსებითად არ უმოქმედია (ასეთ გარემოებებზე მითითებას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს), სსსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ და უფლებამონაცვლემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
-
მუხლი 244. საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს
…უმთავრესი პრინციპია. სასამართლოს რომ არ დაერღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გადაენაწილებინა სამართლიანად, მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას. 54. სსსკ-ის 244-ე მუხლისა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
-
მუხლი 55. სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
…განსჯით, მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის უნდა დაჰკისრებოდა შეუსრულებელი ვალდებულების 0,15% ყველა ვადაგადაცილებისთვის ცალ-ცალკე, რაც ჯამში შეადგენს 9070,43 ლარს (7455+263,01+309,12+217,65+189,30+636,35). 21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
-
მუხლი 420. კერძო საჩივრის განხილვის წესი
…მხარესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისინი არ განეკუთვნება კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და წარმოების მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხებზე ვერ იმსჯელებს. 33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
-
მუხლი 63. საპროცესო ვადის გასვლის შედეგები
დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
-
მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი
სააპელაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ…
-
მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
…საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408. 3-ე, 63-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა 1. შპს,,ნ.ფ–ის'' საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი; 2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
-
მუხლი 248. სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები
წარმოდგენილი სარჩელის პირობებში, როდესაც მოთხოვნა შეეხება მხოლოდ მოვალის სამეურვეო ქონებიდან და რეაბილიტაციის გეგმიდან კონკრეტული უძრავი ნივთების ამოღებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს საკუთრების უფლების საკითხები ( სსსკ-ის 248-ე მუხლით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა).
-
მუხლი 60. საპროცესო ვადის გამოთვლა
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
-
მუხლი 285. განჩინების შინაარსი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ბ.გ–ის, თ.გ–ის, ა.გ–ის, ს.გ–ისა და ი.ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
-
მუხლი 61. საპროცესო ვადის დამთავრება
სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
-
მუხლი 410. საკასაციო საჩივარზე უარის თქმა
…მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხებზე ვერ იმსჯელებს. 33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
-
მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად შემოწმება.
-
მუხლი 399. ზოგადი დებულებანი
3-ე, 399-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. 2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
-
მუხლი 372. ზოგადი დებულებანი
…კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
-
მუხლი 419. გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ი.მ–ის“ კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
-
მუხლი 367. სააპელაციო საჩივრის შეტანა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად დაევალა წარედგინა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში, ასევე, საჩივრის ელექტრონული ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 988,60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
-
მუხლი 70. სასამართლო უწყება
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
-
მუხლი 59. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
-
მუხლი 412. სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
…გამო: 8. სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი. 9. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები…
-
მუხლი 386. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე და 390-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
-
მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
…იქნება ადმინისტრაციული წესით, რაც არ ქმნის მისი უფლებების დარღვევის საშიშროებას. 28. საკასაციო საჩივრით დ.მ–ი აგრეთვე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯის კალკულაციას, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის…
-
მუხლი 243. საბოლოო გადაწყვეტილება
საგულისხმოა, რომ დავის გადაწყვეტის მოცულობის მიხედვით გამოიყოფა საბოლოო ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი ( სსსკ-ის 245-ე მუხლი) და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი).
-
მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის მიმართ საპროცესო შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა ( სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ.
-
მუხლი 37. ცნებათა განსაზღვრა
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს ( სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის დაანგარიშებაც, ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი…
-
მუხლი 397. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა
…ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე.
-
მუხლი 411. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
…შეთანხმდნენ და შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკიდან მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობდა, ეს კი მაშინ, როდესაც მითითებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს კარგად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. 20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
-
მუხლი 74. შეტყობინება ადრესატის არყოფნის შემთხვევაში
…დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ხ.ხ–ას (იხ.რწმუნებულება ს.ფ.104) მის მიერ მითითებულ მისამართზე (ადვოკატურაში) და ადვოკატ ვ.მ–ძეს (პ/ნ..........) ჩაბარდა 2026 წლის 24 ივნისს (იხ.საფოსტო ბილი ტ.2, ს.ფ.237). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ…
-
მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება
…შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „რ–ძის“ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
-
მუხლი 404. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები
…ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
-
მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.
-
მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება
ამ მიმართებით პალატა მოიხმობს დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა მტკიცების ტვირთის როლი სამოქალაქო საპროცესო სამართალში და აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას, არა მარტო…
-
მუხლი 2. უფლების სასამართლო წესით დაცვა
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს.
-
მუხლი 368. სააპელაციო საჩივრის შინაარსი
ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების ( სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის ( სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით.
-
მუხლი 374. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება, შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო…
-
მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
…წ), ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR). 14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის დავის საგანია გადაწყვეტილება, რომლითაც გაზრდილი ალიმენტის სახით 160 ლარის გადახდა დაეკისრა. 15. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
-
მუხლი 272. საქმის წარმოების შეწყვეტა
…თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი). სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
-
მუხლი 215. მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვა
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რწმუნებულებაში მითითებულ სხვა ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, შესაბამისად, პალატის აზრით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის.
-
მუხლი 268. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე. მხარეთა მიერ, ხელშეკრულების შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ.
-
მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება
ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
-
მუხლი 208. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
…(უფლებრივად დატვირთვის) უფლება (გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რათა არ დაზიანდეს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორების ინტერესები, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ან კერძო პირი; 21.4. სსსკ-ის 208.4 მუხლის თანახმად, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე…
-
მუხლი 131. აღიარება
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი ფაქტობრივი გარემოება;
-
მუხლი 385. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით…
-
მუხლი 201. მოპასუხის პასუხი (შესაგებელი)
…საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, ამავე სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ (2025 წლის 25 ნოემბერს 11:00 საათზე) და უწყება. 16.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხის, მისი წარმომადგენლის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართის მითითების ვალდებულება სწორედ მოპასუხეს ეკისრება.
-
მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი
კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას ( სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის…
-
მუხლი 389. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი, 249-ე, 389-ე და 248-ე მუხლები. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ მოახსენა სასამართლოს საქმის შესახებ.
-
მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ
ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (იხ.
-
მუხლი 106. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ…
-
მუხლი 178. სარჩელის შინაარსი
შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [ სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი;
-
მუხლი 180. აღიარებითი სარჩელი
…შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა. 22. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
-
მუხლი 250. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება
…განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, თუმცა საქმეს ასევე ერთვის ხელწერილი(ს.ფ.130), რომელიც ადასტურებს რომ მხარეებმა უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვეს სსსკ 250-ე მუხლის შესაბამისად, შემოფარგვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუტების გარეშე.
-
მუხლი 233. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის…
-
მუხლი 241. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით…
-
მუხლი 264. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რ.კ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; 2. სს „ე.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
-
მუხლი 382. მტკიცებულებათა გამოკვლევა
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს.
-
მუხლი 275. სარჩელის განუხილველად დატოვება
თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
-
მუხლი 83. მხარეთა საპროცესო უფლებები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ( სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო…
-
მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება
ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (იხ.
-
მუხლი 1. გამოყენების სფერო
…დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
-
მუხლი 273. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
…12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი). სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
-
მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
სააპელაციო სასამართლომ დაინტერესებულ პირებს საზოგადოდ განუმარტა, რომ სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლები ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივ შესაძლებლობას და ამ გზით დაინტერესებული პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფას;
-
მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
…განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20.07.2023 წ; №ას-970-2019, 19.07.2019წ.). 14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს…
-
მუხლი 230. მოპასუხის გამოუცხადებლობა
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
-
მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები
…საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
-
მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
…განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368. 5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. სუსგ №ას-693-2019, 28.05.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06. 2022წ.).
-
მუხლი 387. მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები
…ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. 12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
-
მუხლი 380. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები
…მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმირებულობის თარიღად, ასევე, სადავოდ გახადა იმ პირის უფლებამოსილება, რომელმაც დასაქმებულს ელ-ფოსტის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.
-
მუხლი 104. მტკიცებულებათა მიუღებლობა
სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული ხსენებული მტკიცებულება, ვინაიდან საკასაციო…
-
მუხლი 7. კანონისა და სამართლის ანალოგია
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება ( სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ.
-
მუხლი 187. განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ
…სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
-
მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება
…დაკავშირებითაც მოპასუხე ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული წესით საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მოპასუხეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
-
მუხლი 219. ახალ გარემოებებზე მითითება
საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც ( სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება.
-
მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები
აღნიშნული კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ადგენს პირობებს, როდესაც პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის. ორივე მუხლში ცალსახად ხაზგასმულია ზიანის არსებობის აუცილებლობა.
-
მუხლი 421. საქმის წარმოების განახლების სახეები
…ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - §25). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების…
-
მუხლი 229. მოსარჩელის გამოუცხადებლობა
…საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 13. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
-
მუხლი 422. განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ
სააპელაციო სასამართლომ დაინტერესებულ პირებს საზოგადოდ განუმარტა, რომ სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლები ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივ შესაძლებლობას და ამ გზით დაინტერესებული პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფას;
-
მუხლი 266. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები
საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, მატერიალური კანონიერი ძალა კი, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
-
მუხლი 11. სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი
სასამართლოს მოსაზრებით, ამ მოთხოვნებს არ გააჩნია ადმინისტრაციული დავის მახასიათებლები და ისინი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავა ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად, ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები არ მიეკუთვნება საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას.
-
მუხლი 416. კერძო საჩივრის შეტანის ვადა
…კანონით დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს…
-
მუხლი 414. კერძო საჩივრის შეტანა
რაც შეეხება კერძო საჩივრის დასაშვებობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებების მიმართ და იმ შემთხვევებში, რომლებზეც კანონი პირდაპირ მიუთითებს.
-
მუხლი 260. გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება
პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
-
მუხლი 198. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
…35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. 17. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
-
მუხლი 85. არასათანადო მოპასუხის შეცვლა
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, დეტალურად მიუთითებს თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6,
-
მუხლი 378. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა
უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ( სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის…
-
მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი…