საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
ზემოაღნიშნული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის შედეგად, პალატამ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი დაკმაყოფილებულად მიიჩნეოდა.
-
მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
…ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
-
მუხლი 316. ცნება
ზემოაღნიშნული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის შედეგად, პალატამ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი დაკმაყოფილებულად მიიჩნეოდა.
-
მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი
სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დაცულ საკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან…
-
მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა
ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
-
მუხლი 417. ცნება
საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად,…
-
მუხლი 420. პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ
ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ.
-
მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
-
მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1 და 992-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს საცხოვრებელ ფართს, რის გამოც მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელ ფართში უხდება ქირით ცხოვრება.
-
მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს ( სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).
-
მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა
მითითებული ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნებსა და მიზნებს, იყო გონივრული და სამართლიანი, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.
-
მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა
აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. 51. განსახილველ შემთხვევაში დამკვეთის მიერ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს…
-
მუხლი 394. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
-
მუხლი 992. ცნება
…მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2024 წლის 24 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1 და 992-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს საცხოვრებელ ფართს, რის გამოც მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელ ფართში უხდება ქირით ცხოვრება.
-
მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის
…ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. იმავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
-
მუხლი 623. ცნება
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ.
-
მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც შეზღუდულია ყადაღადადებულ ქონებაზე მესაკუთრის ცვლილების შესაძლებლობა და ამგვარ ქონებაზე დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია.
-
მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
…იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, „1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.“ ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, „1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
-
მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
-
მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე
თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სსკ-ის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
-
მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება
…მსჯელობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია. 24. პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ სარჩელი შეტანილია ხანდაზმულობის ვადაში. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
-
მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება სსკ-ის 410-ე მუხლიდან (ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა…
-
მუხლი 477. ცნება. შინაარსი
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
-
მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
-
მუხლი 50. ცნება
…საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად მიიჩნია მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად. 16. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
-
მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
-
მუხლი 128. ცნება. სახეები
ვინაიდან, მოვალე და გადახდისუუნარობის საქმეში კრედიტორი ბანკები მიუთითებდენ მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელზე - ხანდაზმულობაზე, პალატამ იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, „1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.“ ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, „1.
-
მუხლი 629. ცნება
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისად, წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე…
-
მუხლი 311. საჯარო რეესტრის დანიშნულება
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ( სსკ-ის 311.1-ე მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მესამე პირთათვის იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, ეს ვალდებულება ს–ვთოსამართლებრივი ვალდებულებაა, გამიზნული კონკრეტული პირის საკუთრების უფლების დადასტურებისათვის...“ (იხ.
-
მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები
…მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
-
მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ
მოსარჩელეს კი, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებისა და დადგენილი ფაქტების გამაქარწყლებელ რელევანტურ მტკიცებულებებზე არ მიუთითებია.
-
მუხლი 407. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლისას
…მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
-
მუხლი 400. ცნება
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
-
მუხლი 867. ცნება
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (შდრ.
-
მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები
საკასაციო პალატა არც ამ არგუმენტს იზიარებს და მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს…
-
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი…
-
მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები
…1-ლი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კედიტი - 15 000 ლარი, 36 თვით, 2019 წლის 4 თებერვლამდე, წლიური 18.22% - იანი სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები). 4.3.1. კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში - 544 ლარი, ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა დაფარულიყო, შეთანხმებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
-
მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა
…აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). 12.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი.
-
მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი
…მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.
-
მუხლი 1198. მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ
ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
-
მუხლი 891. ცნება
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
-
მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის
№2/3/423 გადაწყვეტილებებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე და 413-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ქ. თბილისის...ის რაიონული პროკურატურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო ითხოვდა, რაც გამოიხატა გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებასა და გარდაცვლილი მეუღლის მკურნალი ექიმების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაუწყებლობაში.
-
მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები
ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
-
მუხლი 895. თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა
…ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
-
მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას
ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე ( სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
-
მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
( საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.).
-
მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება
სუსგ საქმე №ას-1529-2022, 1 მარტი, 2023 წელი) განმარტა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
-
მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებშიც კი, როდესაც პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შესაძლოა, არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოება, კერძოდ, ზემო ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწათა კატეგორიას,…
-
მუხლი 105. წარმომადგენლის შეზღუდული ქმედუნარიანობა
…მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
-
მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის
№2/3/423 გადაწყვეტილებებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე და 413-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ქ. თბილისის...ის რაიონული პროკურატურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის…
-
მუხლი 286. ცნება
დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. 11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.2, 623-ე, 625-ე, 286-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა მ.მ–ძესა და ნ.მ–ს შორის, 2008 წლის 26 ივნისს, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.
-
მუხლი 1212. შვილების რჩენის მოვალეობა
…ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, თითოეულისათვის, 600-600 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2024 წლის 19 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე. 4.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18, 27.2-ე მუხლებზე. 4.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დაწესებულია…
-
მუხლი 1214. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ
…საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
-
მუხლი 873. საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას
უმნიშვნელოვანესი გარემოება არის ის, რომ მოპასუხემ ქონება გადააფორმა ზუსტად ვალდებულების დარღვევის შემდეგ (რა თქმა უნდა, ვალდებულების დარღვევის პირველივე თვეში სარჩელს ვერ წარადგენდა კომპანია, რამდენადაც სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ ხელშეკრულების გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის…
-
მუხლი 419. პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნის დაუშვებლობა
…დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 6.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია სსკ-ის 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. მხარეებს შეეძლოთ თავისუფლად განესაზღვრათ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ამდენად,…
-
მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა
…ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
-
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
კასატორის წარმომადგენელი პირველ რიგში უთითებს სახელმწიფოს ან საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
-
მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი,…
-
მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო…
-
მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა
კასატორი უთითებს მისთვის ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავ გარემოებაზე და აცხადებს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია წარდგენილი სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი სესხის N 1168311354 ხელშეკრულება, რის გამოც ამ ნაწილში მას არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა.
-
მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება
…უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად კი, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
-
მუხლი 399. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას გრძელვადიან ურთიერთობებზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად.
-
მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება
სსკ-ის 463-ე, 408-ე და 409-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე კომპანია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია.
-
მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები
სააპელაციო პალატის მითითებით, ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონება ადრე მის საკუთრებას წარმოადგენდა და უკანონოდ გასხვისდა აუქციონზე, ვერ აქცევს მას, სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს.
-
მუხლი 416. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
-
მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ახდენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების (ნების გამოვლენის ჩაბარება და ძალაში შესვლა) შეჯერებას 355-ე მუხლთან და არ პასუხობს კითხვებს: როდის ითვლება ნების გამოვლენა ჩაბარებულად ელექტრონული შეტყობინების კონტექსტში?
-
მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით
რაც თავის მხრივ, განაპირობებს წარმოშობილი სასესხო ურთიერთობის შესრულებით შეწყვეტას სსკ-ის 427-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) და თავდაპირველ სარჩელს წარუმატებელს ხდის.
-
მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
…დატვირთვის აკრძალვას. ყადაღის არსებობის პირობებში მესაკუთრე კარგავს შესაძლებობას, საკუთარი ნებით განახორციელოს ქონების გადაცემა. აღნიშნული გარემოება პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებსაც. სსკ-ის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ მიღებული საგანი გამოყენებულია, გასხვისებულია ან უფლებრივად დატვირთულია.
-
მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 167-ე მუხლების დებულებები, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე, კერძოდ, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ…
-
მუხლი 1234. ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა
…ყოველთვიურად, თითოეულისათვის, 600-600 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2024 წლის 19 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე. 4.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18, 27.2-ე მუხლებზე. 4.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ…
-
მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები
სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა განაწილდეს სამკვიდრო ქონება მემკვიდრეებს შორის - კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
-
მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამართლზომიერია, ვინაიდან შემოსავლების…
-
მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა
…უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
-
მუხლი 401. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა
ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 401-ე მუხლზე (ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული) და ზემოაღნიშნულ ნორმებზე…
-
მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) პრეტენზია მამის სამკვიდროდან სადავო ქონებაზე წილის მოთხოვნის ნაწილში, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით და სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მამის გარდაცვალებიდან (1999 წლის 21 მარტიდან) ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
-
მუხლი 404. კრედიტორის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
-
მუხლი 1197. მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ
…მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების მიხედვით სადავოა ალიმენტის დაკისრების მართლზომიერება და მშობლის უფლების შეზღუდვის კანონიერება. 13. საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძვლის არსებობაზე. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
-
მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა
მოსარჩელის განმარტებით, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს 2022 წლის 26 აგვისტოს 01:30 სთ-ზე და იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ბრლადების შესახებ.
-
მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები
აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე ( სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
-
მუხლი 1202. განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რომლის თანახმად: მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
-
მუხლი 1507. სამოქალაქო კოდექსის მოქმედება დროში
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით: „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის დებულება, რომლითაც კანონმდებელი ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების ახალი კოდექსით რეგულირების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოდავე სუბიექტებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.
-
მუხლი 464. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
სსკ-ის 463-ე “თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს” მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების განხორციელების შემოწმებას მოითხოვს, რადგან სსკ-ის 464-ე მუხლებით “სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით” და 408-ე მუხლის პირველი ნაწილით “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
-
მუხლი 173. საერთო საკუთრება
მდებარე,......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში, რეგისტრირებული წილების შესაბამისად, ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია. 4.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
-
მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება
სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.
-
მუხლი 403. პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას
რადგან დგინდება, რომ მოვალეს არ გადაუცილებია ვალდებულების შესრულებისთვის, მისთვის სსკ-ის 403-ე მუხლით განსაზღვრული ვადაგადაცილების გამო დარიცხული პროცენტის გადახდის მართლზომიერი საფუძველი გამოირიცხება.
-
მუხლი 180. აუცილებელი გზა
რაკი, სადავოა აუცილებელი გზის უფლების დადგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 180.1 მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
-
მუხლი 1213. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ
მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ შესაბამის მუხლებზე, გაიზიარა პირველი…
-
მუხლი 1158. მეუღლეთა თანასაკუთრება
მაგალითისათვის, განსხვავებულ მართლწესრიგს ადგენს კანონმდებელი საოჯახო და სამემკვიდრეო სამართლის კონკრეტულ შემთხვევებში ( სსკ-ის 1158.2 მუხლით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) ( სსკ-ის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან).
-
მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო
სწორედ ამას აღნიშნავს კიდეც სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
-
მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 159-ე მუხლით და განმარტა, რომ მოპასუხემ მასსა და მესაკუთრის მეუღლეს, ე.ი. უფლებამონაცვლეს შორის სადავო ნივთთან დაკავშირებული გარიგების დადების ფაქტი ვერ…
-
მუხლი 581. ცნება
სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე მუხლები, აგრეთვე ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბების მიზეზს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა წარმოადგენდა.
-
მუხლი 155. ცნება. სახეები
…უძრავ ქონების ფლობას. აღნიშნულს მით უფრო ვერ გამორიცხავს მეზობლების წერილობითი განცხადებები, რომლებიც ცხადია დასაშვებ მტკიცებულებათა რიგში შედის, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საპირწონე არ არის. 4.24. სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
-
მუხლი 799. ცნება
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, განსახილველი დავის ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების…
-
მუხლი 892. თავდებობის ფორმა
…- 192 000 ლარით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის მიხედით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
-
მუხლი 709. ცნება
საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს.
-
მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სსკ 249.5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განმარტებულია მისი გასაჩივრების ვადა და წესი, შესაბამისად, იგულისხმება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი ინფორმირებული იყო მის საპროცესო უფლება-მოვალეობებზე და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
-
მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები
პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
-
მუხლი 1306. ცნება
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა ძირითადი პრეტენზია მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობის ფაქტს შეეხება. ამასთან, კასატორები სადავო უძრავ ქონებაში არ ცხოვრობენ. 19. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან/და ორივე საფუძვლით.
-
მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე
სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ.
-
მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა
…კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლით კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული.