საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის საოქმო განჩინებით სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ვ. ვ-ი და ი. ბ-ე. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ.
-
მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა
შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.
-
მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები
…საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო: 8. სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
-
მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
-
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
…მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება (კანონის 1.1 და მე-2 მუხლები). 11. კანონის 3.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრს - შავ სიას სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.
-
მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
პალატა მიუთითებს, რომ საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, დარღვევის გამოსწორება/ ობიექტის ლეგალიზება იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყეტას ( კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) მითითება შესრულდა და დარღვევები გამოსწორებულია;
-
მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის მე-2 წინადადების თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
-
მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს განხორციელებული ქმედება რამდენად შეიძლება იქნას მიჩნეული პირის სამართალდარღვევად ცნობის საფუძვლად, ხოლო ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, პროპორციულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დამრღვევის…
-
მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნ
…სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის…
-
მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მისთვის სასკ-ის 281 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება და დაეხმაროს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის სათანადოდ ფორმულირებაში, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები) ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
-
მუხლი 26. გაფრთხილება
ამდენად, სასკ-ის 251 მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოს.
-
მუხლი 17. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის პასუხისმგებლობა
…თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.
-
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფა
პალატის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება.
-
მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები
…აქტის გამოცემის დავალება ხდება ასკ-ის 33-ე მუხლის და არა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას.
-
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება
…გარეშე მშენებლობის განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, რომლის გამორკვევასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალდარღვევისათვის საჯარიმო სანქციის სწორად შეფარდებისათვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
-
მუხლი 261. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 231-ე, 261-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებით ირკვევა, 2026 წლის 11 თებერვალს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა ს.
-
მუხლი 264. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი
…შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა…
-
მუხლი 272. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
-
მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები
…აქტის გამოცემის დავალება ხდება ასკ-ის 33-ე მუხლის და არა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას.
-
მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები
…საგზაო მოძრაობის წესები. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. 34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებულ დასკვნაში ექსპერტმა მიუთითა როგორც…
-
მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა
…მოქმედება შეასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა (შდრ. სუსგ Nბს-238 (კს-25), 03.07.2025წ.). 10. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
-
მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის აღსრულება გამოიწვევს პირის ექსტრადაციას ლიეტუვის რესპუბლიკაში, სადაც არსებობს მოსარჩელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური და სერიოზული საფრთხე, ამდენად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროპული კონვენციისა და სასამართლო პრაქტიკის, ასევე, სასკ-ის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.
-
მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ა.
-
მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
-
მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
…სამართალწარმოება. კასატორები აღნიშნავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6.10.2022წ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თ. ბ-ას მიერ სს "თ...ს" საერთო კრების აუდიო ჩაწერისა და გამჟღავნების (27.06.2022წ) დღიდან გასული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას აუდიოჩანაწერის შექმნისა და გამჟღავნების ნაწილში თ.
-
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2026 წლის 20 იანვრის №MIA 5260017867 დადგენილებით უცვლელად იქნა დატოვებული.
-
მუხლი 281. დადგენილების გაუქმების შედეგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტით
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასკ-ის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით.
-
მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
ბ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
-
მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
…საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.: მინდობილობა, ს.ფ. 23-24; საკასაციო საჩივარი, ს.ფ.206; გზავნილი, ს.ფ.245) და ჩაჰბარდა თანამშრომელს 06.04.2026 წელს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ს.ფ.247). 7. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
-
მუხლი 251. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
ამდენად, სასკ-ის 251 მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოს.
-
მუხლი 276. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა
…შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
-
მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება ან ისეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, რაც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
-
მუხლი 236. მტკიცებულებები და სამართალდარღვევის მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს
…რომლისთვისაც ნკანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ადსკ-ის მე-10 მუხლი), ხოლო ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებსაც ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
-
მუხლი 271. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე…
-
მუხლი 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში,...ის ქუჩა N9-ში, I სართული 117,6 კვ.მ. N... საცხოვრებელი ფართის მოსარგებლის ლ.კ-ის მიმართ 2017 წლის 25 სექტემბერს, შპს “...-ს“ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149.1 მუხლის საფუძველზე - სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფატზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N...
-
მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ 63-64, 58-59, 61-62);
-
მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის 110-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა იმ წესებისა და მოთხოვნების დაცვით, რომელსაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს.
-
მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა
მართალია, უხეში გაუფრთხილებლობა არ არის განმარტებული სამოქალაქო კოდექსში, თუმცა დეფინიციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლები, სადაც მითითებულია სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისა და გაუფრთხილებლობით ჩადენის შესახებ განმარტებები.
-
მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები
…აქტის გამოცემის დავალება ხდება ასკ-ის 33-ე მუხლის და არა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში. გადაწყვეტილება გამოტანილია ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც ასკ-ის 23-ე, 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას.
-
მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები
მ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, იყო დაუშვებელი და სასკ-ის 262-ე მუხლის ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ ნაწილში უნდა შემწყდარიყო საქმისწარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24…
-
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
-
მუხლი 232. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოებები
…საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა 425 ცალი ე.წ. „მაინერი“, ასევე ამოღებულ იქნა ამავე სოფელში ვ.დ–ის საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო…
-
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა
ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე– 123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
-
მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არ
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის გამო ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევ პირად აღიარებული იქნა ფიზიკური პირი კ.კ–ი და მოპასუხე იურიდიული პირი.
-
მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ბინადრობის ნებართვის გაცემისას სააგენტო ვალდებული იყო თითოეულ წარმოებაში ხელახლა შეეფასებინა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა და უპირატესობა მიენიჭებინა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის ( კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა წარმოადგენდა უარის თქმის კანონიერ და საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.
-
მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ითვლება
…’ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, 24-ე, 29-ე, 33-ე, 34-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის,,ვ“ პუნქტზე, 61-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 39-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15…
-
მუხლი 237. მტკიცებულების შეფასება
საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე, 237-ე, 264-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
-
მუხლი 5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში
…წარმოდგენილი არ არის.“ 4.2.6 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების)" მეთოდიკის 4-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოანგარიშებული იქნა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოხსნითა და ნაყოფიერი ნიადაგის დეგრადირებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რამაც შეადგინა 14,657.30 ლარი.
-
მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება
აღნიშნული პროცედურები განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავებისა შედგენისთვის დადგენილი წესის დაცვით.
-
მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით
N57 დადგენილების 36-ე, 65-ე და 66-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ლ. გ-ემ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა, რომელსაც შენობა-ნაგებობის ნაწილში ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა, ხოლო ღობის მოწყობის ნაწილში - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასტური.
-
მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება
N19-55 დადგენილებით დამტკიცებული წესის 7.1 და 1.1 მუხლებს. ამდენად, მოსარჩელის და მოპასუხის პოზიციები ემყარება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დებულებებს.
-
მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილად ჩათვალა (მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელე მხარე სამართალდარღვევის ჩადენას სადავოდ არ ხდიდა), თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის შპს,,...-სთვის’’ ცალ-ცალკე ჯარიმის სახით დაეკისრებინა 30 000 - 30 000 ლარი.
-
მუხლი 231. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 231-ე, 261-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებით ირკვევა, 2026 წლის 11 თებერვალს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა ს.
-
მუხლი 244. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლსა და 244-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დაკავება წარმოადგენს სასამართლოში სამართალდარღვევის საქმის განხილვის დაწყებამდე და სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტამდე…
-
მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ აღნიშნული პრინციპების დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის პოლიციელის მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული…
-
მუხლი 252. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაცია თარჯიმნის მოწვევის სავალდებულოობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს არა…
-
მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი
მოსარჩელის განმარტებით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ოქმი შედგენილია ზერელედ, ცალმხრივად, დამრღვევისა და მოწმეების ხელმოწერის გარეშე.
-
მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება
…უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და არ არის აკრძალული კანონით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252, 239.27, 242.4 მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის…
-
მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება
…„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-10 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-8 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და 71 პუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარდგენილი 24.04.2019 წ.
-
მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის 117 და 118 მუხლით გათვალისწინებულ საკანონმდებლო მექანიზმებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ამდენად, დაინტერესებული პირების მიერ მათ გამოყენებას განსხვავებული იურიდიული ინტერესი უდევს საფუძვლად.
-
მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლზე (რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც…
-
მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადა
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ადმინისტრაციული დაკავება სულ გრძელდებოდა 1 (ერთი) საათი და 31 (ოცდათერთმეტი) წუთი.
-
მუხლი 150. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება
რ-ამ აღნიშნა, რომ იგი დააკავეს 2016 წლის 26 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევის გამო, რაზედაც შედგა 26.03.2016წ. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი.
-
მუხლი 278. საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო
სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში არ უხელმძღვანელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევთა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ, არამედ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
-
მუხლი 20. შეურაცხაობა
ექსპერტი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები;
-
მუხლი 52. მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება
…რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. შესაბამისად, ნ.გ–ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512-ე და 52-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოება შეწყდა. 4.2.4 ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაეყრდნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 6 ნოემბრის წერილს.
-
მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წ
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 102-ე, 122-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სახის სამუშაოების განხორციელებას, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის/შეთანხმებული შეტყობინების სახით.
-
მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა
…უნდა იყოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით, ამასთან, იგი შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სასკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი მოიაზრებს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია შესაბამისი ადამიანური და ორგანიზაციული რესურსით, რომლითაც შესაძლებელია წარმომადგენლობის ადეკვატურად უზრუნველყოფა.
-
მუხლი 49. საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება
…№..., №... №... და №... ოქმები და მასალები შპს „კ...“-ს მიმართ, საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავების ფაქტებზე, სასარგებლო წიაღისეულის, კირქვის მოპოვების ფაქტზე და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და გადაადგილების ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 571-ე მუხლით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასკ-ის 512-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
-
მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე…
-
მუხლი 250. სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა
…უფლებამოსილების რეალიზების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რისი უფლებაც ამ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსვე ჰქონდა მინიჭებული ( საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი, 250-ე მუხლის 11 ნაწილი). ამდენად, დასტურდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის საფუძველზე…
-
მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
…დარღვევას. შემოწმება განხორციელდა ერთდროულად, ერთიდაიგივე სუბიექტის (შპს “...”) მიმართ, მანამდე შპს “...” მიმართ არც ასეთ დარღვევას და მის გამოვლენას და არც სამართალდარღვევისათვის რაიმე სანქციის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად ერთგვაროვანი სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ითვლება, თუ პირს უკვე დადებული აქვს სახდელი.
-
მუხლი 44. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია
წინააღმდეგ შემთხვევაში ეცნობა, რომ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაჯარიმდებოდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
-
მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა
აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებული კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესი კომისიას აძლევდა მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
-
მუხლი 131. რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა
…ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდეგში „კოდექსი“). კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.
-
მუხლი 201. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციის გამიჯვნა
ამავდროულად, სასკ-ის მე-201 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესს. უკეთუ კასატორისთვის პრობლემურია დასაიდუმლოების არსებითი, მატერიალური…
-
მუხლი 230. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები იყო: ყოველი…
-
მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
სასამართლომ მიუთითა, რომ დარღვეული იქნა „ პოლიციის შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანების მე-12 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე და 248-ე მუხლების, საქართველოს სსსკ-ის 121-ე და 174-ე მუხლების დანაწესები. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელი მტკიცებულებებია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან (ე.წ.
-
მუხლი 260. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადება
განჩინებით, სასკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, 28.12.2018წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ნაცვლად 13 ოჯახისა მიეთითა 11 ოჯახი.
-
მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა
…25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის ითვალისწინებს საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადების, მისი ასლის ჩაბარება-გაგზავნის წესს.
-
მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად
…მოძრაობის დისტანცია და ვერ დაიცვა საგზაო მოძრაობის წესები. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მძღოლმა, თავისი ქმედებით საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მათ შორის, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები; 21-ე მუხლის მე-5, მე-8 და 22-ე პუნქტები; 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები; 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები.
-
მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება
…გამოყენებული სადავო ღონისძიება. თუ ასეთი ღონისძიება არ არსებობს/შემდგომში გაუქმდა, არ არსებობს კერძო საჩივრის უმთავრესი წანამძღვარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-327-2024, 11.04.2024წ., პუნ. 14). 15. სასკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას;
-
მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა
გ) არ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი; დ) მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ დარღვევა დადგენილების მიღებამდე…
-
მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულია ის სამართალდარღვევები, რომელთა განხილვის კომპეტენციაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს აქვთ მინიჭებული.
-
მუხლი 266. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება
მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული წერილი ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვინაიდან წერილიდან ვერ ირკვევა დადგინდა თუ არა ფაქტობრივი…
-
მუხლი 27. ჯარიმა
ამასთანავე, სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1778-1კ განკარგულების მიხედვით, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით და ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ი/მ ლ. მ-ის ვალუტის გამცვლელ პუნქტს ფულადი ჯარიმის სახით დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) და 10 000 (ათი ათასი) ლარი.
-
მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება
…სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „პოლიციის შესახებ კანონი“ განსაზღვრავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
-
მუხლი 53. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა
…ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა იმ ძირითადი ელემენტების გარეშე, რაც საკუთრების უფლებას განასხვავებს სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის მე-4, 102-ე, სასკ-ის მე-5, 17.1, 53.5, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
-
მუხლი 65. ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
…პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ…
-
მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზ
…გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. ამავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლებს, კერძოდ, ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
-
მუხლი 151. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება
ტ-ე ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი.
-
მუხლი 249. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
…დაწესებულებების უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნივთების გასინჯვის შესახებ დგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები.
-
მუხლი 275. დადგენილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა
დადგენილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ბ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
-
მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
…თავმჯდომარის მიმართ). სასამართლომ ასევე არ გამოიყენა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, საკანონმდებლო აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-60 მუხლი წყალსარგებლობის წესების დარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
-
მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე, 102-ე, 122-ე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სახის სამუშაოების განხორციელებას, რომელსაც ესაჭიროებოდა…
-
მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება
გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის 110-ე, 119-ე, 120-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა იმ წესებისა და მოთხოვნების დაცვით, რომელსაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები ითვალისწინებს.
-
მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა
ამასთანავე, განმარტებულ იქნა, რომ პირობების შეუსრულებლობისას არ დაეშვათ სამუშაოების წარმოება და გატარებულიყო ზომები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 10 ივნისს,…
-
მუხლი 164. სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დარიცხულ ჯარიმას და არა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევას.
-
მუხლი 180. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) ბრუნვის წესების დარღვევა
გ-ს 2007 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა - 20 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
-
მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის ან რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით.