საქართველოს შრომის კოდექსი · რედაქცია 16.04.2025
შრომის კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, შრომის კოდექსის პირველ, მე-2 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 361-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის კანონიერება, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ისე უნდა განაწილდეს როგორც ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას ხდება.
-
მუხლი 1. მოქმედების სფერო
…წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
-
მუხლი 47. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
…6.1. რ.კ–ვა მუშაობდა სს „ე.ჯ.გ–იის“ მართვის ფარის ოპერატორის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა -1 450 ლარს. ხელზე ასაღები 1160 ლარი. 6.2. დამსაქმებლის 2024 წლის 29 ივლისის N24 გადაწყვეტილებით, რ.კ–ვას შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (დასაქმებულის მიერ მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური…
-
მუხლი 48. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას, დარღვეულია შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული იძულებითი განაცდურის ოდენობის პროპორციულობის პრინციპი მიყენებულ ზიანთან მიმართებაში.
-
მუხლი 31. შვებულების ხანგრძლივობა
2023 წლის ივლისის თვის ხელფასთან ერთად დასაქმებულს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიეცა კომპენსაცია 1 (ერთი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად;
-
მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები
…დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მხარეთა შორის 01.04.2017 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.7.1, 4.7.2., 4.7.3., 7.1.3.. 13.2.1.3. პუნქტები; სს „რ.ა–ის“ 2017 წლის შინაგანაწესის 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-3 პუნქტები, მე-3 მუხლის მე-11 და მე-15 პუნქტები, სს „რ.ა–ის“ 2017 წლის დასაქმებულთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნტი;
-
მუხლი 32. შვებულების მიცემის წესი
…წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. მე-5 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ.
-
მუხლი 30. უქმე დღეები
პალატა აღნიშნავს, რომ უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის N563 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.
-
მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
კ-ა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, მე-4, 24-ე მუხლებზე და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
-
მუხლი 6. სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები
ასევე, უგულველყოფილ იქნა „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–6 და მე–7 მუხლები, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 1-ლი, მე–4 და 24–ე მუხლები, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის…
-
მუხლი 58. მიყენებული ზიანისთვის მატერიალური პასუხისმგებლობა
იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე მუხლის (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
-
მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულების დადება
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სკოლაში მუშაობდა 2020 წლის 01 ოქტომბრიდან, მისი შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უვადოდ ითვლებოდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2025 წლის 10 თებერვალს გაფორმდა N5-09 შეთანხმება, რომლითაც…
-
მუხლი 41. შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა და გაცემის დრო
რაც შეეხება მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას 2023 ივლისსა და დეკემბერში მისაღები ბონუსის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხის შეფასებისას იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 41.2 მუხლით (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული…
-
მუხლი 37. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო
…არარელევანტურია წინამდებარე საქმის მიმართ, ვინაიდან მათში ასახულია მოცემული დავისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები (მაგ.: ზოგ შემთხვევაში, მოსარჩელესთან (დასაქმებულთან) შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ან „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, (და სადავოა სწორედ მათი შეწყვეტის მართლზომიერება);
-
მუხლი 4. შრომითი დისკრიმინაციის ცნება
…ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით…
-
მუხლი 44. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას
მითითებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებები შეუწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 07.02.2023წ.
-
მუხლი 46. შრომითი ურთიერთობის შეჩერება
რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობას, პალატამ მიუთითა სადავო ბრძანების დროს მოქმედი შრომის კოდექსის 46.1 მუხლის დისპოზიციაზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
-
მუხლი 38. შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
…მოქმედების პერიოდში, დაკისრების საფუძველი. 6.10. სააპელაციო სასამართლომ, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე, 408.1, 411-ე, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 38.8, 32-ე, 44-ე მუხლები და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
-
მუხლი 42. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს
კასატორი მიუთითებს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენა არ ანაზღაურდება.
-
მუხლი 17. გამოსაცდელი ვადა
აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს უშუალოდ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდანაც, რომელიც საუბრობს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომის ხელშეკრულების დადება - არდადებაზე და იქვე აკონკრეტებს, რომ…
-
მუხლი 7. მტკიცების ტვირთი
…მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომით ურთიერთობებში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, ეროვნების ან სხვა ნიშნის გამო, ასევე დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დისკრიმინაციის საფუძვლით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია.
-
მუხლი 14. შრომითი ხელშეკრულების შინაარსი
…შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მე-2 პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. შრომის კოდექსის მე-14 მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, მუშაობის დაწყების თარიღს, შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობას, სამუშაო დროსა და დასვენების დროს, სამუშაო ადგილს, თანამდებობასა და შესასრულებელი სამუშაოს სახეს ან აღწერილობას, შრომის ანაზღაურებასა და მისი გადახდის წესს.
-
მუხლი 34. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა
…კი უნდა გამოაკლდეს მომდევნო დავალიანების ოდენობას და ამგვარად გამოითვალოს დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისთვის გათვალისწინებული პროცენტი. 12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 31.3, 34-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გამოსათვლელად საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა შემდეგი გაანგარიშებით: 12.1.
-
მუხლი 60. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები
მოპასუხის განმარტებით, შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.4 და მომდევნო პუნქტები მოსარჩელეს მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე უკრძალავდა კონკურენტ საქმიანობაში მონაწილეობას.
-
მუხლი 50. საწარმოს გადაცემა
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 50-ე და მე-12 მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა დამსაქმებლის არგუმენტი, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა-შპს „რ.რ.ს–ომ“ ნ.კ–იას სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების დასადასტურებლად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ნ.კ–იას თავდაპირველი დამსაქმებელი შპს „აკ.ნ.
-
მუხლი 74. ხანდაზმულობის ვადა
…სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იგი ხანდაზმული არ არის და მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება 05.10.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ამ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის 74-ე მუხლის რეგულაციიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ამოქმედდა ხანდაზმულობის სპეციალური 1 წლიანი ვადა, რომელიც განსახილველ შემთხვევაში სარჩელის შეტანის დროისათვის გასული იყო, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
-
მუხლი 11. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე
…შემთხვევაში, გამოდის რომ მოსარჩელე, საჯარო კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების ნაცვლად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში (მაგ., გასაუბრების ეტაპზე) იმყოფებოდა, ხოლო „შრომის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი, ამ შეთხვევაში - უნივერსიტეტი, საერთოდ არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის (მოსარჩელის) დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე.
-
მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მოხმობილი მსჯელობისა და მტკიცებულებების შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლების მომენტში, აღარ იყო რეგისტრირებული დირექტორი და არც ფაქტობრივად ასრულებდა კომპანიის დირექტორის უფლება-მოვალეობებს, ასევე ვინაიდან დადგენილია, რომ არ დასტურდება 2022 წლის 8 აგვისტომდე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, ამასთან ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, იქმნება შრომითი…
-
მუხლი 20. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ადგილი არ ჰქონია არსებითი პირობის ცვლილებას, არამედ, სახეზე იყო მხოლოდ არსებული პირობის დაზუსტება. სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 14.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და აღნიშნა, რომ ყველაზე გვიან გაფორმებული წერილობითი შრომის ხელშეკრულებით, მინიმალური სამუშაო დრო, საათების სახით, მხარეთა შორის შეთანხმებული არ იყო.
-
მუხლი 23. შრომის შინაგანაწესი
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს დაადგინოს შრომის შინაგანაწესი.
-
მუხლი 39. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
…მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რომლითაც შედავებულია მისთვის 2022 წლის მარტის თვის ანაზღაურების სახით დამატებით 1500 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება. საქართველოს შრომის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
მუხლი 86. კანონის გავრცელება არსებულ შრომით ურთიერთობებზე
…ლარის გადახდის დაკისრება. 14. განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.9 მუხლზე და განმარტა, რომ შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 29.09.2020 წელს. შრომის კოდექსის 86-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) თანახმად კი, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
-
მუხლი 21. მივლინება
ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში.
-
მუხლი 13. შრომითი ხელშეკრულების ენა
…გულგრილობის, დაუდევრობის, ასევე სკოლის მოთხოვნებთან და მითითებებთან შეუსაბამო ქმედების შესახებაც გადაწყვეტილებას მმართველი კომიტეტი მიიღებდა. თანახმად კავკასიის ფრანგულის სკოლის 2014 წლიდან მოქმედი შინაგანაწესის 17.14 მუხლისა და შრომის კოდექსის მე-13 მუხლისა, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, კრებას დასწრებოდა სკოლის ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელსაც ის აირჩევდა თავისი სურვილით.
-
მუხლი 45. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის უფლება
ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფის უფლებასაც.
-
მუხლი 49. მასობრივი დათხოვნა
პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი) 47-ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, ასევე, 48-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 481-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებზე და 49-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და საბოლოო ჯამში, არ გაიზიარა გაფიცვის დამადასტურებელ მტკიცებულებად აპელანტების მითითება კულტურისა და სპორტის მინისტრისადმი გაგზავნილ 2019 წლის 13 სექტემბრის წერილზე, რადგან მასში საერთოდ არ იყო საუბარი არც გაფიცვაზე და არც სამსახურში გამოუცხადებლობაზე;
-
მუხლი 5. დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები
კონვენცია არაერთგზის უბრუნდება დისკრიმინაციასა და რეპროდუქციულ ქცევას შორის კავშირის თემას, მაგალითად, მე-5 მუხლში მითითებულია აუცილებლობა „უზრუნველყონ... დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორი გაგება”. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, რომ ორივე სქესს შორის სრულად იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა შვილების აღზრდისათვის.
-
მუხლი 9. გონივრული მისადაგება
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (სუსგ №ას-687-658-2016, 06.11.2018წ;
-
მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო
რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში, მოგახსენებთ, რომ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს.
-
მუხლი 28. ღამის სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა
…მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, ბრძანება შეესაბამება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტს, 28-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს, ასევე 34-ე მუხლს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მ.
-
მუხლი 56. წარმომადგენლობა
ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ,…
-
მუხლი 61. დავა
ამ არგუმენტთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ, მართალია, შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დააწესა შეზღუდვები ვადიან ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ( შრომის კოდექსის 61-ე მუხლი), თუმცა ეს განსახილველ ურთიერთობაზე გავლენას ვერ იქონიებდა, რადგანაც საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში შეტანილ იქნა 2013 წლის 12…
-
მუხლი 67. უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 64-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით და განმარტა, რომ თუ დამსაქმებელი გაფიცვის პროცედურას კანონდარღვევით მიმდინარედ მიიჩნევს, მას შეუძლია, გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
-
მუხლი 77. კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა
…ადგილზე შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების, აკრძალვის პრინციპის, გონივრული მისადაგების პრინციპის, თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის შესახებ დებულების დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ამ კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, შესაბამისი ჯარიმის სამმაგი ოდენობით“.
-
მუხლი 78. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევა
…57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი, აგრეთვე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 55-ე–57-ე, 61-ე, 63-ე–69-ე, 75-ე– 78-ე და მე-80 მუხლები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომისა და დასაქმების სფეროში” №111 კონვენციის თანახმად, შრომით ურთიერთობაში დაუშვებელია რაიმე ნიშნით განსხვავება.
-
მუხლი 80. კოლექტიური შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დარღვევები
…პირველი პუნქტი, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი, აგრეთვე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლი, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 55-ე–57-ე, 61-ე, 63-ე–69-ე, 75-ე– 78-ე და მე-80 მუხლები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „შრომისა და დასაქმების სფეროში” №111 კონვენციის თანახმად, შრომით ურთიერთობაში დაუშვებელია რაიმე ნიშნით განსხვავება.
-
მუხლი 10. შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი
№24 ბრძანებაში და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნა“. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების ნაწილი, კერძოდ, საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები დაემატა სერვისებისა ბრენდის განვითარების სამსახურს, ხოლო საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები იურიდიულ სამსახურს.
-
მუხლი 16. არასრული სამუშაო განაკვეთი
…მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტებები. კასატორი აღნიშნავს, რომ უკანონოდ დაპატიმრებამდე მუშაობდა სს „ს...ოს“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2006 წლის 28 აპრილიდან (უვადო შრომითი ხელშეკრულება - შრომის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი სამი პრიმა პუნქტის თანახმად) და იღებდა შრომის ანაზღაურებას 7200 ლარის ოდენობით.
-
მუხლი 18. სტაჟირება
…- პირის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობასთან პირის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეუსაბამობას (შდრ. იხ. საქმე Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი). 57. საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
-
მუხლი 22. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
…მოპასუხის მხრიდან მაგისტრატურაში სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაეუმჯობესებინა ამ უკანასკნელისთვის სამუშაო მდგომარეობა, რაშიც იგულისხმება დასაქმებულის თანამდებობრივად დაწინაურება და შრომის ანაზღაურების გაზრდა. 13. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უნდა უწყობდეს დასაქმებულის პროფესიულ განვითარებას.
-
მუხლი 25. ცვლაში მუშაობისთვის განსაზღვრული სამუშაო დრო
2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით.
-
მუხლი 26. სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლებით, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლით, სშკ-ის მე-2, 37-ე, 38-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე მუხლით.
-
მუხლი 33. ანაზღაურებისგარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება
დასაქმებულმა დამსაქმებელს ელექტრონულად გაუგზავნა განცხადება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობა 2022 წლის 14 იანვრიდან 23 იანვრამდე, რის პასუხადაც, მას 2022 წლის 24 იანვრის წერილით განემარტა შრომის კოდექსის 33-ე მუხლისა და შრომის შინაგანაწესის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად შვებულებაში გასვლის პროცედურა.
-
მუხლი 35. ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები
…და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ზ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნას, მისთვის 2019 წელს და 2020 წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა.
-
მუხლი 36. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება
განაცდურის სახით ასანაზღაურებელი თანხის მოცულობასთან დაკავშირებით პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 36-ე მუხლის დისპოზიციით და გათავისუფლებამდე 3 თვის მანძილზე აღებული თანხების საშუალო არითმეტიკული გამოეთვალა.
-
მუხლი 40. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-40, 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დასაქმებულის ხანგრძლივი ვადით სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის…
-
მუხლი 43. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
ამასთან, ზიანი დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, შრომის კოდექსის 43.1 და 58-ე მუხლები შესაძლებლობას იძლევა, მისი ანაზღაურება მოხდეს ხელშეკრულების შეუწყვეტლადაც. თავად ქმედება და დადასტურების შემთხვევაშიც კი ზიანის მოცულობა, არ არის…
-
მუხლი 62. ინდივიდუალური დავის განხილვა და გადაწყვეტა
…ხსენებული ნაკარნახევი იყო დეკრეტული შვებულების ვადით. ამ ვითარებაში, სახეზეა ბოლო ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები, რამდენადაც ვადაზე მხარეთა შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (შკ-ის 6.12, 1.3., ს.კ-ის 54-ე, 62-ე მუხლები). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვადის განსაზღვრის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამო, მხარეთა შორის ბოლოს დადებული ხელშეკრულება მიიჩნევა მინიმუმ…
-
მუხლი 65. გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება და შეჩერება
…თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონით განსაზღვული ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმართველი ერთეულის ლიკვიდაცია და განისაზღვრა მათი სამართალმემკვიდრე ორგანოები. აღნიშნული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი არის იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
-
მუხლი 66. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები
…გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. 11.11 მუხლით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი– მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება.,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის” მე-3 მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას და მიუთითებს,…
-
მუხლი 68. დასაქმებულის გარანტიები
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 64-ე მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტით და განმარტა, რომ თუ დამსაქმებელი გაფიცვის პროცედურას კანონდარღვევით მიმდინარედ მიიჩნევს, მას შეუძლია, გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
-
მუხლი 79. იძულებითი შრომა
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ ასეთ რეგულირებას უკვე პირდაპირ შეიცავს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია, კერძოდ, 79-ე მუხლით დარღვევად არის გამოცხადებული და გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა პირის იძულებითი შრომისთვის, ანუ ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელსაც პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა და რომლის შესრულება მას რაიმე სანქციის მუქარით მოეთხოვება.
-
მუხლი 84. სამმხრივი კომისიის ფუნქციები
…ვინაიდან დავის საგანია მოპასუხის მიერ შტატგარეშე თანამშრომლის სამუშაო პოზიციაზე შრომის კონტრაქტის საფუძველზე შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, რა დროსაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის და 84 მუხლის შესაბამისად გამოიყენება შრომის კოდექსის დებულებანი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლით შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.