სამოქალაქო აქტების შესახებ · რედაქცია 17.09.2024
სამოქალაქო აქტების შესახებ სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის თანახმად, შესწორება გულისხმობს არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში.
-
მუხლი 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები
…განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში…
-
მუხლი 79. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა
კასატორებმა აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის თანახმად, შესწორება გულისხმობს არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში.
-
მუხლი 76. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 76-ე, 82-ე მუხლებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნია მ.ქ-ას განცხადების დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ.ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილდა..........
-
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში…
-
მუხლი 55. განქორწინების რეგისტრაცია
…მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით: საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით, ვინაიდან „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განქორწინებისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების…
-
მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის" 58-ე, 59-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის Nბს-390(კ-21) განჩინება, რომელშიც…
-
მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა
…და 79-ე მუხლის თანახმად, შესწორება გულისხმობს არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი არ დასტურდება რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის ფაქტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
-
მუხლი 86. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უფლებამოსილების მქონე ორგანო
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
-
მუხლი 88. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებული პირობები
…რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების…
-
მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-9, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლები, დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/ აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები.
-
მუხლი 90. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები
…მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს…
-
მუხლი 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა
კერძოდ, უგულებელყო აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ არაავთენტიკურ ქორწინების მოწმობას, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებას და უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული ყველა ღონე, რათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოეკვლია საქმის ნამდვილი გარემოებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები;
-
მუხლი 21. დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტები
…ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
-
მუხლი 27. პირადი ნომრის მინიჭება
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა (,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მის შესაბამისად გამოცემული,,წესი“) ბლანკეტურად კრძალავს ადამიანისათვის დაბადებისას…
-
მუხლი 31. მამობის დადგენა
…მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
-
მუხლი 32. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება
კასატორი ასევე მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
-
მუხლი 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების პირველადი ჩანაწერების გაუქმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 42-ე მუხლით (ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლის გამოჩენის შემთხვევაში) გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერის გაუქმებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო.
-
მუხლი 65. ისტორიული გვარის აღდგენა
კასატორები მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად;
-
მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ამ მუხლის…
-
მუხლი 92. მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში
…თუ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ დგინდება პირის სახელი, გვარი, დაბადების ან გარდაცვალების თარიღი) და აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
-
მუხლი 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე,…
-
მუხლი 19. უფლებამოსილი ორგანოს უარი
…წარმოდგენილ მასალებზე, კერძოდ, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის N01/311335 წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით ა----- ა-–---ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
-
მუხლი 26. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მშობლების ჩაწერა
სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1189-ე მუხლის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მამკვიდრებლის ბიოლოგიურ შვილს და მის პირველი რიგის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება.
-
მუხლი 30. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
…ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება; „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
-
მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ
კასატორი ასევე მიუთითებს,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, 32-ე, 35-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
-
მუხლი 59. განქორწინების შემთხვევაში მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება
…ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე, ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. 8. ამავე კანონის 59.1 მუხლის თანახმად კი, მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი.
-
მუხლი 70. გარდაცვალების რეგისტრაციის პირობები
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.
-
მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია
…ფაქტს; სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; 15. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას…
-
მუხლი 94. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის წესი
სწორედ ამას მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე…
-
მუხლი 96. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა
…დგინდება ლ... (ლე...) ც-ის პიროვნების შესახებ მონაცემები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ეროვნული არქივის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა იმ პერიოდის ამსახველი მეტრიკული (საეკლესიო) ჩანაწერების წიგნი. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტარციულმა ორგანომ სხვა წესით შეძლო დოკუმენტის მოძიება, რაც გამოიხატება ლ...
-
მუხლი 5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე…
-
მუხლი 7. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
…არქივში წარდგენილ იქნა მამის - ა. კ-ის გარდაცვალების მოწმობა და თავისი დაბადების მოწმობა, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობდა თ.მ-ის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის ასლის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის გადაცემული ა.კ-ის დაბადების…
-
მუხლი 33. სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ
…- 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეშვეობით თუ მას მიმართავს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი განცხადებით და 2. სასამართლო წესით გადაწყვეტილების მიღების გზით.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლები აკონკრეტებს თუ როგორ ხდება მამობის დადგენა პირველ შემთხვევაში _ მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვისას (32-ე მუხლი) და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (33-ე მუხლი).
-
მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დედ-მამა ჩაიწერება დაბადების სარეგისტრაციო დავთარში, 35-ე მუხლის თანახმად, უკუთე ბავშვის მშობლები ჩაწერილები არ არიან, ან უკეთუ ჩანაწერი მათ შესახებ არ არის სწორი ან სრული, დაინტერესებულ პირთ უფლება აქვთ დაამტკიცონ არ უარყონ დედობა ან მამობა სასამართლო წესით.
-
მუხლი 45. შვილად აყვანის რეგისტრაცია სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
…− სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე კანონის 45-ე მუხლი ადგენს სპეციალურ წესს სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შვილად აყვანის ფაქტის რეგისტრაციისათვის და განსაზღვრავს, რომ…
-
მუხლი 47. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-40, 42-ე, 47-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 35-ე მუხლზე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის პირველ, მე-3, მე-5 მუხლებზე, ასევე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
-
მუხლი 56. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უ ფლებამოსილება
…აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განქორწინების ან მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ ან განაჩენი მეორე მეუღლისათვის არანაკლებ სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შესახებ ( „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად).
-
მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება
კასატორი მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ანალოგიის წესით უნდა გავრცელდეს მოცემულ შემთხვევაზეც და სახელი - "ნუ.
-
მუხლი 72. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები
…უარის თქმის მოტივად მითითებული გარემოების გამორიცხვის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა სხვა სახის საკანონმდებლო შეზღუდვა, რაც გამორიცხავს რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
-
მუხლი 87. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა
ხოლო, ამავე კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტი უთითებს, რომ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.
-
მუხლი 11. განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
…პუნქტის თანახმად, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან…
-
მუხლი 24. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენა
…მით უფრო, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსის 81.1 მუხლის მიხედვით ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამავე კოდექსის 24.1 მუხლის მიხედვით ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
-
მუხლი 34. მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 0-----2017 წლის N1-------- წერილით ირკვევა, რომ 0-----2017 წელს სააგენტოს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მ------ ი-----–---ის მიმართ მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდა საქართველოს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი…
-
მუხლი 52. ქორწინების რეგისტრაცია
…ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია.,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. იმავე კანონის 52-ე მუხლის თანახმად, 1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება;
-
მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 53.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე, ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
-
მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 61-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი და განმარტა, რომ არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს პირი, რომელიც უკვე იმყოფება სხვა პირთან…
-
მუხლი 62. სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება
კერძოდ, აღნიშნული კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.
-
მუხლი 68. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა
მოცემულ შემთვევაში მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას საფუძლად დაედო,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
-
მუხლი 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებით,
-
მუხლი 81. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის თაობაზე განცხადების განხილვა
მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება ცვლილების თაობაზე მიღებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლით დადგენილი 15-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, ნაცვლად 28 აპრილისა, 30 აპრილს;
-
მუხლი 85. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია
სააგენტოს თბილისის სრ სამსახურის მიერ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე და 85-ე მუხლების თანახმად, 2--- წლის 0- ივლისს განხორციელდა ქორწინების აქტის ხელახალი რეგისტრაცია (აქტის N0----------).
-
მუხლი 95. გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ განმარტა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სხვაგვარად, მაშინ, როდესაც ხსენებულ ნორმაში არის იმპერატიული მითითება, რომ შესაბამისი მონაცემების გარეშე დაუშვებელია გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.