საქართველოს საგადასახადო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025

საგადასახადო კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 9 000 მითითება 494 მუხლზე , ასევე 111198 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 100 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 246. გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი — 401 გადაწყვეტილება, 69 საგადასახადო დავა

    შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანებებით აპელანტების (მოსარჩელეების) უფლებები არათანაზომიერად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მიზნის საწინააღმდეგოდ, დაუსაბუთებლად შეიზღუდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებებით მოსარჩელეთა უფლებების…
    საქმე №ბს-971(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
  2. მუხლი 43. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები — 352 გადაწყვეტილება, 5744 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
    საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
  3. მუხლი 269. საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები — 339 გადაწყვეტილება, 3602 საგადასახადო დავა

    …მდგომარეობის აღრიცხვას (შემდგომში - ფაქტობრივი აღრიცხვა); ბ) სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენას; გ) სმფ-ების ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ურთიერთშედარებასა და შედეგების გამოყვანას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
    საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
  4. მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო — 267 გადაწყვეტილება, 95 საგადასახადო დავა

    …ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ( საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი). 11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული, მისთვის…
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  5. მუხლი 19. ურთიერთდამოკიდებული პირები — 261 გადაწყვეტილება, 305 საგადასახადო დავა

    …მიიჩნევს საკუთარი საქმიანობის/ბიზნესის განვითარებისთვის, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს გადასახადების გადახდისაგან თავიდან არიდებად და შესაბამისად არ წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის ფორმის და შინაარსის შეცვლის წინაპირობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
    საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
  6. მუხლი 8. ტერმინთა განმარტება — 203 გადაწყვეტილება, 1559 საგადასახადო დავა

    …სასამართლოში დავის გაგრძელება აჩერებს გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებას და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. 5.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
    საქმე №2კ-84აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2026
  7. მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები — 179 გადაწყვეტილება, 4645 საგადასახადო დავა

    გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, სახელდობრ, სწორად და დროულად არ იყო აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ იყო აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც, შეუძლებელი იყო კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
    საქმე №2კ-121აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2026
  8. მუხლი 238. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ — 177 გადაწყვეტილება, 332 საგადასახადო დავა

    …მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.
    საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
  9. მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა — 176 გადაწყვეტილება, 1283 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევითი ძალა, კერძოდ, გადასახადებით დაბეგვრისთვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ( საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდება არა გადასახადის გადახდის, არამედ საგადასახადო სანქციის, კერძოდ, ფულადი ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებას.
  10. მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა — 174 გადაწყვეტილება, 778 საგადასახადო დავა

    სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 5188 ლარით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ნოემბრის №...
    საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
  11. მუხლი 301. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა — 172 გადაწყვეტილება, 882 საგადასახადო დავა

    …საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 14.09.2022 წელს და დასრულდა 03.10.2022 წელს. საჩივარი მოსარჩელემ საბჭოს წარუდგინა 04.10.2022 წელს, ე.ი - აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  12. მუხლი 241. ქონებაზე ყადაღის დადება — 154 გადაწყვეტილება, 189 საგადასახადო დავა

    …მტკიცებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება. ამავე კოდექსის 241.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით გადაცემული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ფარგლებში.
    საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
  13. მუხლი 51. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები — 153 გადაწყვეტილება, 179 საგადასახადო დავა

    …არსი და მისი წარდგენის წესი. 4.5. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ" ქვეპუნქტის თანახმად კი, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის საჩივრები.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  14. მუხლი 299. საგადასახადო დავის დაწყება — 149 გადაწყვეტილება, 592 საგადასახადო დავა

    გადასახადის გადამხდელს ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია მიაღწიოს ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივრის განხილვას, თუ იგი ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული წესით, დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  15. მუხლი 49. საგადასახადო ორგანოთა უფლებები — 147 გადაწყვეტილება, 2534 საგადასახადო დავა

    …შესაბამისად, მეწარმის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით…
    საქმე №2კ-121აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2026
  16. მუხლი 73. ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა — 139 გადაწყვეტილება, 4945 საგადასახადო დავა

    …24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ შპს „მ...ს“ საგადასახადო ვალდებულების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრის მართლზომიერება. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „მ...სა“ და მომსახურების გამწევ პირებს შორის დადებული მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იყო შრომითი ხელშეკრულება.
    საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
  17. მუხლი 5. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები — 133 გადაწყვეტილება, 43 საგადასახადო დავა

    …ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს მიეკუთვნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  18. მუხლი 61. გადასახადის დარიცხვა — 123 გადაწყვეტილება, 3236 საგადასახადო დავა

    …საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად (მუხ. 268.1). საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
    საქმე №ბს-420(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
  19. მუხლი 41. გადასახადის გადამხდელის უფლებები — 114 გადაწყვეტილება, 64 საგადასახადო დავა

    …აქტი,,მკაცრად ფორმალური" ხასიათის და გადამეტებულად ზღუდავს თუ არა მოსარჩელის უფლებას საჩივრის წარდგენაზე. ამისათვის უნდა გაანალიზდეს საგადასახადო დავის ფარგლებში საჩივრის არსი და მისი წარდგენის წესი. 4.5. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  20. მუხლი 6. გადასახადის ცნება და სახეები — 102 გადაწყვეტილება, 30 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  21. მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან — 98 გადაწყვეტილება, 435 საგადასახადო დავა

    ამასთან, ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილით საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  22. მუხლი 270. საგადასახადო სანქცია — 91 გადაწყვეტილება, 2626 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ…
    საქმე №ბს-13(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
  23. მუხლი 275. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება — 90 გადაწყვეტილება, 5623 საგადასახადო დავა

    შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შეიცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული პირების მიერ შესრულებულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა №30534 ბრძანება და №...
    საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
  24. მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი — 85 გადაწყვეტილება, 446 საგადასახადო დავა

    №8227/2/2019) გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის შესაბამისად დაბეგრილი სესხის პროცენტის ხელმეორედ დაბეგვრის ნაწილში;
    საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  25. მუხლი 168. დეკლარირების წესი — 84 გადაწყვეტილება, 665 საგადასახადო დავა

    აღნიშნული ცნობის მიხედვით, მოპასუხე კომპანიის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე, კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 0 ლარს.
    საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
  26. მუხლი 29. მუდმივი დაწესებულება — 83 გადაწყვეტილება, 9 საგადასახადო დავა

    …ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების შესახებ, ხელშეკრულებით მხარეებმა სამოქალაქო კოდექსის 416-417-ე მუხლების საფუძველზე, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახით, გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, რომელიც საგადასახადო კოდექსის 29.20 და 63.1 მუხლებით გათვალისწინებულ დაბეგვრას არ ექვემდებარება“. ამასთანავე მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება პირგასამტეხლოსა და პროცენტის…
    საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
  27. მუხლი 264. გასვლითი საგადასახადო შემოწმება — 72 გადაწყვეტილება, 88 საგადასახადო დავა

    …უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
    საქმე №ას-1522-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2025
  28. მუხლი 239. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა — 71 გადაწყვეტილება, 237 საგადასახადო დავა

    სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, ასევე “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-4…
    საქმე №ბს-490(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
  29. მუხლი 305. გადაწყვეტილების გასაჩივრება — 71 გადაწყვეტილება, 247 საგადასახადო დავა

    …გადამხდელის საჩივრები. ამდენად, კანონმდებელი აუცილებლად მიიჩნევს საჩივრის წარდგენისათვის კანონითვე განსაზღვრული წესის დაცვას, რათა საგადასახადო ორგანოს წარმოეშვას ვალდებულება - განიხილოს საჩივარი და პროცედურა იყოს ეფექტიანი. 4.6. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  30. მუხლი 268. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა — 70 გადაწყვეტილება, 35 საგადასახადო დავა

    ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე…
    საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
  31. მუხლი 296. ზოგადი დებულებანი — 70 გადაწყვეტილება, 28 საგადასახადო დავა

    …საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. საგადასახადო კოდექსის XIV კარი შეიცავს დებულებებს საგადასახადო დავის წარმოებასთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
    საქმე №ბს-986(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2026
  32. მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა — 67 გადაწყვეტილება, 182 საგადასახადო დავა

    ეკონომიკური საქმიანობის დეფინიციას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილი, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
    საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  33. მუხლი 64. საგადასახადო მოთხოვნა — 67 გადაწყვეტილება, 257 საგადასახადო დავა

    საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1, 136.1, 81.1, 100.1, 101.1, 154.1 და 275.2 მუხლებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა…
    საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  34. მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება — 64 გადაწყვეტილება, 203 საგადასახადო დავა

    რამდენადაც თითოეული ნივთის ღირებულება 300 ლარს არ აჭარბებდა, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გადასახადის გადახდისგან, მაგრამ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მაინც დააკისრა გადასახადის…
    საქმე №ბს-563(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
  35. მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი — 60 გადაწყვეტილება, 3806 საგადასახადო დავა

    …მუხლის მე-2 ნაწილით დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. ზემოაღნიშნული კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
    საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
  36. მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა — 59 გადაწყვეტილება, 259 საგადასახადო დავა

    შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილისა და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების…
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  37. მუხლი 30. ორგანიზაცია — 59 გადაწყვეტილება, 18 საგადასახადო დავა

    …კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 213-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.07.2012 წლის №290 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე, 30-ე, 31-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით.
    საქმე №ბს-1216(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
  38. მუხლი 161. უკუდაბეგვრა — 59 გადაწყვეტილება, 1590 საგადასახადო დავა

    სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
    საქმე №ბს-852(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
  39. მუხლი 175. დღგ-ის ჩათვლის უფლება — 59 გადაწყვეტილება, 883 საგადასახადო დავა

    ამრიგად, გამყიდველის, მოპასუხის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არგამოწერით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და მყიდველს, მოსარჩელეს დაეკისრა დღგ-ის საგადასახადო ტვირთი.
    საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
  40. მუხლი 271. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება — 56 გადაწყვეტილება, 27 საგადასახადო დავა

    …დავების განხილვის საბჭოს 19.04.2018 წლის N5103/2/2017 გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.11.2017 წლის N30407 ბრძანება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921, 269.1, 270.1, 271.1, 2883.1 მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სს „...ას“ პროდუქცია ექვემდებარებოდა სავალდებულო მარკირებას.
    საქმე №ბს-381(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
  41. მუხლი 105. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები — 55 გადაწყვეტილება, 1025 საგადასახადო დავა

    კასატორები მიუთითებენ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.
    საქმე №ბს-1209(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
  42. მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები — 54 გადაწყვეტილება, 3477 საგადასახადო დავა

    რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებებზე მითითების მეხუთე არგუმენტს, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის…
    საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
  43. მუხლი 255. ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით — 54 გადაწყვეტილება, 44 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, ასევე 262-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
    საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  44. მუხლი 297. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები — 52 გადაწყვეტილება, 32 საგადასახადო დავა

    …გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
    საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
  45. მუხლი 20. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი — 48 გადაწყვეტილება, 17 საგადასახადო დავა

    …დეფინიციას, რომლის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
    საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  46. მუხლი 272. საურავი — 48 გადაწყვეტილება, 2032 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს…
    საქმე №ბს-13(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
  47. მუხლი 304. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება — 47 გადაწყვეტილება, 11343 საგადასახადო დავა

    …შესაძლებლობას (დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში). საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად (მუხ. 305.3). საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;
    საქმე №ბს-986(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2026
  48. მუხლი 281. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა — 43 გადაწყვეტილება, 140 საგადასახადო დავა

    …“...” ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ფიქსირდება ყველა გაყიდვის ოპერაცია. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა შპს „ლ...სათვის“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე3 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
    საქმე №ბს-898(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  49. მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება — 42 გადაწყვეტილება, 226 საგადასახადო დავა

    გ-ა მინიჭებული სტატუსის შესაბამისად, ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეღავათს, შესაფასებელია 2007-2017 წლების პერიოდზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ხანდაზმულობის საკითხი.
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  50. მუხლი 242. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია — 42 გადაწყვეტილება, 84 საგადასახადო დავა

    საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალიწინებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გაუქმების შემთხვევები, კერძოდ: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
    საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
  51. მუხლი 273. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა — 39 გადაწყვეტილება, 37 საგადასახადო დავა

    ბ-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 6 აგვისტოს №50680/08/20 დასკვნის თანახმად, ავტომანქანის (სახ.
    საქმე №ბს-28(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.10.2023
  52. მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი — 36 გადაწყვეტილება, 964 საგადასახადო დავა

    …დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება; 5)დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1, 136.1, 81.1, 100.1, 101.1, 154.1 და 275.2 მუხლებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა და ფიზიკურ პირებზე…
    საქმე №ბს-124(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
  53. მუხლი 66. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა — 33 გადაწყვეტილება, 31 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
    საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  54. მუხლი 80. დაბეგვრის ობიექტი — 30 გადაწყვეტილება, 644 საგადასახადო დავა

    ხელფასი (ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი) არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 101-ე მუხლები); იბეგრება 20 პროცენტით ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81.1 მუხლი). 16. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის…
    საქმე №ას-960-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
  55. მუხლი 28. საწარმოს მართვის ადგილი — 28 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    …მასალებისა და საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი სანდო ინფორმაციის საფუძველზე; ბ) საგადასახადო ორგანოში გადასახადის თანხის აღრიცხვა გადამხდელის წარდგენილი დეკლარაციის ან/და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი”.
  56. მუხლი 18. საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები — 26 გადაწყვეტილება, 433 საგადასახადო დავა

    აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
    საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
  57. მუხლი 267. საგადასახადო შემოწმების აქტი — 26 გადაწყვეტილება, 76 საგადასახადო დავა

    …და აღნიშნული გზით განხორციელებული დარიცხვების კანონიერება წარმოადგენს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა)ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
    საქმე №ბს-22(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
  58. მუხლი 16. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა — 24 გადაწყვეტილება, 202 საგადასახადო დავა

    სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის…
    საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
  59. მუხლი 153. დეკლარაციის წარდგენა — 24 გადაწყვეტილება, 110 საგადასახადო დავა

    კასატორმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 65-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 153-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ასევე „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების…
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  60. მუხლი 174. ზოგადი დებულებები — 24 გადაწყვეტილება, 1038 საგადასახადო დავა

    შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დღგ 82101 ლარი. შემოწმების აქტით, გადასახადის გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა: ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი.
    საქმე №ბს-420(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
  61. მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი — 23 გადაწყვეტილება, 903 საგადასახადო დავა

    …შეძენაზე შედგენილი შესყიდვის აქტები, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა, რადგან გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტები - პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
    საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
  62. მუხლი 70. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება — 22 გადაწყვეტილება, 583 საგადასახადო დავა

    კერძოდ, მცირე მეწარმეებისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.
    საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
  63. მუხლი 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება — 21 გადაწყვეტილება, 32 საგადასახადო დავა

    კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო სზაკის მე-6, მე-7 მუხლების საფუძველზე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
    საქმე №ბს-910(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
  64. მუხლი 27. საწარმოს საქმიანობის ადგილი — 21 გადაწყვეტილება, 5 საგადასახადო დავა

    „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი ადგენდა სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის, ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
    საქმე №ბს-831(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
  65. მუხლი 265. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება — 21 გადაწყვეტილება, 125 საგადასახადო დავა

    საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად…
    საქმე №ბს-1091(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
  66. მუხლი 292. საგადასახადო შეთანხმების არსი — 21 გადაწყვეტილება, 42 საგადასახადო დავა

    ამასთან, ზოგადად, პირის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის საკითხი მხარეთა შორის საგადასახადო შეთანხმებით ვერ დარეგულირდებოდა, რამდენადაც იგი არ მიესადაგება იმ საკითხთა წრეს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა გადაწყდეს.
    საქმე №ბს-327(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
  67. მუხლი 131. პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან — 20 გადაწყვეტილება, 71 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კოდექსის 131-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი…
    საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  68. მუხლი 160. საქონლის მიწოდება — 20 გადაწყვეტილება, 1932 საგადასახადო დავა

    …საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ქვეპუნქტის თანახმად კი, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
    საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
  69. მუხლი 263. კამერალური საგადასახადო შემოწმება — 20 გადაწყვეტილება, 87 საგადასახადო დავა

    …წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლი არეგულირებს კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების წესსა და პირობებს, კერძოდ, (1) კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე;
    საქმე №ბს-555(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2026
  70. მუხლი 282. დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — 20 გადაწყვეტილება, 839 საგადასახადო დავა

    გადამხდელი დაჯარიმდა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და…
    საქმე №ბს-1106(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
  71. მუხლი 3. ვადების განსაზღვრა — 19 გადაწყვეტილება, 54 საგადასახადო დავა

    ამდენად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის ათვლა, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დაიწყო 14.09.2022 წელს და დასრულდა 03.10.2022 წელს.
    საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
  72. მუხლი 53. საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება — 19 გადაწყვეტილება, 61 საგადასახადო დავა

    …მიღებას. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.
    საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
  73. მუხლი 97. დაბეგვრის ობიექტი — 19 გადაწყვეტილება, 1337 საგადასახადო დავა

    …თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით. გარდა ამისა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება (130.7 მუხ.).
    საქმე №ბს-1175(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
  74. მუხლი 102. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები — 19 გადაწყვეტილება, 814 საგადასახადო დავა

    …კანონიერებაზე. შპს „ე...“ ნებისმიერი საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად სახელშეკრულებო ურთიერთობას მიიჩნევს, რომლის არსებობა თუ არარსებობა განაპირობებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც საქონლის/მომსახურებით მიწოდებით მიღებული შემოსავალი მიიჩნევა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ…
    საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
  75. მუხლი 252. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა — 19 გადაწყვეტილება, 58 საგადასახადო დავა

    სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილი და…
    საქმე №ბს-1156(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
  76. მუხლი 291. სხვა ჯარიმები — 19 გადაწყვეტილება, 535 საგადასახადო დავა

    აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გადამხდელს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები თითოეულ საანგარიშო თვეზე (სულ 2 700 ლარი).
    საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
  77. მუხლი 308. დავის განახლება — 19 გადაწყვეტილება, 90 საგადასახადო დავა

    …სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ახალი გარემოებების გამოვლენის/დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია ამ საფუძვლით განაახლოს საგადასახადო დავა და მოითხოვოს დარიცხული თანხის კორექტირება, ისე როგორც ეს დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დასრულებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ არის…
    საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
  78. მუხლი 63. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება — 17 გადაწყვეტილება, 90 საგადასახადო დავა

    …და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო…
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  79. მუხლი 79. გადასახადის გადამხდელი — 17 გადაწყვეტილება, 492 საგადასახადო დავა

    ხელფასი (ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი) არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100, 101-ე მუხლები); იბეგრება 20 პროცენტით ( საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81.1 მუხლი). 16.
    საქმე №ას-960-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2025
  80. მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება — 17 გადაწყვეტილება, 107 საგადასახადო დავა

    შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ჰ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო რეგულაციის გავრცელების საფუძველი.
    საქმე №ბს-854(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2023
  81. მუხლი 293. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება — 17 გადაწყვეტილება, 34 საგადასახადო დავა

    …სამსახურის 03.12.2024წ. №25387 ბრძანება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით (292-ე-293-ე მუხ.). საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების საკითხებთან დაკავშირებული პროცედურა დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ.
    საქმე №ბს-632(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
  82. მუხლი 111. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით — 16 გადაწყვეტილება, 49 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ, 105-ე, 111-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ შპს „ი...ს“ მიერ წლების მიხედვით, 2014-2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ იყო ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ან ქონების ნუსხა.
    საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
  83. მუხლი 169. ზოგადი დებულებები — 16 გადაწყვეტილება, 42 საგადასახადო დავა

    N 507, 29 მუხლი (2ა პუნქტი) 39 და საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლებისა (იხ. ტ.1., ს.ფ.142-144); 9.11. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 5 ივნისის N1 საგადახდო დავალების თანახმად, ირკვევა, რომ ნოტარიუსმა სს,,პ.ბ–ი“ საქართველოდან მოსარჩელის ანგარიშზე სს,,ვ.ბ.ჯ–აში“ გადარიცხა 644 785,77 ლარი.
  84. მუხლი 171. ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე — 16 გადაწყვეტილება, 282 საგადასახადო დავა

    …აშშ დოლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 იანვრის ცნობით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (13.01.2021 წლის მდგომარეობით) შპს,,M...-ს“ მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, 01.12.2019-დან 12.01.2021 წლის ჩათვლით პერიოდში ბრუნვა შეადგენს 414876.77 ლარს.
    საქმე №ბს-1246(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
  85. მუხლი 36. მეწარმე ფიზიკური პირი და მისი საქმიანობის ადგილი — 14 გადაწყვეტილება, 17 საგადასახადო დავა

    …გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;
    საქმე №ბს-298(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
  86. მუხლი 69. საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა — 14 გადაწყვეტილება, 154 საგადასახადო დავა

    გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე განხორციელდა წინა პერიოდებში შეცდომით წარდგენილი ანგარიშგების დაზუსტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2018 წლის 9 აგვისტოს კომპანიამ დააზუსტა 2017 წლის ოქტომბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, აღნიშნული დაზუსტება მიზნად ისახავდა საგადასახადო ორგანოში წინა პერიოდში წარდგენილ დეკლარაციებში აღმოჩენილი შეცდომის გასწორებას.
    საქმე №ას-579-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
  87. მუხლი 240. მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა — 14 გადაწყვეტილება, 12 საგადასახადო დავა

    კასატორები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე მითითებით, აღინიშნავენ, რომ მ.მ-მა საწარმოდან გაიტანა თანხა პირადი ვალების გადახდის მიზნით, რასაც არ უარყოფს არც გადასახადის გადამხდელი.
    საქმე №ბს-1352(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
  88. მუხლი 37. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი — 13 გადაწყვეტილება, 19 საგადასახადო დავა

    საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
    საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
  89. მუხლი 60. საგადასახადო შეღავათი — 13 გადაწყვეტილება, 50 საგადასახადო დავა

    …ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას (მუხლი 53). საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.
    საქმე №ბს-854(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2023
  90. მუხლი 67. საგადასახადო დეკლარაცია — 13 გადაწყვეტილება, 21 საგადასახადო დავა

    …ლარი, ჯამში 39 187,71 ლარი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. კასატორმა შპს „...“-მა აღნიშნა, რომ დეკლარაციაში კოეფიციენტად მითითებული იყო 0,595, რაც საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო დეკლარაცია არის პირის ანგარიშგება ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გამოანგარიშების შესახებ.
    საქმე №ბს-778(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
  91. მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი — 13 გადაწყვეტილება, 422 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
    საქმე №ბს-884(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
  92. მუხლი 143. თანამფლობელობა — 13 გადაწყვეტილება, 9 საგადასახადო დავა

    …საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (საქმე Nბს-538-531 (კ-15)) და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 309.12 მუხლის საფუძველზე 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობები გათავისუფლებულნი არიან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 143.9 მუხლისა და 161.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისგან, 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე ვრცელდება იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დაბეგვრის რეჟიმი.
    საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
  93. მუხლი 156. ზოგადი დებულებები — 13 გადაწყვეტილება, 36 საგადასახადო დავა

    2020 წლის დეკემბერში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, „დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.
    საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
  94. მუხლი 201. ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი — 13 გადაწყვეტილება, 439 საგადასახადო დავა

    …დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. საგადასახადო კანონმდებლობა ასევე ახდენს ქონების დეფინიციას, კონკრეტულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით ქონებას წარმოადგენს დასაბეგრი ქონება და მიწა. იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
    საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
  95. მუხლი 32. საქველმოქმედო ორგანიზაცია — 12 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    …მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). 24. მოსარჩელის მოთხოვნა, სწორედ დასახელებული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ეხებოდა.
  96. მუხლი 173. საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება — 12 გადაწყვეტილება, 133 საგადასახადო დავა

    სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 41-ე და 173-ე მუხლებიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა და დაადგინა, რომ მყიდველს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თუ რას შეადგენს მისი ბრუნვა საანგარიშო პერიოდში და აღემატება თუ არა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა დღგ-ს დასარიცხს.
    საქმე №ას-1237-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
  97. მუხლი 259. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი — 12 გადაწყვეტილება, 52 საგადასახადო დავა

    სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ფიზიკური…
  98. მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება — 11 გადაწყვეტილება, 25 საგადასახადო დავა

    რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემა გამოიწვევდა ბანკის კლიენტების ინფორმაციაზე წვდომას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.
    საქმე №ბს-589(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
  99. მუხლი 134. არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან — 11 გადაწყვეტილება, 147 საგადასახადო დავა

    შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისად აღნიშნული სესხის ნაწილი, რომელიც წარმოქმნილი იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირთან, დაიბეგრა ამავე მუხლის 11 ნაწილით 15%-ის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე გავრცელდა ამავე მუხლის 1(ბ) ნაწილის მოთხოვნები.
    საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
  100. მუხლი 140. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით — 11 გადაწყვეტილება, 12 საგადასახადო დავა

    …კონკრეტული მეთოდის გამოყენებას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების…