საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში
-
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც…
-
მუხლი 96. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
…ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
-
მუხლი 53. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება
…მ.ა.ა.ა.რ-ნისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის საქართველოს საზღვარზე შემოსვლის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
-
მუხლი 5. უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სზაკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, აღიარების კომისია არ იყო უფლებამოსილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაზე.
-
მუხლი 7. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა
პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელის საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
-
მუხლი 6. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი
…მოქმედებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი.
-
მუხლი 207. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას
კასატორის წარმომადგენელი პირველ რიგში უთითებს სახელმწიფოს ან საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს
-
მუხლი 65. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
-
მუხლი 97. მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ივლისის №6/36803…
-
მუხლი 208. სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული წესი
კასატორის წარმომადგენელი პირველ რიგში უთითებს სახელმწიფოს ან საჯარო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე - საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს
-
მუხლი 201. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით
კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე, 53–ე, 78-ე, 193–200 მუხლების, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
-
მუხლი 95. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
…მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 95-ე მუხლი არეგულირებს დაინტერესებული მხარის მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო…
-
მუხლი 60. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
…და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
-
მუხლი 185. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილს, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით…
-
მუხლი 83. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა…
-
მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
…მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
-
მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106.3 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53.1 მუხ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53.4 მუხ.).
-
მუხლი 4. კანონის წინაშე თანასწორობა
…და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს, შესაბამისად კასატორების აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს მოსარჩელის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დაუშვებელია საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას.
-
მუხლი 177. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
-
მუხლი 32. სხდომათა საჯაროობა
N496 ოქმის (დღის წესრიგის 52-ე საკითხი) სზაკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ, ასევე ემყარება მოსარჩელის წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგივე მიწის ნაკვეთზე სხვა პერიოდში აღიარების კომისიამ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლება უღიარა.
-
მუხლი 17. სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები
…საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
-
მუხლი 9. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება
"მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და…
-
მუხლი 102. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი
…საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებით. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არ შეფასებულა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავო მიწის ნაკვეთზე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული წყლის მილსადენის არსებობის უარსაყოფად. სზაკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც კასატორის მოსაზრებით ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს №ბს-628(კ-22) განჩინებაში…
-
მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა
ამასთან, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან ( ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს…
-
მუხლი 178. ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
…აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,…
-
მუხლი 34. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა
გარემოებაზე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 32-ე, 34-ე, მე-80, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
-
მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს „N...“-ს მიერ 2018 წლის 19 ივნისის №126 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს.
-
მუხლი 13. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება
…სადავო არ არის გარემოება მასზე, რომ მოსარჩელეებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალწარმოება სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სზაკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
-
მუხლი 107. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით
…აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
-
მუხლი 78. განცხადების შინაარსი
…სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 76-ე, 78-ე, 83-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, განსახილველ შემთხვევაში მ. ნ-ას საქმის გადაწყვეტისათვის სავალდებულო დოკუმენტი - საბრძოლო მოკვლევა…
-
მუხლი 1. კოდექსის
ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება ეფუძნება კანონს და მიზნად ისახავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ მიზანს - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას.
-
მუხლი 80. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 264-ე, 266-ე, 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, 32-ე, 34-ე, მე-80, 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობისა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
-
მუხლი 58. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი
…ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
-
მუხლი 67. მესამე პირის მონაწილეობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებაში
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს…
-
მუხლი 76. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
ამასთან, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლი (ადმინისტრაციული წარმოების სახეები), 76-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და 95-ე მუხლი (დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში).
-
მუხლი 70. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე იყო „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
-
მუხლი 108. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში
…ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული…
-
მუხლი 66. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა უპასუხებდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
-
მუხლი 180. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სზაკ-ის 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
-
მუხლი 54. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა
…იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური…
-
მუხლი 182. ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმ
…16.03.2023 წლის №SSA 0 23 00279635 მიმართვით ლ.დ-ის ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საჩივარს არ ერთვოდა ვადის დარღვევის საპატიო საფუძველი, ამდენად, მას მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წერილის ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში წარედგინა საკუთარი მოსაზრებები…
-
მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება
…სზაკ) 2.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, განცხადება განმარტებულია, როგორც უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე კოდექსის მე-12 მუხლით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ…
-
მუხლი 98. დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება
№8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.
-
მუხლი 100. გადაწყვეტილების მიღება
№8 სხდომის ოქმებით შეფარდებული იქნა ერთი და იმავე ადმინისტრაციული დარღვევისთვის, რომელიც წარიმართა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მე-4, მე-5, მე-7, მე-13, 95-ე, 97-ე, 98-ე და მე-100 მუხლების სრული იგნორირებით, რაც დადასტურებულია სასამართლოს 25.02.2014წ. და 29.09.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით.
-
მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა
…არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
-
მუხლი 218. კოდექსის ამოქმედებასათან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი…
-
მუხლი 72. ადმინისტრაციული წარმოების სახეები
ამასთან, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლი (ადმინისტრაციული წარმოების სახეები), 76-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული წარმოების…
-
მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
-
მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმას, კერძოდ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია…
-
მუხლი 10. საქვეყნოობა
ამასთან, დასახელებული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.
-
მუხლი 63. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანა
მითითებული დადგენილების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა ხდებოდა ამ აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის დადგენილი წესით.
-
მუხლი 59. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
…ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა.
-
მუხლი 99. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება
…1988 წლის 1-ელ მარტამდე... დაცვის სამსახურში მივლინების ეპიზოდზე, სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მოქმედების ვადა გასულია, რის გამოც როგორც მოპასუხის, ასევე მოსამართლის ქმედებები არაობიექტური და კანონსაწინააღმდეგოა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99.2 მუხლის თანახმად, თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდომლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში,…
-
მუხლი 81. კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლებელია განმცხადებელს დაევალოს ისეთი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს, კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია.
-
მუხლი 8. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა
ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა, მე-8 მუხლის მიხედვით, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
-
მუხლი 202. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
…ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესებს (სუსგ №ბს-1084 (2კ-23), 26.11.2025წ.). 14. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სზაკ-ის 202-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
-
მუხლი 110. ზეპირი მოსმენა
…მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, ხოლო…
-
მუხლი 11. საიდუმლოობა
…ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის…
-
მუხლი 22. საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა
პალატა განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
-
მუხლი 94. ვადა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გაშვებული ვადის აღდგენა
ანალოგიური შინაარსის ნორმებს ივალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც (შემდეგში სზაკ), კერძოდ, 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად –…
-
მუხლი 193. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა
ამავე გადაწყვეტილებაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193-ე მუხლის საფუძველზე, ასევე იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №..., №...
-
მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა
…პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის…
-
მუხლი 15. ვადების ათვლა
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.
-
მუხლი 27. ტერმინთა განმარტება
…სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
-
მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, 42-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ინფორმაციის გაცემას ითხოვს სწორედ დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან, რომელსაც უფლება აქვს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების გასაჯაროების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.
-
მუხლი 44. პერსონალური მონაცემების საიდუმლოება
…დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 44-ე მუხლი არეგულირებს უშუალოდ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის წესს და ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს…
-
მუხლი 209. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის
…სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით კი, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული…
-
მუხლი 23. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, თ.
-
მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება
…„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სზაკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან…
-
მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე
სასამართლომ განმარტა, რომ მართალია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი პირდაპირ არ აწესებდა ამგვარ დათქმას, თუმცა გამოყენებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 95-ე მუხლი, რომლებიც ითვალისწინებდნენ დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა და ინფორმირების ვალდებულებას.
-
მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება
გამგეობის მითითებით, ის ტერიტორია, სადაც მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია იყო მოთხოვნილი, ნაძალადევის რაიონის გამგეობას 2014 წელს შემოუერთდა, ხოლო ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ვერ შეძლო საარქივო დოკუმენტაციის მოძიება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
-
მუხლი 181. ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 181.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მოთხოვნას, არამედ იმ გარემოებების აღწერასაც, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაციული საჩივარი.
-
მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა
…სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, განმარტებები…
-
მუხლი 24. ხარჯების ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ კი უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე მოქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
-
მუხლი 62. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება
…ი. კ-ას ნაწილში მისი გამოცემის დღიდან - 2015 წლის 8 ოქტომბრიდან; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A15083504 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის - ი. კ-ას მიმართ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. სზაკ-ის 62.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.
-
მუხლი 21. საზოგადოებრივი ექსპერტი
სადავო წერილში ადმინისტრაციული ორგანო უთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ასევე მე-16 მუხლის 1-ელ და 21 მუხლებზე, თუმცა არ ასახელებს უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს რკინიგზის მიერ 24.05.2023 წელს გაცემულ №2219 საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად ზ.
-
მუხლი 69. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას წერილობითი ფორმით, რაც მოცემულ შემთხვევაში…
-
მუხლი 77. განცხადების შეტანა
…დანართი №2-ის პირველ მუხლზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, სზაკ-ის 76-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 77-ე მუხლზე, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 83-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ლ.
-
მუხლი 56. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი
…საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე და 1-8-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 57-ე მუხლის, ქ. თბილისის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „პ“ ქვეპუნქტების, ქ.
-
მუხლი 115. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარებულიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ინფორმირების და საჯაროობის გაცილებით მაღალ სტანდარტს გულისხმობს იმასთან შედარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
-
მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა
…მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“…
-
მუხლი 55. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება
…54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
-
მუხლი 19. სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება
…სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან ხასიათდება ინკვიზიციურობის ელემენტებით, რა დროსაც ადმინისტრაციულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები ყოველმხრივ და ურთიერთშეპირისპირებით უნდა დადგინდეს სზაკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმეში არ არის დაცული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მ.ქ-ას და გ.
-
მუხლი 179. ადმინისტრაციული საჩივარი
მ-ის განემარტათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე, 185-ე და 83-ე მუხლები და მიეცათ 10 დღის ვადა, დაეზუსტებინათ 2020 წლის 29 მაისის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა და წარედგინათ შესაბამისი დოკუმენტები (ტ.1, ს.ფ 87-88);
-
მუხლი 183. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
…მიუთითებს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nბს-564-545(კს-13), 06.02.2014წ) და მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
-
მუხლი 184. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას
ამავე სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ...
-
მუხლი 25. საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალა
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე, 25-ე მუხლებზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-12, 31-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საჯარო…
-
მუხლი 73. ადმინისტრაციული წარმოების მხარეები
წერილში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე და იგი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ეთნიკურ უმცირესობასთან კომუნიკაცია განახორციელოს შესაბამისი ენის მცოდნე მოხელის დახმარებით.
-
მუხლი 20. დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება
ამავე დასკვნამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურებრივი ბეჭედი და ჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.
-
მუხლი 103. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში
კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 97-ე და 103-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესხებ…
-
მუხლი 194. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში
…შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი საჩივარში არ მიუთითებდა ისეთ საპატიო მიზეზზე, რაც საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
-
მუხლი 29. აღმასრულებელი პრივილეგია
კასატორები მიუთითებენ “საჯარო რეესტრის” შესახებ საქართველოს კანონის 29-ე, 27-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ მოცემული ნორმებით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და შესაბამისად, ძალაში შესვლის სპეციალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ზოგად წესთან მიმართებაში.
-
მუხლი 86. წარმომადგენლობის უფლება
…რომ მის მაზლს საკუთრების აღიარებისთვის უკვე მიმართული ჰქონდა კომისიისთვის. ამდენად, აღიარების კომისიას ნ.გ-ის განცხადებების შესწავლის შედეგად მარტივად შეეძლო დაედგინა განმცხადებლის მოთხოვნის მსგავსება ი.გ-ის მოთხოვნასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
-
მუხლი 33. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
…მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ამ დადგენილების 33-ე, 47-ე, 53-ე, 61-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 77-ე, 83-ე და
-
მუხლი 92. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა
ამასთან, სადავო დადგენილების მიღებისას დაირღვა სზაკ-ის მე-8 და 92-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე ნ. კ-ე და კომისიის ზოგიერთი წევრი წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
-
მუხლი 101. განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში
ამასთან, განმცხადებელს არ მიეცა წარმოდგენილი ინფორმაციის უარყოფის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებულია მათ შორის, ადგილობრივი სამართლის მიხედვითაც, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.
-
მუხლი 26. საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა
…საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში.
-
მუხლი 35. საჯარო რეესტრი
…საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის, 72-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად - 1.
-
მუხლი 79. განცხადების რეგისტრაცია
კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 76-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 79-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მათ საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება იწყება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
-
მუხლი 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
სასამართლოს უნდა განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი, ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე დაინტერესებული მხარის მიერ შენიშვნების წარდგენის 3 დღიანი ვადის ათვლის წესი.