საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სასამართლო პრაქტიკაში

საერთო სასამართლოების 120 199 მითითება 620 მუხლზე , ასევე 96 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში. ქვემოთ — 100 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.

  1. მუხლი 303. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა — 11679 გადაწყვეტილება

    ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
    საქმე №2კ-314აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  2. მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა — 7136 გადაწყვეტილება

    …მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ ( საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). 23. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
    საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  3. მუხლი 82. მტკიცებულების შეფასება — 6910 გადაწყვეტილება

    სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა), 82-ე მუხლის პირველი ნაწილის (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით) დანაწესებს.
    საქმე №2კ-108აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  4. მუხლი 73. პრეიუდიცია — 5649 გადაწყვეტილება

    პრეიუდიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი არის სწორედ ის, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ე.
    საქმე №2კ-136აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  5. მუხლი 298. სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ — 4934 გადაწყვეტილება

    ჩ–იისათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის რეალური სასჯელით შეცვლას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საქართველოს…
    საქმე №2კ-344აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
  6. მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის — 4752 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
    საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
  7. მუხლი 269. გამამტყუნებელი განაჩენი — 4234 გადაწყვეტილება

    …იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა…
    საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
  8. მუხლი 13. მტკიცებულება — 3974 გადაწყვეტილება

    სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა), 82-ე მუხლის პირველი ნაწილის (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით) დანაწესებს.
    საქმე №2კ-108აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  9. მუხლი 5. უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფცია — 3173 გადაწყვეტილება

    ამავე პრინციპს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, ვინაიდან ბრალდების მტკიცების ტვირთი სრულად ეკისრება ბრალდების მხარეს.
    საქმე №2კ-167აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  10. მუხლი 277. განაჩენის გამოცხადება — 2279 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
    საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
  11. მუხლი 307. საკასაციო განაჩენი — 2161 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – გ.
    საქმე №2კ-401აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  12. მუხლი 81. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას — 2047 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. 29.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე ვ.
    საქმე №2კ-1066აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2026
  13. მუხლი 92. ზიანის ანაზღაურება — 2027 გადაწყვეტილება

    …151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; 2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ. ს–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. 3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ.
    საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
  14. მუხლი 310. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები # # # # — 1890 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    მოცემულ ვითარებაში, ნორმათა შესაბამისობაში მოსაყვანად, მისთვის დამატებით მითითება, სასამართლოს არამართლზომიერად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ახალ კანონს არ გაუუქმებია ან შეუმსუბუქებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ( საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად). 11. მოცემული საქმის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც ეფუძნება ხსენებული ამნისტიის კანონი, იგი უნდა გავრცელდეს კ.
    საქმე №2კ-45-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2026
  15. მუხლი 295. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა — 1822 გადაწყვეტილება

    ც–ის მტკიცებით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისი საქმე საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადის ნაცვლად განხილული იქნა 2 წელში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის დ.
    საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  16. მუხლი 314. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი — 1687 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ დ. ქ-ის ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
    საქმე №31აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2026
  17. მუხლი 297. სააპელაციო სხდომა — 1614 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობით, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნა წარდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 24…
    საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  18. მუხლი 313. შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმება — 1511 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ.
    საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  19. მუხლი 279. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა — 1492 გადაწყვეტილება

    …მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6…
    საქმე №1აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2026
  20. მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი — 1477 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    ს–ის გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმეთა (გამომძიებლები) ირიბ ჩვენებებზე, დაზარალებულის (რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და გამოძიების ეტაპზე – დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე – დაფიქსირებულ დაზარალებულის პოზიციაზე.
    საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
  21. მუხლი 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — 1449 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, „განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ, ეჭვი არ წარმოიშვას“.
    საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  22. მუხლი 302. საკასაციო საჩივრის შეტანა — 1445 გადაწყვეტილება

    …სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ და ითხოვს წერილობით ეცნობოს,,პროკურორის საკასაციო საჩივრის უარყოფის შესახებ”. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: 5.2.1.1. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,,საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში”;
    საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
  23. მუხლი 293. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა — 1325 გადაწყვეტილება

    …ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო 292-ე…
    საქმე №39აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
  24. მუხლი 301. საკასაციო საჩივრის ფორმა — 1275 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
    საქმე №2კ-401აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  25. მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები — 1130 გადაწყვეტილება

    ჭ-ის შერაცხადობის საკითხი, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. 5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ…
    საქმე №2კ-766აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2019
  26. მუხლი 271. განაჩენის ფორმა — 1081 გადაწყვეტილება

    სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით. დ ა ა დ გ ი ნ ა: ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
  27. მუხლი 306. საკასაციო სხდომა — 1026 გადაწყვეტილება

    Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009). 9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
    საქმე №2კ-314აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  28. მუხლი 272. განაჩენის შესავალი ნაწილი — 1018 გადაწყვეტილება

    …საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. 10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
    საქმე №ას-1793-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  29. მუხლი 22. სასამართლოთა შემადგენლობა — 982 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული სასამართლოების განაჩენებისა და…
    საქმე №2კ-908აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
  30. მუხლი 243. გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა — 895 გადაწყვეტილება

    126), საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმებში დეტალურად აღწერილი მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ძარცვის ფაქტები დასტურდება ქ.
    საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
  31. მუხლი 292. ზოგადი დებულებანი # # # # # # # — 850 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი შეიცავს ტექნიკურ და სამართლებრივ შეცდომებს, საკასაციო საჩივარში რიგ შემთხვევაში არასწორადაა მითითებული საქართველოს სსსკ-ის მუხლი (მაგალითად, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში კასატორი უთითებს საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლზე, პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების წესზე და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას).
    საქმე №2კ-1092აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
  32. მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — 799 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.
    საქმე №2კ-985აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
  33. მუხლი 76. ირიბი ჩვენება — 740 გადაწყვეტილება

    …პოლიციელების სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, ი. მ-ის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა გასაღების მიზნით განთავსებასთან დაკავშირებით, არის ირიბი და ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №- გადაწყვეტილების თანახმად კი, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება ი.
    საქმე №2კ-253აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
  34. მუხლი 268. სასამართლოს განაჩენის სახეები — 718 გადაწყვეტილება

    …და სამართლიანი განაჩენი. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.
    საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
  35. მუხლი 220. საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადება — 684 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 219, 220-ე მუხლებს და ასევე დაცვის მხარის პრეტენზიის გათვალისწინებით (რომ გამოძიების დასასრულს, მაშინ როცა ერთი სამუშაო დღე იყო დარჩენილი მტკიცებულებების გაცვლამდე, ა.
    საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
  36. მუხლი 212. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა — 509 გადაწყვეტილება

    5. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. 6. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
    საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
  37. მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება — 443 გადაწყვეტილება

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209- 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
    საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
  38. მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა — 440 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
    საქმე №2კ-74აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
  39. მუხლი 9. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა — 416 გადაწყვეტილება

    საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ.
    საქმე №2კ-190აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  40. მუხლი 20. სასამართლოს უფლებამოსილება — 396 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო – რომელიც აღარ საჩივრდება).
    საქმე №1აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2026
  41. მუხლი 21. ტერიტორიული განსჯადობა — 364 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს“.
    საქმე №2კ-750აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2017
  42. მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა # # # — 345 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი–ის საკასაციო საჩივარი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი;
    საქმე №2კ-329აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
  43. მუხლი 300. ზოგადი დებულებანი # — 343 გადაწყვეტილება

    სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილითა და 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას.
    საქმე №2კ-314აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  44. მუხლი 53. თარჯიმანი — 337 გადაწყვეტილება

    …და აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
    საქმე №2კ-892აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
  45. მუხლი 200. გირაო — 299 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
    საქმე №2კ-187აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
  46. მუხლი 213. სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე — 259 გადაწყვეტილება

    6. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება,…
    საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
  47. მუხლი 270. გამამართლებელი განაჩენი — 228 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, მე-18, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე, 166-ე, 167-ე, მე-3, მე-19, 268-ე, 270-ე მუხლებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით.
    საქმე №ბს-68(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
  48. მუხლი 33. პროკურორი — 224 გადაწყვეტილება

    …პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
    საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
  49. მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე — 220 გადაწყვეტილება

    მ-ამ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
    საქმე №2კ-1124აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
  50. მუხლი 280. განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი — 215 გადაწყვეტილება

    …მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 42-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ჯარიმა წარმოადგენს სასჯელს, რომელსაც ფულადი ეკვივალენტი გააჩნია და რომლის შეფარდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.
    საქმე №ბს-540(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2024
  51. მუხლი 308. შებრუნება საუარესოდ — 206 გადაწყვეტილება

    ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს,…
    საქმე №2კ-293აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
  52. მუხლი 25. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა — 195 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საფუძველი პალატას არ გააჩნია. 18. სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ხოლო 83-ე მუხლის შესაბამისად, მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა იმ წრეს, რომლის წარდგენაც საჭიროდ მიაჩნია სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად.
    საქმე №2კ-136აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  53. მუხლი 255. სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება — 193 გადაწყვეტილება

    …მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი. 15. განაჩენის გასაუქმებლად კასატორის ერთ-ერთი მოტივი იყო სათათბიროდ გასული პალატის შემადგენლობის სათათბირო ოთახიდან სასამართლო სხდომის დარბაზში სწრაფად დაბრუნება. საქართველოს სსსკ-ის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით.
    საქმე №2კ-428აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2024
  54. მუხლი 276. გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი — 184 გადაწყვეტილება

    ა-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
    საქმე №2კ-1004აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2026
  55. მუხლი 247. ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა — 181 გადაწყვეტილება

    ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების…
    საქმე №2კ-97აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
  56. მუხლი 114. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი — 179 გადაწყვეტილება

    საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან…
    საქმე №2კ-207აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
  57. მუხლი 38. ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # # — 175 გადაწყვეტილება

    …საშუალების ამოღებისას შეფუთვასთან დაკავშირებით შენიშვნის ან პრეტენზიის განუცხადებლობა მისი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად უნდა შეფასდეს. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ისარგებლოს დუმილის უფლებით, ხოლო ამ უფლების გამოყენების მისი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად შეფასება დაუშვებელია.
    საქმე №2კ-167აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  58. მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები — 149 გადაწყვეტილება

    დ-ის, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
    საქმე №2კ-931აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2026
  59. მუხლი 24. სასამართლო სხდომის მდივანი — 130 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დაზარალებულების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით და მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-20 და 24-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
    საქმე №2კ-548აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
  60. მუხლი 17. ბრალის წაყენება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე — 125 გადაწყვეტილება

    …109-ე მუხლის „კ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. 5.5. აღსანიშნავია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის…
    საქმე №2კ-237აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2026
  61. მუხლი 47. მოწმე # # # # # # # # # — 120 გადაწყვეტილება

    სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის პოზიციას აღნიშნულ საკითხში, კერძოდ: სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ.
    საქმე №2კ-167აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2020
  62. მუხლი 278. განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა — 118 გადაწყვეტილება

    შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 278-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით მსჯავრდების შესახებ ეცნობოთ სააღსრულებო ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს.
    საქმე №2კ-985აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
  63. მუხლი 287. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა — 118 გადაწყვეტილება

    უ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ: განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია: „7 ივლისი, 2024 წელი“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების გამოტანის თარიღად მიეთითოს „7 ივლისი, 2026 წელი“.
    საქმე №2კ-119აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
  64. მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია — 116 გადაწყვეტილება

    მეტიც, მე-2 მუხლი არ მოიცავს მესამე პირისთვის დევნის ან მსჯავრდების უფლებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის.
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  65. მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი — 112 გადაწყვეტილება

    ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით დადგენილი წესით, ი. გ–ისაგან მისი ამოღების გზით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ უგულებელყო მტკიცებულების…
    საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
  66. მუხლი 72. დაუშვებელი მტკიცებულება # # # # # # # # # # — 109 გადაწყვეტილება

    დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ) მოპოვება არ იქნა განხორციელებული საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის დაცვით (სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაციის ამოღების შესახებ სასამართლოს ex antre/ ex poste განჩინება)- შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის, 72-ე და 82-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N..
    საქმე №2კ-1085აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
  67. მუხლი 216. განაჩენის ასლების გადაცემა — 108 გადაწყვეტილება

    სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დაკმაყოფილდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მა---------ას შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.
  68. მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი # # # # # # # — 100 გადაწყვეტილება

    შესაბამისად, დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია, იძულების პროპორციული ზომის გამოყენების გზით, საქართველოს სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება არ უკავშირდებოდა ძლიერი ტკივილის მიყენებას და ნებადართული იყო სასამართლოს განჩინებით.
    საქმე №2კ-1084აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
  69. მუხლი 105. გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები — 98 გადაწყვეტილება

    რაც შეეხება გამოძიების შეწყვეტას, აღნიშნულს აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის შეწყვეტა რელევანტური იქნებოდა მხოლოდ 105.1 მუხლის „ა“ ან „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  70. მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ — 96 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). 23. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა კ.
    საქმე №2კ-119აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2026
  71. მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი — 91 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე და 275-ე მუხლებს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.
    საქმე №2კ-1085აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
  72. მუხლი 14. მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა — 90 გადაწყვეტილება

    …მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.
    საქმე №2კ-1129აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2026
  73. მუხლი 19. სასამართლო, როგორც მართლმსაჯულების ორგანო — 88 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
    საქმე №ბს-550(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
  74. მუხლი 37. გამომძიებელი — 87 გადაწყვეტილება

    მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 116-ე მუხლი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და მისთვის დაწესებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გადიოდა 2019 წელს (2013 წლიდან 6 წლის შემდეგ), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  75. მუხლი 191. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა — 81 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ადვოკატის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას;
    საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
  76. მუხლი 211. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა — 76 გადაწყვეტილება

    …საკუთრებაში არსებული ქონება:... 8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ, მსჯავრდებულმა ვ. ო., ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ. 9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე…
    საქმე №2კ-422აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
  77. მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა — 74 გადაწყვეტილება

    საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ფოტოზე გამოსახული პირები იერსახითა და თმის ფერით ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან.
    საქმე №2კ-796აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
  78. მუხლი 59. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები # — 72 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    ც–ის საქმეზე თვითაცილება, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შესაბამის მოსამართლეებს უკვე ჰქონდათ განხილული და შეფასებული დ.
    საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
  79. მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება — 72 გადაწყვეტილება

    რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას, საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის შესაბამისად სასჯელის გადავადების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.
    საქმე №2კ-210აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
  80. მუხლი 209. საპროცესო შეთანხმების არსი # # # # — 63 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    …უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე);
    საქმე №2კ-983აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
  81. მუხლი 239. შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა — 59 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის --- დასკვნა მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურორმა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა და საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მისი დამატებით მტკიცებულებად დასაშვებად ცნობა მოითხოვა 2025 წლის 24 თებერვალს.
    საქმე №2კ-1157აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2026
  82. მუხლი 121. პირადი ჩხრეკა — 57 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    სასამართლომ მიუთითა, რომ დარღვეული იქნა „ პოლიციის შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანების მე-12 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე და 248-ე მუხლების, საქართველოს სსსკ-ის 121-ე და 174-ე მუხლების დანაწესები. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელი მტკიცებულებებია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან (ე.წ.
    საქმე №2კ-1021აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
  83. მუხლი 78. დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა — 56 გადაწყვეტილება

    ამდენად, დაცულია საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნა და არ არსებობს გარემოება, რომელიც გამოთხოვილი ჩანაწერისა და ამოღებული ტანსაცმლის ავთენტურობას საეჭვოდ გახდიდა და, აქედან გამომდინარე, გამორიცხავდა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მითითებულ მტკიცებულებათა გამოყენების შესაძლებლობას.
    საქმე №2კ-136აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
  84. მუხლი 10. სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა — 55 გადაწყვეტილება

    საკასაციო სასამართლომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6 მუხლების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე მუხლების, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ.
    საქმე №2კ-383აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
  85. მუხლი 119. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი — 55 გადაწყვეტილება

    კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება…
    საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
  86. მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა — 53 გადაწყვეტილება, 4 საგადასახადო დავა

    კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა ი. გ–ისაგან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ავტომობილის გადაადგილების გრაფიკის ამოღება.
    საქმე №2კ-916აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
  87. მუხლი 130. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესი — 52 გადაწყვეტილება

    …სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის (იხ.: საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლი). 15. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება, რომ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოთხი შეტყობინება წარმოდგენილია მტკიცებულებათა ხელოვნურად შესაქმნელად და მ.
    საქმე №2კ-21აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
  88. მუხლი 329. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი — 51 გადაწყვეტილება

    მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს…
    საქმე №2კ-115აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2025
  89. მუხლი 42. ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შუამდგომლობით სასამართლო განხილვის დაუშვებლობა — 50 გადაწყვეტილება

    სასამართლომ ადვოკატს განუმარტა საქართველოს სსსკ-ის 42-ე მუხლის შინაარსი (ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას).
    საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
  90. მუხლი 281. შეტყობინება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ — 50 გადაწყვეტილება, 2 საგადასახადო დავა

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-259-ე, 271-274-ე, 277-ე 279 და 281-ე მუხლებით, - დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დ---ო ზ----ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 16 აგვისტოს…
  91. მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი — 49 გადაწყვეტილება

    სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება (კასატორიც არ უთითებს), რომ დაცვის მხარეს არ მიეცათ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
    საქმე №2კ-47აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
  92. მუხლი 219. წინასასამართლო სხდომა — 49 გადაწყვეტილება

    კასატორის მოთხოვნაზე, სასამართლომ გააუქმოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა საოქმო განჩინება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა.
    საქმე №2კ-1151აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2026
  93. მუხლი 32. პროკურატურა — 43 გადაწყვეტილება

    …მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ამავე კოდექსის მე-18 მუხლზე, 991-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა.
    საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
  94. მუხლი 129. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი — 42 გადაწყვეტილება

    სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად.
    საქმე №2კ-21აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
  95. მუხლი 125. დათვალიერება — 39 გადაწყვეტილება

    ამასთან, დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და…
    საქმე №2კ-1036აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2023
  96. მუხლი 115. დაკითხვის ზოგადი წესი — 38 გადაწყვეტილება

    მ-ს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის დროს, დაცვის მხარემ საქართველოს სსსკ-ის 115–ე მუხლის მე–8 ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე მოითხოვა - მოწმისთვის მტკიცებულების წარდგენა (რესტორნიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების).
    საქმე №2კ-407აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
  97. მუხლი 210. საპროცესო შეთანხმების დადება — 37 გადაწყვეტილება, 3 საგადასახადო დავა

    ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209- 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
    საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
  98. მუხლი 75. მოწმის ჩვენება — 36 გადაწყვეტილება

    …გამოსავლენად არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაც გამოააშკარავებდა მთელი სპექტაკლის აბსურდულობას. ზ. მ–მა გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა, ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ და არასწორად მიუთითა მისამართი. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მისი ჩვენება.
    საქმე №2კ-293აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.07.2026
  99. მუხლი 151. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი — 36 გადაწყვეტილება

    გ-ას, რისი უზრუნველყოფის მიზნითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს): ა/ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ნ.
    საქმე №2კ-123აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2025
  100. მუხლი 63. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი — 33 გადაწყვეტილება, 1 საგადასახადო დავა

    …მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ დაყენებულ აცილების შუამდგომლობაზე. 8. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.